• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Euronews: „მუზეუმი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მნახველთა წარმოდგენას სამყაროს შესახებ“

12 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება, მსოფლიო, საზოგადოება
A A
Euronews: „მუზეუმი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მნახველთა წარმოდგენას სამყაროს შესახებ“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამმა მსოფლიოს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. ამსტერდამი, რომელიც თავისი ორიგინალურობით და კრეატიულობით მსოფლიოს ერთ-ერთ სასურველ ქალაქად ითვლება, ტურისტებსა და განსაკუთრებით, მეცნიერებაზე შეყვარებულ ადამიანებს  ქალაქში იწვევს.  

10723246_851449924886285_807490535_n

დედაქალაქში  მდებარე ამ „ზოოპარკში“ მაიმუნები, სპილოები და ლომები არ ცხოვრობენ, მაგრამ მნახველს შეუძლია მილიონობით  უხილავი მიკრო-ორგანიზმის დათვალიერება. მიკრო-ორგანიზები ადამიანებისთვის ავადმყოფობასთან და დაავადებებთან ასოცირდება, თუმცა ისინი ჩვენი გადარჩენისთვის ყველაზე საჭირო ცოცხალ არსებებს წარმოადგენენ, სწორედ ამ იდეიდან წარმოიშვა სურვილი, რომ გახსნილიყო მიკრო-ორგანიზმების მუზეუმი – მიკროპია.

Micropia3Aბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობენ – მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში და დედამიწის წიაღშიც კი. ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის  ყოველი მილილიტრი კი – მილიონს. დედამიწაზე ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა ცვლაში.  ადამიანის სხეულში ათასობით ბაქტერიაა, განსაკუთრებით ბევრია კანზე და კუჭ-ნაწლავში. ამ ბაქტერბიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის  სასარგებლოც კი არის, თუმცა არსებობენ პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც სხვადასხვა საშიშ დაავადებას იწვევენ.

10717844_851449921552952_1197043627_nფიქრობენ, რომ მუზეუმის ყველაზე საინტერესო ნაწილი განთავსებული ვიდეო სკანერია,ნრომელიც მნახველებს საშუალებას აძლევს ნახონ, რა რაოდენობის მიკრობია ნებისმიერი ნივთში. მათ შეუძლიათ საკუთარი ნივთი ჩადონ სპეციალურ კოლბაში და ვიდეო ინსტალაცია ლურჯ ფონზე –  თეთრად მიკრობებს უმალვე გამოაჩენს. ვიდეოში, (იხილეთ სტატისს ბოლოს) ჩანს მობილური ტელეფონის მიკრობების რაოდენობა, მათი მოძრაობა და ზომა. ხოლო, მეორე ვიდეში (იხილეთ სტატისს ბოლოს)  ჩანს, როგორ ხდება ადამიანის სხეულის სკანირება და ეკრანზე გამოსახულია ადამიანის ორგანიზმში მიკრობების რაოდენობა და მოძრაობის ვიზუალიზაცია.

„ამ მუზეუმში სამყაროს უხილავი ნაწილია წარმოდგენილი“ – ამბობს მუზეუმის შექმნის ინიციატორი, ჰაიგ ბალიანი.

v000_vid672838_en_jpeg.jpg_1733209419„სამყაროს ორი მესამედი ამ პლანეტაზე უხილავია. ერთადერთი გზა, რომ ისინი ხილულნი გავხადოთ მათი წარმოდგენაა. თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ყველა ადამიანი თან ატარებს ორ კილოგრამ მიკრო-ორგანიზმსა და ბაქტერიას,  ჟანგბადის ნახევარი კი რომელსაც ვსუნთქავთ ბაქტერიებით არის სავსე და ორგანიზმში ათჯერ უფრო მეტი მიკრობი გვაქვს ვიდრე უჯრედი, მივხვდებით,  რომ თავად ვართ  სამყაროს უხილავი ნაწილი,“ – განმარტავს ბალიანი.

მუზეუმი, რომ  სწორედ ჰოლანდიაში აშენდა შემთხვევად არავინ თვლის, რადგან  მიკრობებზე პირველი დაკვირვებები ჰოლანდიელმა მეცნიერმა – ანტონ ვან ლევენჰუკმა დაიწყო, რომელმაც 1675 წელს, საკუთარი დიზაინით შექმნა მიკროსკოპი.

10726205_851449918219619_974695775_nმიკროპიას მუზეუმში ბაქტერიების დანახვის გარდა მნახველს შეუძლია დააკვირდეს თუ, როგორ ცხოვრობენ ისინი, რა ქცევები აქვთ, როგორ იკვებებიან.  ერთ-ერთი ასეთი მიკროსკოპული ვიდეო ტროპიკულ ხილს, კივს შეეხება. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ჭამს ბაქტერია კივის უჯრედებს და როგორ იხრწნება ის.

10673187_851451121552832_1730227719_oფიქრობენ, რომ ბაქტერიების განვითარება ადამიანის ევოლუციასთან ერთად დაიწყო და დღესაც გრძელდება. როგორც გაირკვა, ადამიანები ბაქტერიების გარეშე იბადებიან და ცხოვრების პირველ წლებში იღებენ მათ. ჩვილი ბაქტერიების პირველ ნაკადს ღებულობს სამშობიაროში, თუკი ბავშვი საკეისრო კვეთით არის გაჩენილი, იგი არ იღებს მიკრო-ორგანიზმების ამ წილს, რის გამოც მას რამდენიმე სახის ალერგიისა და სხვა დაავადების რისკი ეზრდება.

10654170_851449911552953_623247886_nაღნიშნულის გაგება და ნახვა სწორედ ამ მუზეუმშია შესაძლებელი. აქვე  წარმოდგენილია ადამიანთა უჯრედის სხვადასხვა ბაქტერიების კატალოგებიც, რომელის შექმნაშიც ასობით მეცნიერი იღებდა მონაწილეობას, მუშაობა კატალოგზე 2013 წელს დასრულდა. 

მეცნიერებმა და ექსპერტებმა ეს მუზეუმი შეაფასეს მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებად, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მნახველთა წარმოდგენას სამყაროს შესახებ.

I – https://www.youtube.com/watch?v=O3_auF2ZkGA

II – https://www.youtube.com/watch?v=O3_auF2ZkGA

წყარო: euronews.com

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

კონსტიტუცია და მოქალაქე საქართველოში – უფლებები და თავისუფლებები

კონსტიტუცია და მოქალაქე საქართველოში – უფლებები და თავისუფლებები

6 years ago
“არ მოიბოდიშებს ჰომოფობიურ გამოხტომაზე და უნდა დაქენსელდეს“ – ნატა ფერაძე მერაბ დვალიშვილს ჰომოფობიაში ადანაშაულებს

“არ მოიბოდიშებს ჰომოფობიურ გამოხტომაზე და უნდა დაქენსელდეს“ – ნატა ფერაძე მერაბ დვალიშვილს ჰომოფობიაში ადანაშაულებს

2 years ago
შეიარაღებული ძალები სტიქიის ზონის ყველა ობიექტზე მუშაობენ

შეიარაღებული ძალები სტიქიის ზონის ყველა ობიექტზე მუშაობენ

11 years ago
მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ უბნებს შორის Forbes-მა „პლეხანოვი” დაასახელა

მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ უბნებს შორის Forbes-მა „პლეხანოვი” დაასახელა

8 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by