ავეჯი მნიშვნელოვანი დეტალია სახლის ინტერიერის შესავსებად, ამიტომ მის შეძენას თითოეული ადამიანი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ხარისხი, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური მასალა და რაც მთავარია კომფორტი. იგი მყუდრო გარემოსთან ერთად ოჯახში ჰარმონიასაც ქმნის და საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს იყოს კმაყოფილი, როგორც მისი ვიზუალით ისევე მოხმარებით. საქართველოში ავეჯის შეძენის მსურველებისთვის საკმაოდ დიდი არჩევანია, თუმცა ნაკლებია კმაყოფილი მომხარებლების რაოდენობა. მრავალფეროვანი და მიმზიდველი დიზაინის უკან მომხარებელს გაუმართავი კონსტრუქცია ხვდება, რომელიც ძალიან მალე გამოუსადეგარი ხდება.
„თბილისი თაიმსი“ ერთ-ერთი ცნობილი და სოციალურად აქტიური ავეჯის სალონით „ბელიტა“ დაინტერესდა. „ბელიტა“ ბელარუსში დამზადებული ავეჯის კომპანიაა, რომელიც მყიდველთან, პირველ რიგში, ხარისხიანი და ნატურალური მასალით დამზადებული ავეჯით იწონებს თავს. იგი, სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით ყველა სახის პროდუქციაზე 18 თვიან გარანტიასა და სპეციალურ ავეჯის პასპორტს სთავაზობს, სადაც აღნიშნულია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელითაც ქართველი მომხარებელი ავეჯის სხვა სალონებისგან მოკლებულია. კიდევ რა თვისებებით გამოირჩევა „ბელიტა“ სხვა კომპანიებისგან და რომელი ქვეყნები ინტერესდებიან მისი პროდუქციით, ასევე რა სიურპრიზს უკეთებს იგი საახალწლოდ თავის მომხმარებელს – ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ავეჯის გალერეა “ბელიტას”მმართველი მენეჯერი ესაუბრა.
რას წარმოადგენს „ბელიტა“ და რით გამოირჩევა იგი სხვა კომპანიებისაგან?
ბელიტა, ეს კომფორტის შექმნის ხელოვნებაა, რომელსაც ნამდვილად ამართლებს. ჩვენი პროდუქცია არ არის უბრალოდ წარმოების შედეგი, ის არის განუმეორებელი, ექსკლუზიური და შედევრი.
ჩვენ ვართ ბელარუსული ქარხნის „Пинскдрев“-ის ოფიციალური წარმომადგენლები, კომპანიას ამ სეგმენტზე 135 წლიანი გამოცდილება აქვს. ბელიტა სხვა კომპანიებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენთან მომხარებელს ავეჯის ფართო ასორტიმენტი ხვდება, მათ ვისაც აქვს ახალი ბინა, სურს ავეჯის გამოცვლა ან მისი შეკეთების პროცესშია ბელიტაში შეიძენს ყველაფერს, რას სჭირდება – ეს იქნება საძინებელის, მისაღები ოთახისა თუ სამზარეულოს ავეჯი. ჩვენთან მათ ასევე, ვთავაზობთ ავეჯს კაბინეტისთვის ან ბავშვების ოთახისთვის. ვფიქრობ, რომ ბელიტა ნამდვილად პირველი ავეჯის სალონია, რომელიც ყველაზე მეტად არის მორგებული მომხარებელზე – ჩვენ მათ დროს არ ვაკარგვინებთ, სალონში შემოსვლისას ისინი დროს ზოგავენ – ავეჯთან ერთად იძენენ სხვადასხვა დეკორაციას, ფარდას, ტორშერს, ბრებს ან ხალიჩებს.
როგორია ამ სეგმენტზე ქართული ბაზარი, რამდენად ჯანსაღია კონკურენცია, მთავარ კონკურენტან ვის მიიჩნევთ?
