• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა: “ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარედგინა”

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
პროკურატურა: “ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარედგინა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

news_22019საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების რიგ სასადილოებში ანტისანიტარული მდგომარეობა იყო.

“საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს “ქართული კვების კომპანიის” მენეჯერები, რომელთა გულგრილობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას.

2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.
საჯარისო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი დაავადების ათივე შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა მეორე, მესამე, მეოთხე ქვეით და მეათე კადრირებულ ბრიგადებში, გამოძიება თავდაპირველად დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ. თუმცა, აღნიშნულმა უწყებამ არ ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, სამხედრო მოსამსახურეების სათანადო ლაბორატორიული კვლევები, სასადილოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის ექსპერტიზები, რამაც მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი გამოძიებას.

აღნიშნულ მიზეზთა გამო, 2013 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხებოდა სამხედრო მომსახურეების დაავადების ათივე შემთხვევას, გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა საქმეზე მომხდარიყო სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ:

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს “ქართული კვების კომპანია”, რომლის დამფუძნებელი არის თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრაგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა, აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ უზრუნველყოფდნენ დასახელებულ სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედვერლობის და კონტროლის განხორციელებას.

ამის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად დაავადებას.
საქმეზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამხედრო ქვედანაყოფებში განთავსებულ სასადილოებში მზა პროდუქტის ნიმუშები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და უვარგისი იყო მოხმარებისათვის. საკვების ნიმუშები შეიცავდა აურეუსის, ეშერიხია კოლის და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს.

სანიტარულ-ჰიგიენური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასადილოდან გარეცხილი და გამოსაყენებლად გამზადებული ინვენტარიდან, ასევე მომსახურე პერსონალის ხელებიდან აღებული ნაცხების მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნულ სასადილოში და სასადილოს საცავებში არ იყო დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური, პერსონალის პირადი ჰიგიენის ნორმები, 9 შემთხვევაში ამოითესა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და 5 შემთხვევაში – აურეუსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დასახელებული სამხედრო ნაწილების ნორმალურად ფუნქციონირების შეფერხება, რითაც არსებითად დაირღვა სამხედრო მოსამსახურეების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის თანამშრომლების მიერ, 2013 წელს ცალკეულ შემთხვევებში შემოწმებული იქნა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული სასადილოები. შედგენილ შემოწმების აქტებში დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები, მათ შორის დაფიქსირდა სასადილოში მწერების არსებობა და სამხედროებისათვის მიწოდებულ ძეხვს აღენიშნებოდა დიდი რაოდენობით ჟელატინის მაგვარი ნივთიერება.
შემოწმების აქტები გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, რასაც რეაგირება არ მოყოლია. გენერალური შტაბის წერილით ირკვევა მხოლოდ ის, რომ ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა გათვალისწინებულია მხოლოდ 2015 წლის პერსპექტიულ გეგმებში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები და ბრალი წარედგინებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს “ქართული კვების კომპანიის” მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით”, – აცხადებენ პროკურატურაში.

04.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

ლუკა მაისურაძის შესრულებული იპონი „გრანდ სლემის“ ხუთ საუკეთესოში მოხვდა

ლუკა მაისურაძის შესრულებული იპონი „გრანდ სლემის“ ხუთ საუკეთესოში მოხვდა

7 years ago
დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება

დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება

11 years ago

გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

11 years ago
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by