• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ანსაბლ „სამა“ -ს აქვს ყველაფერი თავისებური! – ნათია ალფაიძე – ქორეოგრაფი, რომელიც თვად ქმნის საცეკვაო ტანისამოსის დიზაინს

11 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
ანსაბლ „სამა“ -ს აქვს ყველაფერი თავისებური! – ნათია ალფაიძე – ქორეოგრაფი, რომელიც თვად ქმნის საცეკვაო ტანისამოსის დიზაინს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვეენს ქვეყანას, შეუძლია ძალიან ბევრი რამით იამაყოს. ყველაზე გამორჩეულად კი, ალბათ ქართული ცეკვით. ეს ის შემთხვევა გახლავთ, როდესაც განურჩევლად ეროვნებისა, მისი ნახვის შემდეგ, აუცილებლად ჟრუანტელი დაგივლით. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართულ სისხლში გავლილი ეს ჟრუანტელი სულ სხვა ემოციებთან ასოცირდება. როდესაც, ქართულ ცეკვებს უყურებ ხვდები, რომ სიცოცხლე გიყვარს, ხვდები, რომ ყველაფერი შესაძლებელია ამ ქვეყნად, ხვდები თუ რამხელა ძალა აქვს სიყვარულს, სიძლიერეს. მასში ყველა ემოოციაა გაერთიანებული, ეს ემოციების ოკეანეა, რომელშიც შეიძლება ჩაიძირო. კიდევ ძალიან დიდხანს შემიძლია ვისაუბრო ქართულ ცეკვაზე და მის მნიშვნელობაზე, თუმცა ახლა ასპარეზს ქართული ცეკვის დავუთმობ. „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა ანსამბლ „სამა“ – ს ქორეოგრაფი – ნათია ალფაიძე. ხელოვნება, რომ უსაზღვრო იყო ვიცოდი, თუმცა ქალბატონ ნათიასთან სახლში სტუმრობის შემდეგ, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მისი სახლის მეორე სართული ავსებულია საცეკვაო ტანისამოსით, რომელსაც თავად ქმნის. მე მხვდა წილად მისი ნახვის ბედნირება და თითქოს სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. უამრავი განსხვავებული ფერი, გამორჩეული ტანისამოსი, ულამაზესი ფერთა გამა… ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო. მისი სახლი სავსეა  უამრავი სიგელით და ჯილდოთი, რომელიც ანსამბლ „სამას“ აქვს მიღებული. იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოაყლიბა ეს ანსამბლი, რას ნიშნავს იყო ქორეოგრაფი და სხვა საინტერესო თემებზე თავად ნათია ალფაიძე გვესაუბრება. 320059_272677949435226_151113045_n

ქალბატონო ნათია მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?

ცეკვა 6 წლიდან დავიწყე. სკოლის ბაზაზე,  ნინო ტურიაშვილსა და რომიკო ტატიშვილს ქონათ სტუდია გახსნილი და, იქ ვცეკვავდი. 2 წელი ვიცეკვე მათთან, შემდეგ ჩავაბარე სუხიშვილების სტუდიაში. „სუხიშვილებში“ ჩემი პედაგოგი გახლდათ სუხიშვილების სოლისტი – ნინო კირვალიძე. სკოლოს დამთავრების შემდეგ უკვე ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. მაშინ, არ იყო შეერთებული თეატრალური უნივერსიტეტი და იყო კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი სპეციალობა გახლავთ – ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეგაფი. ამის პარარელურად, ვცეკვავდი ანსაბმლ „როკვაში“.  შემდეგ გადავედი სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტში.  პარალელურად კიდევ ვასწავლიდი ანსამბლ „მხედრულში“. როგორც ხედავთ ხელოვნებას, ცეკვას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი. 

როდის ჩამოაყალიბეთ სტუდია „სამა“ და რატომ?

უკვე მეათე წელია რაც მყავს საკუთარი ანსამბლი. უნივრსტეტის დამთავრებისთანავე 2005 წელს საგარეჯოს რაიონში მიმიწვია თავად გამგებელმა, ბატონმა გარსევან ბუხნიკაშვილმა. იქ მეხუთე საჯარო სკოლაში ჩამოვაყალებე ანსამბლი. შერჩევით მოხდა ბავშვები მიღება. ნამდვილად დიდი კონკურსის ჩატარების შემდეგ ძალიან კარგი ბავშვები შეირჩა. წარმატებაც მალევე მოვიდა, ძალიან ბევრ ფესტივალებზე ვართ გასული. უკვე ვიყავით იტალიაში და თასიც ჩამოვიტანეთ. ასე, რომ წარმატება ყოველწლიურად და ყოველ თვე ემატება ანსამბლს. ანსამბლს დავარქვი „სამა“, რაც ძველ ქართულად ცეკვას ნიშნავს, ეს სულხან – საბას ლექსიკონიდან ავიღე. დღემდე ვმოღვაწეობ საგარეჯოს რაიონშიც, იქ კვირაში სამჯერ ჩავდივარ და პლუს თბილიშიც.