ვფიქრობთ, ვინც ნამდვილად დარწმუნებულია საკუთარი პროდუქციის ღირსებაში მას კონკურენციისაც ნაკლებად ეშინია. მიუხედავად იმისა,რომ ქართულ ბაზარზე ბევრია ავეჯის სალონი ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას, შემდეგი მიზეზების გამო: ყველა ავეჯი მასიური ხისაა და ეკოლოგიურად სუფთა. ჩვენთან ვერ ნახავთ „MDF“-სა „DSP“-ს, აქ შეიძენთ ძირითადად, არყისა და მუხის ხით დამზადებულ ავეჯს. როგორც ნათქვამია, ყველაზე კარგი რეკლამა არის კმაყოფილი მომხარებელი. ბელიტას ნამდვილად ჰყავს კმაყოფილი მომხარებელი, რადგან ისინი არა მხოლოდ ავეჯის ხარისხითა და მისი სხვა უპირატესობებით არიან კმაყოფილნი, არამედ, „ბელიტას“ მომსახურებითაც. გამოვირჩევით იმით, რომ საქართველოში ზოგადად ავეჯის “ პასპორტის“ კულტურა ნაკლებად არსებობს, რასაც “ბელიტა“ არსებობის დღიდან ნერგავს. ავეჯის პასპორტში ვგულისხმობ იმას, რომ „ბელიტაში“ ყველა შეძენილ ავეჯს მოჰყვება დამზადების პასპორტი, სერთიფიკატთან და დიპლომთან ერთად, სადაც აღნიშნულია მოხმარების საშუალებები და წესები. გვაქვს ფრანგული, გერმანული, იტალიური ავეჯის ხაზი, თუმცა ამით არასდროს ვრჩდილავთ და ვნიღბავთ იმას, რომ ავეჯი ყოველთვის დამზადებულია ბელორუსში იტალიური დანადგარებით. ჩვენ არ გვაქვს ძალიან მოდერნული ავეჯი, წარმოიდგინეთ მოდერნზე მუშაობს თითქმის ყველა სალონი, სამაგიეროდ „ბელიტას“ აქვს დაძველების ეფექტი, ანუ ის რაც ხალხს ენატრება, ის რაც წარმოადგენს ტკბილ მოგონებას, ის რისი დროც არასდროს გავა და რაც მოგცემს საშუალებას იმოგზაურო წარსულში.
ამასთანავე, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, რადგან სტუმართმოყვარე ერი ვართ „ბელიტა“ ქართველ მომხარებელს სთავაზობს მრავალფუნქციურად აღჭურვილ რბილ ავეჯს, რომელსაც აქვს ტრანსპორტირებადი მექანიზმი და სათავსოები. ჩვენ ვამბობთ, რატომაც არა – როცა ერთი თავისთავში მოიცავს ამდენ ფუქნციას?!
რა წილი უკავია კომპანიას ქართულ ბაზარზე?
არ ვიცი ვინ, რა კრიტერიუმით აფასებს ქართულ ბაზარზე წილს მაგრამ ამ შემთხვევაშ არ ვიქნები მიკერძოებული, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ ლიდერი კომპანია ვართ. ჩვენ ავეჯი გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც პირველ რიგში, კარგს კი არა – საუკეთესოს ეძებს საუკეთესოს შორის. ჩვენ გვაქვს ზუსტად ამ ტიპის ავეჯი. მიუხედავად ბაზარზე ფილიალების არარსებობისა, და მიუხედავად ასევე იმისა, რომ საქართველოში აღმაშენებლის ხეივნის I-ელ კილომეტრზე მხოლოდ მეოთხე წელია ვფუქნციონირებთ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მომხარებელი, რომელთაც ავეჯის ტრანსპორტირებას ვუკეთებთ არამარტო საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთა.
ვინ არის ბელიტას მთავარი მომხმარებელი? უცხოელები თუ ინტერესდებიან შეძენით?
