თბილისში შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცვალოს. დედაქალაქის მთავრობაში მიზეზად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის არარსებობა სახელდება. ამის შესახებ ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
“დღეს თბილისში არსებული ავტობუსები არ არიან ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან, თბილისის მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს”,-განაცხადა ჯაჭვლიანმა.
აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფი საკრებულოში უახლოეს მომავალში შეიქმნება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ტიპის ტრანსპორტი სჭრიდება ქალაქს.
ახალ ტრანსპორტთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმის არარსებობის გამო, ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ტრანსპორტის შესაძენად ტენდერიც. ავტობუსების გარდა საკრებულო და მერია მეტროპოლიტენის განახლებასაც გეგმავს.
08.09.14