• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არასამთავრობოები: ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტი ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შეცვლის მცდელობაა”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
არასამთავრობოები: ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტი ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შეცვლის მცდელობაა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

asdfკამპანიაში “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ფარულ მოწმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტით აგვისტოში მიღებული დებულებები უარესობისკენ იცვლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ეს შენ გეხება” განცხადებას ავრცელებს: “საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობით, მიიღო ფარული მოსმენების მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტი. შედეგად, ახლებურად დარეგულირდა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სტანდარტები, რაც საერთაშორისო ექსპერტთა მიერ შეფასდა, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა არის 2014 წლის 1 აგვისტოს მიღებული კანონებით დადგენილი ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შეცვლის მცდელობა.

გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თუ რატომ არის ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის შემოთავაზებული ვარიანტი უკან გადადგმული ნაბიჯი და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობა.

1. შსს-ში კვლავაც რჩება ე.წ. გასაღები. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუდმივი მიერთების გაუქმება იყო რეფორმის მთავარი მიზანი, რომლის საჭიროებასაც ექსპერტთა ყველა დასკვნაში გაესვა ხაზი.

2. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ხდება მიყურადების განმახორციელებელი ორგანო მაშინ, როდესაც მას მთელი პროცესის მონიტორინგი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოფხვრა ევალება. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი მოდელი. შემოთავაზებული სისტემა გამორიცხავს გარე კონტროლის შესაძლებლობას, რადგან პერსონალური გარე კონტროლის მექანიზმი (ინსპექტორი)შედის სისტემის შიგნით, რის გამოც სისტემა რჩება გარე კონტროლის გარეშე.

3. პროექტში არაფერია ნათქვამი ე.წ. შემოთავაზებული “ორი გასაღების” გადაუდებელი აუცილებლობის დროს მოქმედებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შსს-მ კვლავ შეიძლება განახორციელოს თვალთვალი და მიყურადება ინსპექტორის ჩართვის გარეშე.

4. ე.წ. ორი გასაღები მოქმედებს მხოლოდ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დროს, ხოლო მთელი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ზარის განხორციელების დრო, ადგილი, ხანგრძლივობა) ასევე ინტერნეტტრაფიკი (კომუნიკაციის შინაარსის ჩათვლით) შსს-ს მიაქვს ყოველგვარი კონსტროლისა და ორი გასაღების გარეშე. შემოთავაზებული ვერსია ასევე გულისხმობს კანონის იმ მუხლების გაუარესებას, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა უკვე მიიღო. როგორც ჩანს, სამართალდამცავი უწყებები ამ შესაძლებლობას იყენებენ, რომ ა. წ. აგვისტოში მიღებულ კანონში მათთვის მისღები დებულებები შეიტანონ. ქვემოთ მოცემული პარაგრაფები სწორედ ძველი ვერსიის გამაუარესებულ ცვლილებებს ეხება.

5. შემოთავაზებული ვერსიით, საგამოძიებო ორგანომ არ უნდა გაანადგუროს პირადი მონაცემები, რომელიც არ ეხება გამოძიებას. მათ მხოლოდ მაკომპრომეტირებელი მასალა უნდა წაშალონ. გაურკვეველია, რა მიზნებით შეინახავს საგამოძიებო ორგანო სხვა პირად მონაცემებს, რომელიც გამოძიებას არ ეხება. ყოველივე ეს აგვისტოში მიღებული კანონის გაუარესებულ ვერსიას წარმოადგენს.

6. შემოთავაზებული ვერსიით, კომპიუტერული სისტემიდან, ან კომპიტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებებიდან ინფორმაციის ამოღებაზე აღარ ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების 1 აგვისტოს მიღებული სტანდარტები. საგამოძიებო ორგანოს ეძლევა უფლება, ამოიღოს ინფორმაცია კომპიუტერული სისტემიდან პირთა წრის, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთების გარეშე.

7. შემოთავაზებული ვერსიით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს (შსს-ს დეპარტამენტი ე.წ. ოტო) უფლება აქვს, ჩაიწეროს ის კომუნიკაციაც, რომელიც გამოძიებასთან საერთოდ არ არის კავშირში, რის შემდეგაც საგამოძიებო ნაწილის დისკრეცია იქნება შეინახოს თუ არა ეს მონაცემები სამომავლოდ. მოქმედი 1 აგვისტოს მიღებული ვერსიით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს არ უნდა ჩაეწერა ის კომუნიკაცია, რომელსაც გამოძიებასთან კავშირი არ ჰქონდა (ანუ არსებითად პირადი და ინტიმური შინაარსის).

8. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადო დაცვის ვალდებულებისაგან თავისუფლდება ჩანაწერის განმახორციელებელი (შსს-ს დეპარტამენტი ე.წ “ოტო”), მაშინ, როდესაც 1 აგვისტოს მიღებული კანონით ჩანაწერის განმახორციელებელი პასუხისმგებელი იყო ჩანაწერების სათანადო წესით შესანხვასა და დაცვაზე.

9. როგორც ჩანს, შემოთავაზებული ვერსიით სახელმწიფო აღარ იღებს ვალდებულებას პროაქტიულად ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნოს, რადგან სახელმწიფო საიდუმლოება ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (საიდუმლო ხდება ფარული საგამოძიემო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკურიუზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდების, შედეგების, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია). მაშინ, როდესაც 1 აგვისტოს მიღებული კანონით დადგინდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის რეესტრში ყოველწლიური გამოქვეყნების ვალდებულება”, – ნათქვამია კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

24.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

9 years ago

პროკურორებმა და გამომძიებლებმა დაკითხვა-გამოკითხვის ტექნიკებზე ტრენინგი გაიარეს

10 years ago
„მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ კონფერენციას მონაწილეები აფასებენ

„მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ კონფერენციას მონაწილეები აფასებენ

11 years ago
“მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს“ – კახა კალაძე

“მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს“ – კახა კალაძე

2 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by