• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ერთგული ვართ ჩვენი საერთო მიზნისა – მხარი დავუჭიროთ უფრო ღია და გამჭვირვალე მმართველობას მთელ მსოფლიოში”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10608225_723638031060609_1400553667771006201_oჩვენი მიზანია განვამტკიცოთ ხელისუფლების მიუკერძოებლობა, საზოგადოებრივი ნდობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა მმართველობაში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, კონფერენციაზე “ღია მმართველობის პარტნიორობა – საქართველო” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობის მიზანია ისიც, რომ გახდეს კიდევ უფრო ღია მოქალაქეებისათვის და მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე.

“ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ვიყო დღეს აქ, ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე თქვენთან ერთად, იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც ერთიანი ძალებით მიისწრაფვიან საერთო მიზნისკენ – ეს არის მთავრობების ღიაობა საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაზე, რათა აღვნიშნოთ OGP-ის სამი წლისთავი და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ერთგული ვართ ჩვენი საერთო მიზნისა – მხარი დავუჭიროთ უფრო ღია და გამჭვირვალე მმართველობას მთელ მსოფლიოში.

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ინდონეზიის მთავრობისა და მისი გუნდის მიმართ, რადგან მათი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ეს შეხვედრა. მინდა ასევე მივესალმო OGP-ს მხარდამჭერი გუნდისა და OGP-ს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას ამ მნიშვნელოვანი პროცესების ხელშეწყობისათვის მთელ მსოფლიოში.

საქართველოს მთავრობისათვის დიდი პატივია შემდგომი ორი წლით იყოს არჩეული საკოორდინაციო კომიტეტის ერთ-ერთ წევრად. ჩვენ ვისწრაფვით შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად და უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მდგრადობა. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ნდობის ვოტუმს საქართველოსა და იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ქვეყანაში მმართველობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მადლობელი ვართ ამ ნდობისათვის და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობაში, სადაც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი პრინციპები – გამჭვირვალობა, ანგარიშგება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია – ეს არის საკვანძო ღირებულებები ჩვენი მთავრობისათვის. ჩვენი მიზანია განვამტკიცოთ ხელისუფლების მიუკერძოებლობა, საზოგადოებრივი ნდობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა მმართველობაში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

ჩვენი მიზანია აგრეთვე, გავხდეთ კიდევ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას.

“ჩვენმა ინიციატივებმა დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია და მაღალი შეფასებაც მიიღო, მათ შორის, გაეროს ჯილდოების სახით. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია სათემო ცენტრები. ეს არის სოფლის განვითარების კრეატიული გზა, რომლის მიზანია რეგიონალურ დონეზე მოქალაქეთა გაძლიერება და ერთი ფანჯრის პრინციპით მათთვის სახელმწიფო მომსახურების მიწოდება. სათემო ცენტრებში თავმოყრილია თანამედროვე ტექნოლოგიები, საჯარო და კერძო მომსახურება, განახლებული ბიბლიოთეკა და უზრუნველყოფილია სამოქალაქო ჩართულობისათვის ერთიანი სივრცე. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივ დონეზევე გავუმკლავდეთ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

25.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ქალები საქართველოდან

ქალები საქართველოდან

7 years ago
ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში – „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში – „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

8 months ago

ფოჯას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

8 years ago
ბოლნისში, გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა – ძმები ადგილზევე დაიღუპნენ

ბოლნისში, გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა – ძმები ადგილზევე დაიღუპნენ

3 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by