• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გავივლით იმ გზას, რომელიც ილიამ „მგზავრის წერილებში“ აღწერა – მსვლელობა ლარსიდან დაიწყება“ – ნუგზარ ჭიაბერაშვილი

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვაკურთხევითა და საგამომცემლო სახლი “ქართული ელიტის”  ორგანიზებით 2014 წლის 15-16 ნოემბერს გაიმართება პროექტი – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – ივერია“. პროექტის ფარგლებში, ორგანიზატორები და მონაწილეები გაივლიან ილია ჭავჭავაძის იმ გზას, რომელიც მწერალმა ყველასთვის ცნობილ პუბლიცისტურ წერილში „მგზავრის წერილებში“ აღწერა. მსვლელობაში ჩართულები იქნებიან – პოეტები, მხატვრები, ფოტოხელოვანები, ხატმწერები და მოხალისეები. მსვლელობა ლარსიდან მოეწყობა და ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში დასრულდება.

აღნიშნულ პროექტს ერთი წელი უსრულდება, იგი 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო და ორგანიზატორების თქმით, გაგრძელდება. ღონისძიებები  ყოველი თვის ბოლოს იმართებოდა და მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. კონკურსში  პოეტებთან ერთად მხატვარები, ფოტოხელოვანები და ხატმწერები იღებენ მონაწილეობას.

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – ივერიის“ პროექტი განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში სასულიერო პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ადამიანები და მსჯავდებულები იღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების დეტალებსა და პროექტის სამომავლო გეგმებზე „თბილისი თაიმსს“ საგამომცემლო სახლის „ქართული ელიტის“ დამფუძნებელი, რედაქტორი და პროექტის იდეის ავტორი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი ესაუბრა.

 10608974_776732099061765_423063288_n

ბატონო ნუგზარ, საიდან გაჩნდა აღნიშნული პროექტის („წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია-ივერია“) იდეა და როგორ გაიხსენებთ პროექტის არსებობის პირველ რამდენიმე თვეს? იყო თუ არა სირთულეები?

იდეა  მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაიწყო ილია ჭავჭავაძის გაზეთის „ივერიის“  ხელმეორედ გამოცემა, თუმცა მანამდეც გვქონდა მსგავსი პროექტის განხორციელების  სურვილი. სულ ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს იდეა გაჩნდებოდა თუ არა – მე დავაფუძნებდი ამ კონკურსს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით თუ სხვა შექმნიდა მსგავს პროექტს,  ყველა ისეთ პროექტს მივესალმები, რომელიც კეთილგონიერებითა და იმ პრინციპებით იქნება განხორციელებული, რომელიც ზუსტად იმ დროს და იმ ეპოქას სჭირდება.

ილიასეული „ივერია“  ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცემა გახლავთ. მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, დასაქმებულია ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, თუმცა  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ, და რატომ? –  ისინი ეტლს არიან მიჯაჭვულნი და არ შეუძლიათ ჩვენ მსგავსად სიარული, მაგრამ შეუძლიათ ისეთი დიდი საქმის გაკეთება, რომელიც  უმრავლესობას არ გვძალუძს. და რა არის ეს საქმე? – ისინი ილიასეული „ივერიის“ ტექსტებს ხელახალა იწერენ, არედაქტირებენ და გაზეთიც იბეჭდება. ამ ყველაფრის  შემდეგ, საბოლოოდ ჩამოყალიბდა  პროექტი და ვინაიდან სხვა სახელის ძიების საჭიროება  არ ყოფილა, მას  „წმინდა ილია მართლის ( ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია _ `ივერია“ დავარქვით.  გაეცნო მისი უწმინდესობა ყოველივე ამას და  ძალიან მოეწონა, თან ამ პროცესებს დაემთხვა ის პერიოდიც, როდესაც პატრიარქმა შაბათი წიგნის კითხვის დღედ დალოცა. პროექტის გაცნობის შემდეგ მან თქვა, რომ ეს იქნებოდა წიგნის კითხვის გაგრძელების იდეა.

ჩემთვის პატრიარქის კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი ენთუზიაზმით შევუდექით საქმეს. სირთულეებს რაც შეეხება, როდესაც რაიმე ელემენტარულს ვაკეთებთ იმასაც კი ახლავს თავისი სირთულეები, ამ შემთხვევაში საორგანიზაციო თვალსაზრისით, რთულია იმ ადამიანების მოძიება, რომლებიც პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა. პირველივე საღამოს,  საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში, 350-400 ადამიანმა მოიყარა თავი.  საოცარი დღე იყო, მიუხედავად წვალებისა და სირთულეებისა, შემიძლია ვთქვა  (მითუმეტეს არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი), რომ  მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევას უზარმაზარი ძალა აქვს. ამიტომ პირველი დღიდან, დღემდე ყოველგვარი გართულების, გაორებისა და შიშის გარეშე კეთდება მთელი ღონისძიება. უკვე თერთმეტი ღონისძიება განვახორციელეთ და მეთორმეტესთვის ვემზადებით.