ბელიტას საქართველოს ყველა რეგიონიდან ჰყავს მომხარებელი. თუ შევაჯამებთ საერთო გაყიდვების რაოდენობას აღმოვაჩენთ, რომ ამ მხრივ სასიამოვნოდ აქტიურია სამეგრელო. მას არ ჩამორჩება ქუთაისი, ფოთი. აღმოსავლეთ საქართველოში კი პირველ ადგილზე კახეთის რეგიონია. გვყავს VIP მომხარებლებიც, რომლებიც არა მხოლოდ ერთ ოთახს, არამედ მთლიან ბინებსა და სახლებს იწყობენ ბელიტას ავეჯით. რაც შეეხება უცხოელ მომხარებელს, ამ მხრივ ვამაყობთ იმით, რომ მყიდველები გვყავს რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში, მათთვის სწორედ საქართველოში დამზადებული ბელიტას ავეჯია ყველაზე მოთხოვნადი.
როგორია „ბელიტასა“ და მის მომხმარებელს შორის ურთიერთობა, რა ფასებია და არის თუ არა იგი ხელმისაწვდომი ქართველი მომხარებლებისათვის?
მაშინ, როდესაც მომხარებელს ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიან და ნატურალურ პროდუქციას სთავაზობ და თან აძლევ პასპორტს, რომელიც უშიფრავს ყველაფერს მყიდველს ავეჯის შესახებ – თუ სად არის დამზადებული , რა მასალისაა, როგორ უნდა მოუაროს – ურთიერთობა ხდება ჯანსაღი და სუფთა. ჩვენ ვასაჯაროებთ ყოველ დეტალს, რაც კი არსებობს ქარხანასა და „ბელიტაში“. გამომდინარე აქედან, როცა მომხარებელთან დასამლი და შესანიღბი არაფერი გვაქვს ბუნებრივად ყალიბდება კარგი ურთიერთობა. რაც შეეხება ფასებს, ჩვენთვის არ არსებობს ფიქსირებული ფასი და ვცდილობთ მომხარებლის განებივრებას. როგორ ანებივრებს ბელიტა თავის მომხარებელს? – არ არსებობს ჩვენთან, მაგალითისთვის -3 % ან -7%-იანი ფასდაკლება, ჩვენთან არსებობს მხოლოდ „ინდივიდუალური ფასდაკლება“, რაც გულისხმობს იმას,რომ ავეჯის დაკომპლექტების შემთხვევაში ხშირად მომხარებელი ძალიან იხარჯება ამიტომ, ვცდილობთ დავაბალანსოთ ეს პროცესი, ჩვენ ვასაჩუქრებთ მათ აქსესუარებით, ან ვაკეთებთ გრანდიოზულ ფასდაკლებას არა პროცენტულს, არამედ ინდივიდუალურს. ხშირად წავსულვართ ისეთ კომპრომისზეც, რომ მომხარებლისთვის მომგებიანი ფასდაკლება გაგვიკეთებია, ამით არ ვიტყვი, რომ ვიზარალეთ პირიქით, შევიძინეთ კარგი მომხარებელი. ფასებზე პრეტენზია „ბელიტაში“ შემოსულ მომხარებელს არასდროს ჰქონია. ჩვენთან ფასი პირდაპირ პროპორციულია ხარისხის. იგი არც აღემატება და არც ჩამოუვარდებ მას. გვაქვს ასევე შიდა სტრუქტურაში დანერგილი ასეთი ტრადიციაც. ჩვენ მომხარებელს ვუკეთებთ შიდა განვადებას, ეს არაა საბანკო სისტემა, სურვილის შემთხვევაში მომხარებელი 3-6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იხდის თანხას. „ბელიტა“ თავის მომხარებელს უმსუბუქებს და უადვილებს შეძენის პროცესს.
ძირითადად, რა სახის ავეჯი იყიდება საქართველოში, რას ანიჭებს ქართველი მომხარებელი უპირატესობას?
