• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორე: “ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს”

12 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ილია მეორე: “ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1364371390_patriarqi_0ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს და ჯვარი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჟიული შარტავა აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს უდიდესი გმირია.

“მე არ შემიძლია დღეს არ გავიხსენო ჟიული შარტავა, რომელიც მსხვერპლად შეეწირა. წინა დღეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა და სხვებმა ინახულეს იგი. ჟიული შარტავას მაღლა აუწევია ხელები და უთქვამს, ღმერთო, ისევ მე დამსაჯე და საქართველო გადაარჩინეო, და მართლაც ეს მოხდა. ჟიული შარტავა არის უდიდესი პიროვნება, უდიდესი გმირი აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა გაიხსენა, რომ მან უცნობი პირისგან წერილი მიიღო, რომელიც არც ქართველი და არც რუსი არ იყო. წერილში უცნობი პირი აღნიშნავდა, რომ იგი შემთხვევით შეესწრო ჟიული შარტავას დახვრეტას და მისი სახელი და გვარი ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. უცნობი პირი პატრიარქს წერდა, რომ ისინი უნდა ამაყობდნენ, რადგან ჰყავთ ასეთი გმირი, როგორიც არის ჟიული შარტავა. პატრიარქმა ბრძანა, რომ ჟიული შარტავა უკვე სასუფევლის მკვიდრია და ის ლოცულობს საქართველოს მთლიანობისა და მშვიდობისათვის.

პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ჯვარი უფლისა, ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც იცავს ადამიანს, იცავს ერს.

“და აი დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ძლიერებითა ჯვარისათა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო, ჯვარის ძალით გაამთლიანოს საქართველო. შემთხვევით არაფერი არ ხდება, შემთხვევით არ არის ის, რომ ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს და ჯვარი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, ქადაგების შემდეგ პანაშვიდს გადაიხდის, სადაც ლოცვებში ქართველებს, აფხაზებსა და სხვებს მოიხსენიებდა, რომლებიც “ამ საშინელ ომში დაეცნენ”.

პატრიარქმა წირვის შემდეგ ჯვრის უღელტეხილზე მოღვაწე ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა. უწმიდესმა მღვდელმონაზონი მათე ჯოლაყიძე და მღვდელმონაზონი კახაბერ გოგალაძე ოქროს ჯვრებით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთში დაცემული სულიერი შვილების მოსახსნებელი პანაშვიდი გადაიხადა.

27.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

ლენტებით მოქარგული ნამუშევრები – ნინო მოლაშვილის პერსონა

ლენტებით მოქარგული ნამუშევრები – ნინო მოლაშვილის პერსონა

4 years ago
„ქვის პრაქტიკა სამების ტაძრის მშენებლობისას გავიარე“ – მოქანდაკე დავით ქაბზინაძის პერსონა 

„ქვის პრაქტიკა სამების ტაძრის მშენებლობისას გავიარე“ – მოქანდაკე დავით ქაბზინაძის პერსონა 

3 years ago
უკრაინის კრიზისი და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების დიალექტიკა

უკრაინის კრიზისი და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების დიალექტიკა

12 years ago
რა ბედი ეწია ,,ვიზეარის” ქართველ მგზავრს, რომელმაც ბელარუსის მოქალაქე სცემა

რა ბედი ეწია ,,ვიზეარის” ქართველ მგზავრს, რომელმაც ბელარუსის მოქალაქე სცემა

2 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by