• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა. როგორც “თბილისი თაიმსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს , ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ახალი მონაკვეთის გახსნა მოწვეულ სტუმრებსა და ცერემონიაზე შეკრებილ აუდიტორიას მიულოცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მშენებელი კომპანიების “ტოდინისა” და “ტაკენაკას” წარმომადგენლებმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მაღალი ხარისხის ბეტონის გზა ავტომრბოლელებმა და ბაიკერებმა, ექსტრემალური და ორიგინალური შოუთი გამოცადეს. გზაზე ხელოვნური კედელი მოეწყო, რომელიც ავტომობილებმა დაანგრიეს. კედლის ნგრევის ცერემონია სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და მისი მთავარი სათქმელია: “ეს არის გზა ევროპისაკენ”. ავტომრბოლელებმა “დრიფტის” ელემენტებით სპეციალური წარმოდგენა გამართეს. ექსტრემალური სპორტის ფედერაციამ კი, პარკურის ელემენტებით მოტოდრაგში შეჯიბრი და “მოტოსტანტ” შოუ მოაწყო.

ქუთაისის 32 კმ-იანი შემოვლითი გზა, E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32 კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისაგან განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთითა და 6 კმ-ით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება. 32 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი ურთულესი კონსტრუქციებითაა დატვირთული, აშენდა 5 სატრანსპორტო კვანძი, 6 საავტომობილო ხიდი და ამდენივე გზაგამტარი.

ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი 3 ლოტად ხორციელდება. ამჟამად, უკვე დასრულებულია პირველი ლოტის (ქუთაისის შემოვლითი – 17,5 კმ) და მეორე ლოტის ქუთაისის შემოვლითი-სამტრედია 24 კმ-დან 14,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა). პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.

მაღალი ხარისხის ახალი გზა (რომლის ექსპლოატაციის ვადა 30-40 წლით განისაზღვრება), გადაადგილებას მძღოლებისა და მგზავრთათვის სწრაფს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. აღნიშნულ გზაზე დღეში, საშუალოდ 7000-10000-მდე ავტომობილი გაივლის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაგისტრალს ყოველდღიურად 15000-დან – 20000-მდე ავტომობილის გატარების პოტენციალი გააჩნია. სამუშაოებზე 1000 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია. გზის მშენებლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის საგზაო ქსელის მოდერნიზებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მუშაობას აგრძელებს. ამ ტიპის აქტივობის შედეგად, ორ წელიწადში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი 55 კილომეტრის აშენება გახდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც 2012 წლამდე, 7 წლის განმავლობაში ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მხოლოდ 70 კმ ახალი გზის გახსნა მოხერხდა.

19.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

8 years ago
გიორგი გახარია – 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა

გიორგი გახარია – გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს

7 years ago
უმიზეზო პანიკა თუ რეალური საშიშროება? – ღორის გრიპი და საქართველო

უმიზეზო პანიკა თუ რეალური საშიშროება? – ღორის გრიპი და საქართველო

11 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას”

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by