81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს ოთარ მეღვინეთუხუცეს მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო , კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები.
მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმში “დათა თუთაშხია” შესრულებულმა მთავარმა როლმა.
ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს 20-მდე როლი ფილმებში, მათ შორის: “ფატიმა”, “ვედრება”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “მთვარის მოტაცება, “ნატვრის ხე”, ასევე უამრავი როლი რუსთავისა და მარჯანიშვილის თეატრებში.
09.05.13