საქართველოს ფინანსთა მინისტრი ინდოეთში ვიზიტის დასასრულს აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა და სამირ შარიფოვმა ორი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სამირ შარიფოვმა ნოდარ ხადური ივნისში დაგეგმილ ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად ბაქოში მიიწვია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს სამშენებლო სექტორითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესებულ ინდოელ ბიზნესმენთა ჯგუფსაც შეხვდა. ნოდარ ხადურმა მათ ქვეყნის საინვესტიციო გარემო, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა გააცნო.