• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორია ქართული ღვინის ეკონომიკა და რა გამოწვევები და საფრთხეებია მსოფლიო ბაზარზე

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

IMG_7577თბილისი მერიოტში 14 ნოემბერს გაიმართა ეკონომიკური ფორუმი თემაზე – „ქართული ღვინის ეკონომიკა – გამოწვევები და საფრთხეები მსოფლიო ბაზარზე“. ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიეართა დარბაზმა „დოქტრინა“ ფორუმზე უახლესი კვლევის შედეგები წარმოადგინა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის  ექსპორტის შედარებითი ანალიზი მის უშუალო კონკურენტებთან მიმართებაში. ანალიზში განხილული იყო  – ქართული ღვინის ფასი, რაოდენობა და ქვეყნის წლიური შემოსავალი.


ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკაზე. როგორც ირკვევა,  ღვინის ექსპორტში მნიშვნელოვანი ჩავარდნა  მოხდა 2006 წელს, როდესაც რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა. 2006-2012 წლებში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრების არსებითი დივერსიფიცირება და მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრების ეფექტური ათვისება. განსაკუთრებით ძლიერი ჩავადნა ფიქსირდება 2007-2010 წლებში, ხოლო 2012 წელს  ქართული ღვინის ექსპორტი 2005 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 2/3-ს შეადგენდა.Slide9  2013 წელს რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოდან 128 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 35906 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებით გამოსახულებაში თითქმის 2-ჯერ, ხოლო ნატურალურ გამოსახულებაში 77.6 პროცენტით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2013 წელს საქართველო  ღვინის ექსპორტის სიდიდის მიხედვით, 128 მლნ აშშ დოლარით, მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, და 22 მილიონი დოლარით ჩამორჩა მეოცე ადგილზე გასულ მოლდავეთს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის რეექსპორტს მიხედვით საქართველო მსოფლიოში 4 ადგილზეა (2013). გასულ წელს ჩვენი ქვეყნიდან 2,7 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის რეექსპორტი განხორციელდა.

Slide5როგორც ირკვევა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს ყველაზე ძლიერ კონკურენციას მოლდავეთი უწევს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოლდავეთის უპირატესობა ბელოსუსის და ყაზახეთის ბაზრებზე , სადაც ბაზრის ნახევარზე მეტი მოლდავეთს უჭირავს. ბელორუსში ქართული ღვინის ექსპორტი მოლდავურს 6-ჯერ ჩამორჩება, ხოლო რუსეთსა და ყაზახეთში 2-ჯერ.

ფორუმზე ხაზი გაესვა მოლდოვეთის წარმატების მაგალითის შესწავლის აუცილებლობას.  როგორც ირკვევა, მოლდავური წარმოების ღვინო გამოირჩევა ალკოჰოლის შედარებით მაღალი შემცველობით და უმეტესწილად ტკბილი ან/და ნახევრადტკბილი ღვინოები კატეგორიაში გადის. საქართველოში კი პირიქით, ძირითადად მშრალი ღვინის წარმოება ხორციელდება, რომელიც უპირატესად რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან მზადდება.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია 500-მდე მივიწყებული ქართული ჯიშის ვაზის კვლევა, რომ შეირჩეს და განაშენიანდეს ისეთი ტიპის საღვინე ჯიშები, რომელიც მოლდავურს გაუწევს კონკურენციას პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზებზე.

IMG_7572ფორუმზე ბიო-ღვინოს წარმოების გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. როგორც სპეციალისტმა, ბატონმა თენგიზ ჯალიაშვილმა განაცხადა, საქართველოს ამ მხრივ დიდი აუთვისებელი პოტენციალი აქვს. აგრეთვე ყურადღება გამახვილდა გადამუშავებული ყურძნის ნარჩენისაგან ძვირადღირებული ზეთის წარმოების პერსპექტივაზე, რასაც დღემდე საქართველოში ყურადღება არ ექცევა. ბატონი თენგიზის განცხადებით ამ გზით შეგვიძლია საგრძნობლად გავზარდოთ ქართული ღვინის  მწარმოებლის შემოსავალი.