სამწუხაროდ, ქართველებს იმის ფუფუნება არ გავქვს რომ ავეჯი რამდენჯერმე გამოვცვალოთ, არ ვგულისხმობ წლების განმავლობაში გამოცვლას, ხშირად მთელი ცხოვერების განმავლობაშიც ვერ ვიძენთ სხვას. მის გამოცვლას რესტავრაციას ვამჯობინებთ.
ასეთი მომხარებელი ცდილობს შეიძინოს ისეთი ავეჯი,რომელიც არის გამძლე, ნატურალური და მრავალფუნქციური. ავეჯი რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და არავინ შეწუხდება იმით, რომ მოდური აღარ არის. „ბელიტაში“ შეუძლია სწორედ ასეთი ავეჯის შეძენა ქართველ მომხარებლებს, ჩვენ ქართულ ტრადიციებზე ვართ მორგებული. მე ვფიქრობ, რომ მოდური ავეჯი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ the best და ის, რაც არის the best მოდიდან არასდროს გადადის. ჩვენ ვართ ავეჯის ის სალონი, რომლის საჭიროებაც ქართველ მომხარებელს სულ ექნება.
რაც შეეხება ფერს, აქაც ქართული ხასიათი იკვეთება. ჩვენი მომხარებელი ძირითადად ნაცრისფერს, მუქ ტონებს და ყავისფერს იძენს. ესეც უკვე კრიტერიუმთან არის კავშირში. მომხარებელი უფრთხის ადვილად დასვრად ავეჯს, მითუმეტეს თუ ჰყავს პატარა ბავშვი ან შინაური ცხოველი, ამიტომ არჩევს მუქ ფერებს.
თუმცა გვყავს მომხმარებლის ისეთი კატეგორიაც, რომელიც იძენს ახლებულს, ექსტრავაგანტულსა და მყვირალა, ხასხასა ფერებს. ჩვენ ამაში მომხარებლებს არ ვზღუდავთ. გვაქვს 500 ტიპის ქსოვლილი, 300 ტიპის არგენტინული და ბრაზილიური ხარის ტყავი, რაც აძლევს მომხარებელს იმის საშუალებას,რომ გააკეთოს სასურველი შეკვეთა ერთ ან კომბინირებულ ფერებში.
როგორც ვიცით, თქვენს გალერეაში Zepter Smart Life-ის პრეზენტაცია გაიმართა, რა კავშირშია ეს კომპანია ბელიტასთან?
ჩვენ ვართ Zepter Smart Life პროდუქციის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. ესაა ის პროდუქცია, რომელიც სჭირდება ყველა დიასახლისს. მაგალითისთვის Zepter-ს აქვს ისეთი ქვაბები და ტაფები, რომლებიც წყლის ან ზეთის გარეშე, ორთქლის ხარშვის პრინციპით ამზადებს ნებისმიერი ტიპის საკვებს, ინარჩუნებს ფერს, გემოს – განსხვავებით იმს ქვაბებისა და ტაფებისგან, რომლებიც უკარგავენ ბოსტნეულს ფერსა და ვიტამინებს. ჩვენ გავუკეთეთ ამ პროდუქციის მომხარებლებს სიურპრიზი და დღეს მათი ხილვა ყველას „ბელიტაში“ შეუძლია.
რეგიონებში თუ გაქვთ ფილიალები?
რეგიონებში სამწუხაროდ, ფილიალები ჯერჯერობით არ გვაქვს. ბათუმიდან სისტემატურად მოგვდის წერილები, მომხარებლებს აინტერესებს, როდის გავხსნით ფილიალს ბათუმში. ამის სურვილი, რა თქმა უნდა გვაქვს, გვინდა ავითვისოთ მთლიანად საქართველო. ამას კი დიდი დრო სჭირდება და ზუსტი თარიღების დასახელებაც გამიჭირდება. თუმცა, ბელიტა უახლოეს მომავალში აუცილებლად გაფართოვდება. სამაგიეროდ, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მომხმარებლებს ამით გულს არ ვწყვეტთ და მათ ვინც, ბელიტას ავეჯით აკომპლექტებს მთლიან მისაღებს უფასო ტრანსპორტირებას ვთავაზობთ.
