• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პოლონეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ალექსი პეტრიაშვილთან გამართული შეხვედრების დროს დაადასტურეს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. სახელმწიფო მინისტრმა პოლონეთში, ქ. ვარშავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალთან ელჟბიეტა რაძიშევსკასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰენრიკა მოშჩიცკა-დენდისთან და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელთან სტანისლავ კოჟეისთან გამართა. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლონეთი უახლოეს პერიოდში მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს ამ პროცესის დაჩქარებისკენ.

სახელმწიფო მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე ისაუბრა. ალექსი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე,  აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მხარდაჭერის, კერძოდ, რიგის სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშნელობას.

თავის მხრივ, პოლონური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა. პოლონური მხარის მიერ შეხვედრებზე  განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი და გამოითქვა სრული მზაობა სახელმწიფო ინსტიტუტების  სრულყოფის პროცესში პოლონეთის მხრიდან ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

შეხვედრებზე საუბარი  შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის განზრახვაზე მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის-აფხაზეთის ანექსია და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ მომზადებულ პროექტზე „აფხაზეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ თაობაზე და  პოლონეთის ხელისუფლებას რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლონეთი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი.

შეხვედრებზე საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათი დროული აღსრულების მნიშვნელობას. პოლონური მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციებში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს  აღმოსავლეთის სწავლებათა ცენტრში პოლონელმა ექსპერტებმაც უმასპინძლეს. შეხვედრაზე  საქართველოს ევროპული პერსპექტივები და ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს.

17.10.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვი გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვი გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

8 months ago
ექიმებიც ადამიანები ვართ! დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით – ლევან რატიანი

“საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ ცხელება” – ლევან რატიანი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია

6 years ago
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა  

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა  

4 years ago
კოღოს მოშორების მარტივი მეთოდები

კოღოს მოშორების მარტივი მეთოდები

11 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by