  ფორუმს ესწრებოდნენ ეკონომიკის ექსპერტები, ღვინის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები, მათ კვლევის შედეგებისა გარდა განიხილეს ისეთი ქვეყნების ღვინის საექსპორტო პოლიტიკა, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და გერმანია და სხვა. კვლევის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მონაწილე მხარეებმა შესაბამისი რეკომენდაციები და შენიშვნები გაცვალეს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

IMG_7556ეკონომიკის დოქტორ, ბატონი რევაზ ლორთქიფანიძის განცხადებით საჭიროა ფასების რეგულირება. „ქართული ვაზის ისტორული დანიშნულება ყველას კარგად მოეხსენება, დღევანდელ დღეს ჩვენ რომ ვუყურებთ ექსპორტ იმპორტის ურთიერთობებს, ძალიან პროგრესული ძვრები შეინიშნება, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან საგანგაშოდაა მდგომარეობა და მის გამოსწორების ერთადერთ გზად მიმაჩნია ოპერაცია, მექანიზაცია და შემდგომ ფასის მკვეთრი შემცირება. ვინაიდან ჩვენი მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშები მაღალი ფასის გამო ვერ მკვიდრდება მეზობელ ქვეყნების და შორეულ ბაზრებზე.“

როგორც ქალბატონმა გვანცა გვიჩიამ ფორუმზე განაცხადა, კვლევის შედეგებში ნათლად გამოჩნდა ქართულ ღვინოს რა პოზიციები გააჩნია საექსპორტო ბაზარზე. მისი განცხადებით ღვინის მწარმოებლები ისეთ საექსპორტო ბაზრებს უნდა მოარგონ, სადაც ქართული ღვინის უნიკალურობა იქნება აქცენტური.

IMG_7517ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ზარქუამ კი ყურადღება ღვინის ბიზნესში ხელისუფლების როლზე გაამახვილა. „ბოლო რამდენიმე წელია ხდება რთველის სუბსიდირება. მთლიანობაში მთავრობამ ამ სექტორის გამოცოცხლება მოახდინა. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ზომიერი პოლიტიკით შეძლო რუსეთის ბაზრის დაბრუნება, რამაც რა თქმა უნდა ასახვა პოვა როგორც შემოსავლებზე, ასევე ექსპორტის წილის რამოდენიმეჯერ გაზრდაზე, თუმცა აქვე დავძენდი, რომ არ შეიძლება ხელისუფლებამ მუდმივად სუბსიდირება გაუწიოს ამ სექტორს. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩემის აზრით აზრს დაკარგავს, რადგან გარკვეულწილად ეს „დათვური სამსახურია“ ამ სექტორისთვის.“ მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ღვინის ხარისხის მონიტორინგი და ღვინის მწარმოებლებს სწორად შერჩეულ ბაზრებზე გასვლაში დაეხმაროს.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის სააგენტოს წარმომადგენლებიც. ორგანიზატორები აცხადებენ: “სამწუხაროა, რომ ასეთ ღონისძიებებს პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან შესაბამისი სამთავრობო უწყების წარმომადგენლები. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები. იმისთვის, რომ ჯანსაღი აზრთა გაცვლა მომხდარიყო აკლდნენ შესაბამისი სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ ამ თემაზე მუშაობენ. ვესაუბრეთ და  უნდა მობრძანებულიყო ქალბატონი თამთა ყველაიძე. პირველივე ინფორმაციის მოწოდებაზე დაგვთანხმდნენ და დაადასტურეს, რომ ფორუმს დაესწრებოდნენ, თუმცა ხედავთ, რომ აქ არ არიან. ხვდებით ალბათ პასუხისმგებლობის დონეს და დამოკიდებულებას.” – აცხადებენ დოქტრინაში

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

„როდესაც მამინაცვალი მაუპატიურებდა დედაჩემი მუსიკას ხმამაღლა უწევდა” – უპრეცედენტო განაჩენი, ბრალდებული დედა ციხეს ვერასდროს დატოვებს

„როდესაც მამინაცვალი მაუპატიურებდა დედაჩემი მუსიკას ხმამაღლა უწევდა” – უპრეცედენტო განაჩენი, ბრალდებული დედა ციხეს ვერასდროს დატოვებს

1 year ago
საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით – კახა კალაძე

საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით – კახა კალაძე

3 years ago
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში რაგბი სულ უფრო განვითარდეს”

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში რაგბი სულ უფრო განვითარდეს”

11 years ago
ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

11 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by