• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„უამრავი იდეა გვაქვს, დრო გვეცოტავება და ძილისთვის გვენანება“ – თეონა ბაკურაძე

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„უამრავი იდეა გვაქვს, დრო გვეცოტავება და ძილისთვის გვენანება“ – თეონა ბაკურაძე
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10419411_651449231613783_7478719776477228638_nსაქართველოში, კულტურის სფეროში არსებული პრობლემების  მიუხედავად, საბედნიეროდ  ჩვენი ქვეყანა ხელოვანი ადამიანების ნაკლებობას არ განიცდის. ხელოვნება, ეს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს 10695156_838097296221548_212580563_nშემოქმედებითი აღქმაა. ამ აღქმის ნაყოფი ეკუთვნის არა მხოლოდ მის შემქმნელს, არამედ ყველას ვისაც საშუალებაა აქვს იგი დაინახოს, შეეხოს მას, შეიგრძნოს და დააკვირდეს. ხელოვანი ადამიანების ცხოვრების გზა ყოველითვის ხელოვნებით არ დაწყებულა, ასე მოხდა თეონა ბაკურაძისა და მაია თავართქილაძის შემთხვევაშიც.  მათი სახელები დღეს უკვე, ორი წლის „ბედნიერების სახელოსნოსთან,“ „ბუერასთან“ ასოცირდება, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ერთი ფსიქოლოგია, მეორე კი -ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, გამოყენებითი ხელოვნება ყოველვის მათი ინტერესის სფერო იყო. „ბუერა „ არსებობს უკვე ორი წელია. დასაწყისიდან დღემდე მის ზრდა-განვითარებაზე ვზრუნავთ მე – თეონა ბაკურაძე და მაია თავართქილაძე. ჩვენი პროფესია ჩვენივე საქმიანობისგან განსხვავდება, თუმცა ამ გარემოებას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით ხელი შეგვიწყო ჩვენეული სტილის შექმნაში.“  ნათქვამია, რომ საყვარელი საქმის კეთების გადადება დანაშაულია, ეს ადამიანები კი  ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ 167221_184322864933558_5368645_nმიუხედავად  ყველაფრისა, საუკეთესო რამ არის, აკეთო შენი საყვარელი საქმე და ეს იყოს შენი, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური საზრდოს წყარო. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვისაც  საუკეთესო გზაა – თითოეულმა მოქალაქემ აკეთოს თავისი საყვარელის საქმე  პატიოსნად, მონდომებით, სრული განცდითა და სიყვარულით.  „ძალიანაც, რომ მოინდომო ვერსად წაუხვალ შენს მოწოდებას, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც და ამით ძალიან ბედნიერები ვართ. როგორც იქნა იმ საქმეს ვაკეთებთ, რაც ყოველთვის მოგვწონდა და გვაინტერესებდა, უამრავი იდეა გვაქვს, დრო გვეცოტავება და ძილისთვის გვენანება.“

 10686476_838097629554848_748071543_o

„ბუერა“ ხელნაკეთ აქსესუარებსა და სხვადასხვა ნაკეთობებს უკვე ორი წელია წარმატებით ამზადებს. ეს, საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. ისინი მუშაობენ პოლიმერულ თიხაზე, ეს გამძლე და კარგი მასალაა, რომელიც ძირითადად სამკაულების  და მცირე ზომის სკულპტურების, თოჯინების, მინიატურების დასამზდებლად გამოიყენება.

10178077_654011338024239_649988651623808333_nხელოვნების ეს პატარა და მყიდველისთვის განსაკუთრებული ნიმუშები არ არის ადვილად მსხვრევადი, მრავალფეროვანია, ლამაზი და რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მაია და თეონა უმეტეს დროს   ბეჭდების, სამაჯურების, ყელსაბამების, გულსაბნევებისა და მინიატურების შექმნას უთმობენ, მათთვის ეს ყველაფერი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაცაა.  გოგოებმა  სიტყვა „ბუერა“ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან აარჩიეს, რომელიც მცენარის სახელია, მოეწონათ მისი კეთილხმოვანება და საკუთარ სახელოსნოს სწორედ ეს სახელი შეურჩიეს. თუმცა, დღეს ბევრისთვის „ბუერა“ ასოცირდება  სწორედ „ბედნიერების სახელოსნოსთან“, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიჰყვნენ თავიანთ ფანტაზიას, შეუკვეთონ სასურველი ნივთი, სასურველი ნახატით ან ფრაზით.„გაგვიხარდება, თუ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ბევრი ახალი მეგობარი გამოუჩნდება. ეს სიტყვა შემთხვევით არ გამოგვიყენებია, ჩვენ მართლაც ვმეგობრობთ ჩვენს მომხარებელთან. ყურადღებით ვუსმენთ მათ რჩევებს, შენიშნვნებს. შეკვეთებზე დაყრდნობით უკვე მივხვდით, რა მოსწონთ და უყვართ და უკვე უფრო ადვილად შეგვიძლია ისეთი პროდუქტის შექმნა, რაც ბევრ მათგანს გაუთბობს გულს. „ სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია „ბუერა“,  საზოგადოების