10802021_754199801283036_8758069619733931960_nროგორია დაინტერესება, რამდენი ბავშვი ცეკვავს სტუდიაში და რამდენად ხელმისწაწვდომია ქართული ცეკვის სწავლა?

ბავშვები საკმაოდ ბევრი გვყავს, დაახლოებით 150–მდე ბავშვია.  თუმცა ამ ბავშვების გარდა კიდევ ბევრი გაუზრდია „სამას“. პირველმა თაობამ თითქმის ყველამ უკვე ოჯახი შექმნა. ახლა ვაპირებთ 10 წლის იუბილეს აღნიშვნას, კარგი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული და იმედია გამოვა. ვინც დაამთავრა ანსამბლი „სამა“, იქიდან ბევრი ფიქრობს, რომ ჩემს სპეციალობას გაყვეს.  „სამა” – ში მუშაობის პროცესი, ასევე იმით არის საინტერესო, რომ გვყავს ჩვენი კომპოზიტორი ბატონი – ჭაბუკა ამირანაშვილი. ჩვენ მუსიკას არავის არ ვპარავთ, პირიქით საკუთარი მუსიკა გვაქვს. ვწერთ სტუდიაში მუსიკას, ვიღებთ და ვასცენიურებთ ამ ყველაფერს. ეს  კი მაყურებელში მოწონებას იმსახურებს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ნამდვილად ხელმისაწვდომია „სამა“ – ში ცეკვა. ჩვენთან ფორმები არ იყიდება. ალბათ ერთადერთი ანსამბლი ვართ, სადაც ფორმები არ იყიდება. მე თავადაც ძალიან ბევრი რამ მაქვს შეკერილი, ასევე მეხმარებიან დედა და დეიდა. სახლში მაქვს გარდერობი, სადაც ჩვენ მიერ შეკერილ ფორმებს ვინახავ.

10152574_655177617851922_719964701_n

როგორც ახსენეთ თავად ქმნით და კერავთ საცეკვაო ტანისამოსს, როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს და როგორ არჩევთ ტანსაცმლის დიზაინს?

დიზაინს თავად ვქმნი, რადგან ბავშვობიდან მაქვს ხატვის ნიჭი. ახლა ეს ჩემს შვილსაც გამოჰყვა. არასოდეს არ ვიმეორებ სხვა ანსამბლის კოსტუმებს.  არც „სუხიშვილებს“ ვიმეორებ, არც „როკვას“. „სამას“ აქვს ყველაფერი თავისებური და მე ვფიქრობ, რომ ეს მაყურებელს ძალიან მოწონს. ფერთა გამა არის აფსოლუტურად სხვაგვარი. მაგალითად, აჭარულში გვაქვს ძალიან განსხვავებული მწვანე ფერის კოსტუმი იისფერში, ეს „სამას“ ქონდა პირველად. შემდეგ ეს ძალიან ბევრს მოეწონა. ვერ წარმოედგინათ, რომ ეს ფერები შეიძლება გამოყენბული ყოფილიყო. ეს ყველაფერი მე 10 წლის უკან გავაკეთე და ახლა ვხედავ სვადასხვა ანსამბლებში, იისფერმა ძალიან იმატა. გვაქვს ძალიან ლამაზი კოსტუმები.

1622136_635762866460064_410304638_n

რამდენად ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდით? და განაპირობა თუ არა თქვენი ცეკვით დაინტერესება ოჯახმა?

ტრადიციულ ოჯახში ნამდვილად ვიზრდებოდი, ქართული სულისა და პედაგოგის ოჯახში. დედა დიზაინერი იყო, ის ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში, მას ძალიან კარგი გემოვნება აქვს. დედას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, რომ მე ცეკვას გავყოლოდი. სხვა საგანებს კარგად ვსწავლობის და ამიტომ ყველა ამბობდა, რომ ქორეოგაფიულზე არ უნდა ჩამებარებინა. მქონდა ძალიან ბევრი წინააღდეგობა ამის შესახებ, მაგრამ დედა ყველანერად გვერში დამიდგა.