რა სიახლეები გაქვთ დაგეგმილი მომავალში?
ბელიტა გამორჩეულია თავისი იდეებით, რომელსაც რეგულარულად სთავაზობს ერთგულ მომხარებელს. ჩვენ გამოვაცხადეთ ფოტო-კონკურსი, სადაც მშობლებს უნდა გამოეგზავნათ პატარების ფოტოები რბილ ავეჯზე, მაგიდასთან ან სკამებთან, რის შემდეგაც გამოვავლინეთ პირველი, მეორე, მესამე ადგილისა და ბელიტას ფავორიტის პრიზიორი ადგილები. დავასაჩუქრეთ ისინი სხვადასხვა საჩუქრით. ჩვენ შევუქმენით კომფორტი მომავალ თაობას. ბელიტამ ყველას დაანახა, რომ არ არის აუცილებელი დახარჯო მაქსიმუმი, რომ მიიღო მაქსიმალური კომფორტი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაგანდობთ იმას, რომ ახალი წლისთვის ვგეგმავთ დიდ სიურპრიზს წყვილებისთვის.წყვილი, რომელიც ჩვენთან შეიძენს მთლიან კომპლექტს დავასაჩუქრებთ სამოგზაურო ბილეთებით, თუმცა სად და როგორ ეს ჯერ კონფიდენციალურია. ასევე ჩვენი დიზაინერი, საჩუქრად გემოვნებიანად და დახვეწილად მოუწყობს გამარჯვებულს ნებისმიერ ოთახს.
ყველაზე განსაკუთრებული სიახლე კი არის ის, რომ ბელიტა გეგმავს ავეჯის გამოფენას, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა. ჩამოვლენ ბელორუსიიდან დელეგაციის წევრები, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს. ძალიან მალე დავაანონსებთ გამოფენის დღესაც და ნებისმიერ მსურველს შეეძლება აღმაშენებლის ხეივნის პირველ კილომეტრზე მოვიდეს და დატკბეს ბელიტას ავეჯით.
სიახლეებს მუდმივად ვთავაზობთ ჩვენს მომხარებლებს ვფიქრობთ, რომ წარმატებულია ის ბიზნესი, რომელიც თავისთავში არ მოიცავს მხოლოდ ყიდვა – გაყდვას, თუ იგი ატარებს აქციებს, აკეთებს სასაჩუქრო პაკეტებსა და ფასდაკლებებს – ამ შემთხვევაში ხდება წარმატებული, ცნობილი და ყველაზე აღიარებული ხალხის მიერ. ბელიტა არის კომფორტის შექმნის ხელოვნება იგი არის ჰარმონია და ქმნის გარემოს რომელიც არასდროს არავის ბეზრდება. ავეჯს არ შეიძლება უყურო, როგორც უსულო ნივთს ის არის შენი სული, შენი კომფორტი, შენი ყოველდღიურობის ნაწილი. ის უნდა აღიქვა როგორც ცოცხალი ნივთი, რომელიც შენ გაღიზიანებს ან განიჭებს სიამოვნებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ამ უკანსკნელს ვემხრობით, რადგან ჩვენი ავეჯი ალამაზებს ცხოვრებას, ქმნის კომფორტს, იძლევა დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას. ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა და არამხოლოდ ქართველმა, იგრძნოს რას ნიშნავს შექმნა კომფორტი საკუთარი არჩევანით და ამ ყველაფერში – ერთად შეკრული გუნდური მუშაობის პრინციპი და ბელორუსიული კომპანია „Пинскдрев“ გვეხმარება.
13.10.14
ნათია კეკენაძე