 10745047_776732392395069_916240323_n

როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დაინტერესებული საზოგადოება ამ პროექტით და რამდენადა მნიშვნელოვანია იგი ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, ქართული კულტურის განვითარებისთვის?

ეს პროექტი, ჩემდა გასაკვირად, პირველი დღეებიდანვე ხმაურიანი და რეზონანსული აღმოჩნდა. პირველივე ღონისძიება, გააშუქეს ტელევიზიებმა და ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბევრი ადამიანი მოვიდა  ჩემთან იმ მიზნით, რომ გამოეხატათ შემდგომ ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი. გამოვიდა ისე, რომ მეორე ღონისძიებისთვის უკვე მყავდა კონკურსანტები. ჩემთვის  აღმოჩენა იყო ის, რომ ხალხი თითქოს ამ პროექტს ელოდა, მაქსიმალურად დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა.  ჩვენ, პროექტის დასაწყისშივე  გავაჟღერეთ, რომ  არ ვზღუდავთ ასაკს და ნებისმიერს შეუძლია თავისი ლექსის, ნახატის, ჩანახატის და ა.შ  მოტანა. ჩვენ  კრებულებს გამოვცემთ, ამ კრებულებში კონკურსანტებთან ერთად დიდი კორიფეების – ილიას, ვაჟას, გალაქტიონის და სხვების ლექსებიც იბეჭდება და როდესაც ისინი, საკუთარ თავს მათ გვერდით ხედავენ, ეს უფრო მეტ მოტივაციას აძლევთ. მახსენდება ერთი ღონისძიება ხობში, სადაც ჩვენდა გასაოცრად დარბაზში მანანა დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის შვილიც იმყოფებოდა. ის გამოვიდა სიტყვით და გვისაყვედურა თუ,  რატომ არ მივიწვიეთ ღონისძიებაზე, ჩვენ ძალიან გაგვეხარდა მისი იქ ყოფნა და რა თქმა უნდა, მოვიპატიჟეთ შემდეგ ღონისძიებაზე. ამით, იმის თქმა მინდა, რომ ყველა მიიზიდა პროექტმა.  ცნობილ პოეტებთან და მწერლებთან ერთად, ყველას გასაოცრად მეათე ღონისძიებაზე მეუფე გრიგოლმაც წაგვიკითხა თავისი ლექსი და თქვა, რომ იმ დრომდე საჯაროდ არსად წაეკითხა, პროექტმა და გარემომ კი ამის დიდი სურვილი გაუჩინა. ყველა იყო გაოგნებული სამღვდელოება, ჩვენც და იქ მყოფი ხობის მრევლიც. პროექტი კიდევ ერთი მიზეზით არის მნიშვნელოვანი, მან ათობით-ასობით პოეტი, მხატვარი, ფოტოგრაფი თუ ხატმწერი დაახლოვა ერთმანეთს, ისინი დამეგობრდნენ და გაერთიანდნენ. თითოეული ღონისძიება საინტერესოდ და განსაკუთრებულად წარიმართება, რადგან დაინტერესება დიდია და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას, ეს ნამდვილად სჭირდება. იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა უფრო მეტ ადამიანს გავუჩენთ პროექტში მონაწილეობის სურვილს.

 10584115_776732319061743_216204901_o

როგორც ცნობილია, ამჟამად დაგეგმილია პროექტის რიგით მეთორმეტე ღონისძიება, როგორია მისი დეტალები, რა სახის აქტივობები განხორციელდება მასში და რამდენად არის შესაძლებელი მსურველების ჩართვა მსვლელობაში?

მეთორმეტე მსვლელობის იდეა, ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, როდესაც საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ჩავატარეთ ღონისძიება, იქ გავაჟღერეთ დეტალები. იმ წუთებშივე ბევრი დაინტერესდა. ძალიან სასიხარულოა ასეთი რეზონანსი ხალხის მხრიდან, რადგან ერი წავიდა წიგნიერებისა და ქართული სიტყვიერების გზით. რაც შეეეხება დეტალებს, პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. რიგით მეტორმეტე ღონისძიება ჩატარდება შემდეგი სახით. შეძლებისდაგვარად, თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი გავივლით იმ გზას  – რომელიც ილიამ მგზავრის წერილებში აღწერა, მსვლელობა ლარსიდან დაიწყება და ღონისძიება ყვარელში, ილიას სახლმუზეუმში დასრულდება. მსვლელობაში, ჩართულნი იქნებიან ჩვენი მონაწილე პოეტები, მხატვრები, ფოტოხელოვანები, ხატმწერები და მოხალისეები. მსვლელობაში ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასობით ადამიანმა უკვე გამოთქვა სურვილი, შეუძლიათ ეროვნულ ან ევროპულ სამოსსში იყვნენ, ყველაფრის უფლებას ვაძლევთ მათ.  მთავარია, რომ ჩვენს დღის განრიგს დაემორჩილონ, განრიგი კი ძალიან მხიარული, ენერგიული და რაც მთავარია პოეტურია.  ეს იქნება წელიწადის ბოლო ღონისძიება.