1601118_745024845533865_2789542228603263613_n

დღეს რა ადგილი უკავია ცეკვას თქვენს ცხოვრებაში?

დღეს ცეკვას უდიდესო როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. ფაქტიურად „სამას“  ჩემს ოჯახს ვეძახი. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ჩემს ნებისმიერ მოცეკვავეს, როგოც ჩემს შვილს შეუძლია მოვიდეს ჩემთან ოჯახში. მათ შეუძლიათ ყველაფერი გამიზიარონ რაც აწუხებთ, ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერს. ცეკვა ჩემი ცხოვრებაა, მე „სამა” – სთან ერთად ვცხოვრობ.  სულ დარბაზში ვარ, სულ ძიებაში ვარ. ღამეც არ მძინავს, რადგან გვიან მთავრდება რეპეტიციები და შემდეგ მთელი ოჯახი იმას ვწყვეტთ რა კოსტუმები მოვამზადოთ შემდგომი კონცერტებისთვის. საკმაოდ ბევრი კონცერტები გვაქვს და ვფიქრობთ რა მოვამზადოთ, რომ მაყურებელი მიიზიდოს ამ ფერთა გამამ. ასე, რომ დღე და ღამე ჩემს ცხოვრებაში ცეკვაა.  ქორეოგრაფია ძალიან საინტერესოა ჩემთვის, სულ ექსპერიმენტებში ვარ, სულ რაღაცას ვაკეთებ. მაქვს მაგალითად გაკეთებული ქალ – ვაჟთა ხორუმი. ზოგს ამას, რომ ვეტყვი გონია, რომ აუციელბლად საჭიროა ქალს ძალიან მაღალი ფეხი ქონდეს, მაგრამ ისე კლასიკურად და ხალხურად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ნახულობენ სულ სხვა შთაბეჭდილება რჩებათ. რა თქმა უნდა, შენიშვნებსაც ვიღებ და ამითი ვიზრდები.

10712913_745316058838077_8219428087780530508_n

გაქვთ თუ არა გამოყოფილი რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი ან რჩევა რომელსაც  ყველა თქვენს მოსწავლეს ასწავლით?

გამორჩეული მაქვს ყველაფერი. ყველა ჩემ მოსწავლეს ვეუბნები, რომ თუ მათ აქვთ პრეტენზია დადგნენ სცენაზე და მოვიდეს მაყუებელი მათ სანახავად, უნდა იყვნენ განსხვავებულნი. მთელმა საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ შენ დგეხარ სცენაზე და ხარ ყველასაგან განსხვავებული.  მათ ისე უნდა წარადგინონ საკუთარი ქვეყანა, სადაც არ უნდა იყვნენ, თუნდაც ქუჩაში იცეკვონ, რომ ბოლომდე გააკეთონ საკუთარი გასაკეთებელი. ამ ყველაფერს ძალიან ხშირად ვუხსნი მოცეკვავეებს, ბევრ მათგანს ტკენია ფეხი, ბევრს სისხლი წამოსვლია, მაგრამ მაინც გაუკეთებიათ ბოლომდე საკუთარი გასაკეთებელი.  ეს ყველაფერი, კი ალბათ ჩემი შეძახიელების ბრალია. სულ ვახსენებ, რომ რადგან ისახავენ მიზნად სცენაზე დგომას, უნდა იდგნენ ღირსეულად. რეპეტიციებზე საკმაოდ მკაცრი ვარ, მაგრამ იმდენად შეთავსებულია ეს ყველაფერი, უფრო მორიდებას ვხედავ მათგან ვიდე შიშს. ისინი თვალებში მიყურებენ და ფიქრობენ რა გამიხარება. ხედავენ, რომ მეც მათთან ერთად მაცვია ბოტასები, საცეკვაო ფორმა და ბოლომდე ვიხაჯბი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოსწავლეები მყავს. 10755007_755287034507646_1682147746_n

რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან როდესაც ცეკვას თავად სწავლობ და როდეაც ასწავლი?

