ბაღის პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით მომავალი წლიდან უფასოდ იმგზავრებენ, პოლიტპატიმრები კი 20-თეთრიანი ტარიფით , – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია სუბსიდიები ყველა კატეგორიისთვის. მისივე თქმით, მთავრობა ამტკიცებს შეღავათებს და 2015 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ მთავრობისგან განკარგულება უნდა იქნას მიღებული.
ნარმანიას ინფორმაციით, შერავათიანი ფასით დაახლოებით 150 პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირი ისარგებლებს.
24.11.14