10695296_838097436221534_1045471480_n575317_586840008074706_4080954_nუმეტესობამ სწორედ ფეისბუქის საშუალებით გაიგო მათ შესახებ. შეკვეთაც სწორედ ამ გზით ხორციელდება, მომხმარებლების იდეების ნივთამდე დაყვანაში მაია და თეონაც აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი  ერთად ფიქრობენ ესკიზებისა და ნივთების საუკეთესო ვარიანტებს. უკვე დამზადებულ ნივთებს კი საკუთარი ხელითვე შეკერილ შესაფუთ ჩანთებში დებენ და ასე გამზადებულს ახვედრებენ მყიდველებს. „როდესაც ადამიანს სურს, მეგობარს აჩუქოს რაღაც ისეთი, რაც მათ მეგობრობას ყველაზე კარგად ასახავს, რაღაც საიდუმლო სიტყვის მსგავსი, რისი მნიშვნელობაც მხოლოდ მათ იციან, მოდიან და გვიკვეთავენ, ჩვენ ვაკეთებთ, და ისტორიას ვაქცევთ ნივთად.“ „ბუერას“ პირველი გამოფენა-გაყიდვა მიაძაკისადმი მიძღვნის საღამოზე მოხდა. Buera loves Hayao Miyazaki სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამას გარდა აქსესუარები გამოფენილი  იყო – “Tbilisi Flea Market“-ზეც. მათი დიდი ნაწილის შეძენა დღეს აქსესუარების მაღაზიებშიც შესაძლებელია. თავად „ბუერა“ თავის მომხმარებლებს სხადასხვა სიურპრიზებს უწყობს, სოციალურ ქსელში კონკურსებს ატარებს და გამარჯვებულებს10699233_838097682888176_523816645_n აქსესუარებით ასაჩუქრებს. „ბუერას“ საიდუმლო ბევრისთვის ცნობილია, რადგან ეს საიდუმლო მჟღავნდება მაშინ, როდესაც შენთვის სასურელ ნივთს ხედავ ზუსტად ისეთს, როგორსაც წარმოიდგენდი. მომხმარებლებთან ინდივიდუალური 1544300_590639887694718_1754919735_nმიდგომით, აზრთა გაცვლა-გამოცვლით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობით და საქმისადმი გულმოდგინეობით „ბუერამ“  თავი ყველას შეაყვარა. ეს ფაქტი მაიას და თეონას ძალიან ახარებთ, სოციალურ ქსელში იღებენ მადლიერების წერილებს, მათით დაინტერესდნენ სხვადასხვა ტელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები. ეს ყველაფერი მათ მეტ სტიმულს აძლევს, უხარიათ და ეამაყებათ. „ამით ყველაზე მეტად ვამაყობთ. კიდევ ვამაყობთ, იმით რომ ვცდილობთ დავანგრიოთ სტერეოტიპი, ნაკლებშემოსავლიანი საქმის შესახებ. რა თქმა უნდა, „ბუერა“ არ არის ქერის ორმო, მაგრამ განვითარების ამ ეტაპზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ საქმეს სიყვარულით და დიდი მონდომებით აკეთებ, აუცილებლად შეძლებ ყველაზე მცირე თავი ირჩინო. თუნდაც ეს იყოს საქართველო და თუნდაც ეს იყოს დიასახლისის მიერ 24 საათში გამოძებნილი 25-ე საათი, როცა მას შეუძლია გააკეთოს სახლის საქმის გარდა რაღაც სხვა.“

15.09.14

ნათია კეკენაძე

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

მიკროავტობუსებში პიკის საათის დროს მგზავრებს ფეხზე დგომის უფლება ექნებათ  

მიკროავტობუსებში პიკის საათის დროს მგზავრებს ფეხზე დგომის უფლება ექნებათ  

4 years ago
ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს

მცირეწლოვანი თბილისში ჩუტყვავილას იშვიათი ფორმით გარდაიცვალა

8 years ago

9 აპრილის მემორიალთან სანთლები დაანთეს

8 years ago

“ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა!”

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by