ერთამნეთისაგან ძალიან განსხვავდება. როდესაც სწავლობ იმის პასუხისმგებლობა გაქვს, რომ სცენაზე ის ქორეოგრაფი არ შეარცხვინო, ხოლო როდესაც ასწავლი და სცენაზე გადიან შენი მოცეკვავები ათმაგად ნერვიულობ. განსაკუთრებით ფარიკაობის დროს მეშინია ძალიან, რამე არ იტკინონ. განა იმიტომ, რომ არ იციან, იციან, მაგრამ არის რაღაც შემთხვევები. ახლა მოგვიწია ტატამზე ცეკვა და მართლა მეშინოდა, რომ  ფეხი არ ასრიალობოდათ და არ შერცხვენოდათ. როდესაც ასწავლი, ეს უფრო რთულია და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. თავიდან ყველა გიყურებს კრიტიკის თვალით და  უკვე როდესაც მოეწონებათ შემდეგ უყვარდები ადამიანს. მოწონებამდე  კი ძალიან დიდი გზაა გასავლელი.

1536574_745382368831446_5140742222772149035_n

თუ მოგწონთ ქართულ ცეკვებში, ახალი ტენდენციები –  თანამედროვე შტრიხები? და თუ მოგწონთ თქვენ თავად იყენებთ თუ არა?

მე მომწონს ექსპერიმენტები და თავდაც მიცეკვია სუხიშვილების ანსამბლში. ვიცი მათი პროგრამა და მახსოვს მაყურებელი მეორე პროგრამაზე ფეხზე მდგარი უკრვდა ტაშს. ექსპერიმეტები ყოველთვის უნდა ატაროს ადამიანმა, მთავარია მაყურებელმა შეაფასოს და მოეწონოს.  კრიტიკას კი ყველა იმსახურებს, ყველა თაობაში იყო კრიტიკა. მე ამის წინააღმდეგი არც ჩემს ანსამბლშიარ ვარ. მყავს საკუთარი კომპოზიტორი და გვაქვს განსხვავებული მელოდიებიც, რაც, რა თქმა უნდა, გამოიყენება. ამ ყველაფერს კი ისე ვაკეთებ, რომ მაყურებელი არ გაღიზიანდეს, არ მავიწყდება ქალისა და მამაკაცის როლი. მამაკაცს, რომ ქალმა არ უნდა აჯობოს ქართულ ცეკვაში. ეს კარგად ვიცი და ჩემს ანსამბლში არასოდეს დავუშვებ ამას. 10608934_755286134507736_1927439351_n

თქვენი აზრით რით განსხვავდება ქართული ცეკვა სხვა ეროვნული ცეკვებისაგან?

ძალიან ბევრი რამით განსხვავდება, განხვავდება ხასიათით. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ყველა კუთხეს საკუთარი სტილი გააჩნია, საკუთარი შინარსი გააჩნია, საკუთარი კოსტუმი გააჩნია. ასეთი მრავალფეროვანი კოსტუმები, არც ერთ ქვეყანაში არ შეგხვდებათ. მთა სხვა არის, ბარი სხვა არის, აჭარის რეგიონი ძალიან საინტერესოა და სვანეთი  ხომ საერთოდ. ასევე ჩვენი ფოლკლორი არის უძირო, მას ჩარჩოები ნამდვილად არ აქვს, ყევლაფერი შეგიძლია, რომ გააკეთო.

რომელია თქვენი საყვარელი ცეკვა და რატომ?

ჩემი საყარელი ცეკვა არის წყვილური ქალ – ვაჟთა ცეკვა ქართული. ამბობენ, ეს არის საქართველოს გვირგვინი და ეს მართლაც ასეა. მასში ჩანს ძალიან კარგად ქალ – ვაჟის ურთიერთობა. როგორები ვართ ქართველები. ქალი როგორი მოკრძალებულია მამაკაცი წინაშე და მამაკაცი როგორი ვაჟკაცურია ქალის წინაშე. ეს ყველაფერი ძალიან სინთეზურად ხდება, ეს ნამდვილი პოემაა ჩვენს ქორეოგრაფიაში. ქართული ძალიან რთული ცეკვაა, ამიტომაც არის 130 კაციან ანსამბლში ერთი წყვილი. საერთოდ შეიძლება თაობა ისე წაგივიდეს, რომ ვერ აღმოაჩინო ეს წყვილი. მე ვარ ბედნიერი, რომ მე მყავს წყვილი.  რამდენიმე წყვლი ყავდა „სამას“ და ძალიან ბევრს უღიარებია, რომ საკმაოდ ძლიერი ყოფილა მამაკაციც და ქალიაც. აი ამიტომ არის ჩემი საყვარლი ცეკვა, რთულიც არის და მაყურებლისათვის გასაგები ყველა ენაზე.

1656027_645399735496377_653144841_n

რას განიცდით როდესაც ცეკვავთ და რა ემოცია მოაქვს მას თქვენთვის?