 10799643_776732365728405_980442265_n

როგორია პროექტის სამომავლო გეგმები, სად მოეწყობა შემდეგი მსვლელობა და ვისთან იქნება იგი დაკავშირებული?

ძალიან საინტერესო და ბევრი გეგმა გვაქვს მომავალში. პირველ რიგში, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ შემდეგი წლის ღონისძიებები ნოემბრის ბოლო რიცხვებიდან აქტიურად დაიწყება. დეკემბრის თვეში ვგეგმავთ მასშტაბურ დასკვნით შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც გაიმართება ერთ-ერთი თეატრის დარბაზში. საღამოზე გავმცემთ „წმინდა ილია მართლის გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია-ივერიას“, გვყავს 12 ღონისძიებიდან 84 მონაწილე, მათ შორის გამარჯვებულებს თორმეტ ნომინაციაში გამოვავლენთ. გადავცემთ, ძალიან სერიოზულ და ძვირფას ჯილდოებს. გვეყოლება კომპეტენტური ჟიური, რომელთა დასახელება არ შემიძლია, მათ არ იციან, რომელი პოეტის ლექსებს კითხულობენ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭირვალედ ჩატარდეს დაჯილდოება.

10804922_776758905725751_85400909_n (1)

რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძესთან იქნება დაკავშირებული და მომავალში აქტიურად ვაპირებთ მათი რეგიონებში ჩატარებასაც. ყველაზე განსაკუთრებული სიახლე ასევე არის ის, რომ წელიწადის ბოლოს გამოვცემთ დაახლოებით რვაას გვერდიან წიგნს, სადაც 84 მონაწილის ბიოგრაფიებთან ერთად საუკეთესო ნაშრომები:  ლექსები, მოთხრობები, ნახატები, ფოტოები, ხატწერის ნამუშევრები იქნება დაბეჭდილი. ეს იქნება, ჩემი აზრით, ძალიან დიდი და ლამაზი საჩუქარი ნებისმიერი მკითხველისთვისა და ხელოვნების მოყვარულისთვის, და დაიკავებს იგი საპატიო ადგილს ქართულ ბიბლიოთეკებში.

მთავარი კი ის არის, რომ გვაქვს ჩვენი უწმინდესის კურთხევა, უფალი გვეხმარება და გვიხარია, რომ ასე ზედმიწევნით, შეუჩერებლად დამთავრდა ყველა პროექტი. ეს არის ჩვენი, მონაწილეების, თქვენი და ყველას გამარჯვება, რადგან პროექტი – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია-ივერია“ – არ არის უბრალოდ პროექტი, ესაა ღონისძიებების რიგი, რომელშიც ყველა გამარჯვებულია. გამარჯვებულია იმიტომ, რომ ისინი პატრიარქის კურთხეულ პროექტში იღებენ მონაწილეობას და გადაეცემათ მისივე ხელმოწერილი მადლობის სიგელი, რომელიც ვფიქრობ, ყველა ჯილდოსა და მედალზე ძვირფასია.  ეს არ არის პროექტი კონკურსისთვის ან გამარჯვებისთვის, ეს არის პროექტი – რომელიც არის საქართველოსთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვისა და უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სჭირდებათ თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაცია.

05.11.14

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„ქალი ღამე, ძილის დროსაც კი ფორმაში უნდა იყოს…“ – ცისანა სეფიაშვილი

„ქალი ღამე, ძილის დროსაც კი ფორმაში უნდა იყოს…“ – ცისანა სეფიაშვილი

2 years ago
სახალხო დამცველი საქართველოს ეზიდურ თემს კლოჩე სარე სალის დღესასწაულს ულოცავს

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს

11 years ago
დავით ნარმანია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა

დავით ნარმანია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა

12 years ago
„ბებიამ, ცხოვრება გრძელდებაო…უშენოდ სიმწრით გავიზრდებით, დე…“ – გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ბებიამ, ცხოვრება გრძელდებაო…უშენოდ სიმწრით გავიზრდებით, დე…“ – გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by