BBC-ს საქართველოს შესახებ მომზადებულ სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ტრადიციებს ექცევა, მათ შორის, მიცვალებულთა მიმართ დამოკიდებულებას და აღდგომის მომდევნო დღის რიტუალს.
.ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ბევრ დასავლურ ქვეყანაში სასაფლაოები როგორც ბოროტი ან თუნდაც საშიში ადგილი განიხილება, მაგრამ ეს ასე არაა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში. ჟურნალისტი აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოებზე იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.მისი განსაკუთრებული ინტერესი კი საფლავზე ჭამისა და სმის ტრადიციამ გამოიწვია.
ნატალია ჯალაღონია