როდესაც ვცეკვავ, ჩემს გარშემო ყველაფერი ჩერდება. იმ როლში ვარ რომელი კუთხის ცეკვასაც ვცეკვავ. მე მაგალითად, ტექნიკური ცეკვები უფრო მომწონდა და მიყვარდა. მთიულური ცეკვები ყოველთვის ჩემი სტიქია იყო, ასევ ძალიან მომწონდა ფარიკაობის შესავალი და ა.შ.

და მაინც, ქალბატონო ნათია, რითი გამოირჩევა სტუდია „სამა“, სხვა მსგავსი სტუდიებისგან, რა არის თქვენი ნიშა?

„სამა“ – ს  სხვა ანსამბლებისაგან გამოარჩევთ იმით, რომ თავისი სტილი აქვს. ესთეტიკა არის უმაღლეს დონეზე აყვანილი. გარეგნობაზე ძალიან ზრუნავენ ანსამბლის წევრები,  ცდილობენ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ყველას არ შეუძლია „სამაში“ ცეკვა, ვგულისხმობ თუ არ აქვს მონაცემი ძალიან მალე და მშვიდად ვემშვიდობები. საკუთარი  მუსიკალური ნომრები, რომ გვაქვს ესეც დიდი წარმატებაა, ნახატი, კოსტუმი საკუთარი გვაქვს და თავისებური სტილი გვაქვს დადგმაშიც. ჩვენთან ვერავის ვერ აღმოაჩენ მხოლოდ „სამას“ ნახავ.

41350_145281835508172_3971914_n

თუ დადიხართ გასტროლებზე და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

დავდივართ გასტროლებზე, ვიყავით იტალიაში, ბოდრუმში, ეგვიპტეში. ახლა ვგეგმავთ დუბაისა და ესპანეთს. ძალიან ვნერვიულობთ ყოველი გასტროლის წინ. უფრო ასმაგად მემატება პასუხისმგებლობა, თუ როგორ წარვადგენთ ჩვენს ქვეყანას. ყველაზე მეტად  დამამახსოვდა ამ გასტროელბიდან, როდესაც ვიყავით ეგვიპტეში სინას მთაზე. ალბათ ერთადერთი ანსამბლი ვართ ვინც სინას მთაზე იცეკვა. მთლიანი ანსამბლი ფეხით ავედით სინას მთაზე და იქიდან საოცარი ენერგიით წამოვედით. ამას გარდა, საქართველოს კუთხეებშიც გვაქვს რეგიონული კონცერტები.  ვცდილობ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიცნონ კარგად. სულ „მოიარე საქართველოს“ ფარგლებში  ვართ ჩართულები. ახლახანს ვიყავით სვანეთში და აღფროვანებულები ჩამოვედით იქიდან.

10748875_755286167841066_193488429_n

ახლა ასევე ვართ  ჩართული პროექტში – „ილია მართლის ჭავჭავაძის გაზეთ ივერიის სახლობის პროზა პოეზიის პრემია–ივერია“.  ეს პროექტი უწმინდესი და უნეტსრესის ილია II ლოცვა კურთხევით ტარდება. ჩვენ უკვე ერთი წელია ჩართულები ვართ ამ პროექტში, ყოველთვიურად 12 მონაწილე ყავს პროექტს და „სამა“ არის მათი პარტნიორი. ყოველ თვე ვცეკვავთ მათ ღონისძიებებზე და დეკემბერში არის გრანდიოზული, დასკვნითი ღონისძიება, სადაც „სამა“ ძალიან დიდ სიურპრიზს პირდება მაყურებელს. ამ პროექტის ორგანიზატორი გახლავთ, ბატონი – ნუგზარ ჭიაბერაშვილი, ჟურნალ „ქართული ელიტის“ რედაქტორი. 291921_249799185056436_310669879_n

რას ურჩევდით დამწყებ მოცეკვავეებს, როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი იმისათვის რომ გახდე წარმატებული მოცეკვავე?

დამწყებ მოცეკვავეებს ვურჩევდი, რომ ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. ბევრი უნდა იმუშავო, რომ ჩანდე. დღეს ძალიან პოლულარულია ქართული ცეკვა. ალბათ 100-მდე  ქორეოგრაფიული ანსამბლებია ჩამოყალიბებული. ვურჩევ, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდრონ და უყვარდეთ ის საქმე რასაც აკეთებენ, უყვარდეთ ქართული ხელოვნება.

07.11.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In