• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, November 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მერია: “ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები განახლდება”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის მერია: “ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები განახლდება”
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

300_A_S_AAA__(24)ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მალე განახლდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან ხშირად ისმის კითხვა ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, ამჟამად გამოცხადებულია ტენდერები, რის შემდეგაც უკვე დაიწყება ამ სახლების გამაგრება-გაძლიერება. პროგრამა შეეხება უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაში მყოფ მრავალსართულიან, მრავალბინიან კორპუსებს, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. ჯამში, მიმდინარე წელს 46 ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის წინა ხელისუფლების მიერ ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე გამოცხადებული 12 ტენდერიდან ახალ ადმინისტრაციას 9 ტენდერის შეწყვეტა მოუხდა, ვინაიდან ტენდერი შემსრულებელ კომპანიებს, პრაქტიკულად, არანაირ მოთხოვნებს არ უყენებდა. ეს კი, საბოლოო ჯამში, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, არაეფექტიანად დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებსა და მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების პირობებში მეტი სიცხადის, მხარეთა ვალდებულებების მკაფიოდ განსაზღვრისა და პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ:

გაიზარდა კომპანიის მხრიდან ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხს აამაღლებს.

კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი.

დაიხვეწა საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები.

კომპანიები ვალდებული გახდნენ, სამუშაოთა შესრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, წარმოადგინონ საექსპერტო დასკვნა.

გაიზარდა მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა.

დაიხვეწა ანგარიშწორების პირობები.

სამუშაოთა შესრულების დროს შემსრულებელი ვალდებული გახდა, მასალების გამოცდისათვის საჭირო სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ჩაატაროს გამოყენებული ძირითადი მასალების ხარისხის ყველა საკონტროლო გამოცდა; ამასთან, შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ლაბორატორიული დასკვნები.

ზემოაღნიშნული ცლილებების შესაბამისად, გადაიხედა და დაიხვეწა ყველა ტენდერის ტექნიკური დავალება. შეწყვეტილი ტენდერებიდან დღეისათვის განმეორებით გამოცხადებულია 3 ტენდერი 8 ავარიული სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე. მომდევნო კვირას დამატებით გამოცხადდება 5 ტენდერი 15 ავარიულ სახლზე, ხოლო დანარჩენი შეწყვეტილი ტენდერები 13 ავარიულ სახლზე თვის ბოლომდე განმეორებით გამოცხდდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება”,-ნათქვამია განცხადებაში.

09.10.14

Share3Tweet2

ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”
ახალი ამბები

ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”

11/03/2026
ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო

11/01/2026

საინტერესო

8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 28 წლის ბიძა დააკავეს

8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 28 წლის ბიძა დააკავეს

4 years ago
“ამბობდა, ისრაელში ვცხოვრობ და საქართველოში ვცოცხლობო” – რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის ვაჟი მამის უკანასკნელ დღეებზე, მერაბთან გამომშვიდობებასა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულზე?

“ამბობდა, ისრაელში ვცხოვრობ და საქართველოში ვცოცხლობო” – რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის ვაჟი მამის უკანასკნელ დღეებზე, მერაბთან გამომშვიდობებასა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულზე?

3 years ago
“დავიწყეთ დოკუმენტაციის შეგროვება, რომ ახალდაბაში დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ”

“დავიწყეთ დოკუმენტაციის შეგროვება, რომ ახალდაბაში დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ”

11 years ago

იოჰანეს ჰანმა ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა

10 years ago

ახალი ამბები

საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს
ახალი ამბები

საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს

11/12/2026

ყაზახური ორგანიზაცია NAIZA MMA საბა ლაზიშვილს პირდაპირ სატიტულო ბრძოლას სთავაზობს. ქართველი მოჭიდავე, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად დაღესტანელებს შეებრძოლა, მთელმა საბრძოლო...

მეტის ნახვაDetails
“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება

“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება

11/12/2026
რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები

რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები

11/12/2026
„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

11/12/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს 11/12/2026
  • “მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება 11/12/2026
  • რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები 11/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by