სახალხო დამცველმა დღეს საქართველოში ფემიციდის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ნინო ლომჯარიას ანგარიში სამი წლის პერიოდს მოიცავს.
ომბუდსმენის განცხადებით, ქალთა მკვლელობა ხშირ შემთხვევაში გენდერული უთანასწორობით არის განპირობებული.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ წელში 40 ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი.
სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველი პარლამენტისგან მოითხოვს ფემიციდი სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლით განისაზღვროს.