• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ბიძინა ივანიშვილს აქვს თავის ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვის გაცილებით მეტი სტაჟი, ვიდრე პუტინს და თავად სააკაშვილს ერთად აღებულს”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ბიძინა ივანიშვილს აქვს თავის ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვის გაცილებით მეტი სტაჟი, ვიდრე პუტინს და თავად სააკაშვილს ერთად აღებულს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2014101611384711ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის და ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის განმტკიცებისთვის აკეთებს. ამიტომ, დააბრალეთ რაც გინდათ, გარდა საკუთარი სამშობლოს საზიანოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც ამერიკულ გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსში” სათაურით, “სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა – პუტინთან “შეკრული” ივანიშვილი” გამოქვეყნდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, თავისი ნიჭით, უნარითა და ფინანსებით საკუთარ სამშობლოს ემსახურება, ეწევა ქველმოქმედებას, რომლის ანალოგი ძნელი მოსაძებნია. აქვს თავის ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვის გაცილებით მეტი სტაჟი, ვიდრე პუტინს და თავად სააკაშვილს ერთად აღებულს.

“ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისც, ივანიშვილის ზოგიერთი გადაწყვეტილება, მათ შორის ამგვარი წასვლისაც, ბოლომდე გასაგები და მისაღები არ არის ხოლმე. მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ეს ადამიანი მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, თავისი ნიჭით, უნარითა და ფინანსებით საკუთარ სამშობლოს ემსახურება, ეწევა ქველმოქმედებას, რომლის ანალოგი ძნელი მოსაძებნია. აქვს თავის ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვის გაცილებით მეტი სტაჟი, ვიდრე პუტინს და თავად სააკაშვილს ერთად აღებულს. ცხადია, მოყვანილი ფაქტები და ივანიშვილის სხვა დამსახურებანი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ყოველთვის და ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ იგი ყოველთვის და ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის განმტკიცებისთვის აკეთებს. ამიტომ, დააბრალეთ რაც გინდათ , გარდა საკუთარი სამშობლოს საზიანოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა”, – წერს დავით უსუფაშვილი.

როგორც “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სააკაშვილმა 2011 წლის მდგომარეობით მოახერხა დასავლეთში იმგვარი სურათის შექნა, რომ თითქოს მის გარეშე საქართველო მყისვე უარს იტყოდა აშშ-სთან და ევროპასთან სტრატეგიულ კავშირზე და რუსეთს ჩაუვარდებოდა ხელში.

დავით უსუფაშვილის თქმით, სააკაშვილმა დასავლეთში მართლაც დაკარგა “დემოკრატიის შუქურის სტატუსი, მაგრამ შეინარჩუნა “უალტერნატივო ჩვენიანის” სტატუსი. მაგრამ მისივე თქმით, იმაზე რაც ხდებოდა ქვეყანაში იმ წლებში, მეტყველებს 2013 და 2014 წლებში გამართული მართლაც დემოკრატიული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგები ისევე, როგორც სასამართლოების მიერ დადასტურებული დანაშაულები.

როგორც სტატიაში დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მიხეილ სააკაშვილს სხვა გეგმები ჰქონდა. მისივე თქმით, სააკაშვილი ფართო ნაბიჯებით მიემართებოდა სრული პუტინიზაციისკენ პრეზიდენტის სავარძლიდან კონსტიტუციური ცვლილებებით წინასწარ მომზადებული ყოვლისშემძლე პრემიერ-მინისტრის სავარძლისკენ.
“ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენა და პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმების ჩაშლა ყველაზე მეტად სწორედ სააკაშვილისა და პრეზიდენტ პუტინის გეგმებში არ შედიოდა”, – წერს დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სწორედ იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ქვეყანაში სრული უპერსპექტივობა იყო.

“პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პირველივე დღეებიდან მომიწია ივანიშვილის სიახლოვეს ყოფნა და თავად ვარ მოწმე იმისა, თუ რა რისკის ფასად უჯდებოდა მას ეს გადაწყვეტილება. 56 წლის ასაკში საგაზეთო ინტერვიუს მიცემისა და საჯაროდ გამოსვლის გამოცდილების გარეშე, იგი პირდაპირ სატელევიზიო დებატებში ჩაერთო. ივანიშვილი მყისიერად იქცა ხელისუფლების სამიზნედ – მისი პირადი დაცვის წევრები განაიარაღეს, ჩამოერთვა საკუთარი ვერტმფრენით სარგებლობის უფლება, მისი ოჯახის წევრებს განადგურებით ემუქრებოდნენ”, – წერს დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად წნეხისა და არჩევნებამდე პოლიტიკური ზეწოლისა, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა მმართველი რეჟიმის შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით და მხოლოდ უსისხლოდ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის არგუმენტი იყო უმარტივესი – სააკაშვილის რეჟიმის შეცვლით ქვეყანა უნდა გაძლიერებულიყო და ევროპას უნდა მიახლოვებოდა და არა პირიქით – დასუსტებულიყო, ევროპულ გზას ასცდენოდა და რუსეთის ადვილ ლუკმად ქცეულიყო.

როგორც დავით უსუფაშვილი წერს, ყველაფრის შემდეგ, ხალხის უზარმაზარი ნდობით ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯი და პოლიტიკური პროცესების დალაგებისთანავე, სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან მეორე დღესვე, საკუთარი ნებით დატოვა ძალაუფლება და პოლიტიკიდან წავიდა.

“ერთადერთი, ვინც შესაძლოა კვლავაც გააგრძელოს “პუტინ-გაზპრომ-ივანიშვილის” სერიალი, თავად სააკაშვილია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, პროკურორის მიერ ბრალდებული პირი არ არის ვალდებული ილაპარაკოს სიმართლე და მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ”, – აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

16.10.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

,,ტელევიზიები სერიალებს რომ აჩვენებთ, ადით და გადაიღეთ, რა მდგომარეობაა!“

,,ტელევიზიები სერიალებს რომ აჩვენებთ, ადით და გადაიღეთ, რა მდგომარეობაა!“

11 years ago

„პროპორციით სიაში უფრო მეტი იქნება ახალი სახე”

10 years ago
HerbalArt – სახელოსნო, სადაც ბუნებრივად  გამშრალი, მინდვრის ყვავილებისგან კომპოზიციები იქმნება 

HerbalArt – სახელოსნო, სადაც ბუნებრივად  გამშრალი, მინდვრის ყვავილებისგან კომპოზიციები იქმნება
 

4 years ago

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტი შემუშავდება

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by