განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის რეგიონალურმა დირექტორმა ჯანან ატილგანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას საქართველოს საჯარო სკოლებში.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის საფუძველზე, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტის, სასწავლო მასალებისა და დამხმარე მეთოდოლოგიური მასალებისა და სხვა საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავების პროცესის ხელშეწყობას, კერძოდ, საექსპერტო საქმიანობის, სამუშაო შეხვედრების, საჯარო ღონისძიებების ორგანიზებას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.
აღნიშნული პროექტი დაფინანსდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
22.09.14