• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნუგზარ ჭიაბერაშვილი: “გვირგვინზე მეტია ის შარავანდედი, რომელიც უფალმა არგუნა ილიას!”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და საგამომცემლო სახლის ”ქართული ელიტის” ორგანიზებით 2013 წლის 28 ნოემბრიდან ხორცილედება პროექტი ” წმინდა ილია მართლის (ჭავჭვაძე) გაზეთ ”ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია- ივერია”    ღონისძიება იმართება თვეში ერთხელ თვის ბოლოს, მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს. პროექტში  ყოველთვე სხვადასხვა პოეტები მონაწილეობენ, თვეში შვიდი პოეტი, ყოველ ღონისძიებაზე  პოეტებთან ერთად აუცილებლად არის ერთი მხატვარი, ერთი ხატმწერი, ერთი ფოტოხელოვანი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ერთიც სასულიერო პირი. მხატვრის, ფოტოხელოვანის და ხატმწერის 7-7 ნამუშევრით ფორმდება ყოველი საღამო.

ასევე ღონისძიებებზე იმართება მსჯავდებულების ლექსების პრეზენტაცია. მთელი წლის განმავლობასი ღონისძიებასი მონაწილეობს 84 პოეტი, 12 მხატვარი, 12 ხატმწერი, 12 ფოტოხელოვანი.

პროექტის იდეის ავტორი და პრემიის დამფუძნებელი საგამომცემლო სახლის ”ქართული ელიტის” დამფუძნებელი, რედაქტორი ნუგზარ ჭიაბერაშვილი გახლავთ.

10817332_791992874202354_820759069_o

აღნიშნული პროექტის, რიგით მეთორმეტე ღონისძიება კი, ჩატარდა ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუბმში. ღონისძიების დაწყებამდე პროექტის ორგანიზატორები მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ასევე კაჭრეთში, სადაც ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის იდეის ავტორი და პრემიის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი:

10822663_791991734202468_1536306965_n“მისი უწმინდესობის კურთხევით დავიწყე ილია ჭავჭავაძის გაზეთ ”ივერიას” ხელმეორედ გამოცემა, ამ პროექტში დასაქმდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეტლით სარგებლობენ, ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებმაც აკრიფეს და დააკორექტირეს  ილია ჭავჭავაძის ტექსტები, ჭავჭავაძის ენის განმეორებას, მისი ტექსტის აკრეფას, მისი ნააზრევის აკრეფასა და შემდეგ კორექტურას სჭირდება უზარმაზარი ნიჭი და განსაკუთრებული შესაძლებლობა. ილია ჭავჭავაძის, სპეციფიკური, ძველი და ღრმა ენით დაწერილი და გააზრებული ნაშრომები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას არ შეუძლია უშეცდომოდ წაიკითხოს, ე.წ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები  კი, ხელახლა ქმნიან ამ გაზეთს.

ბავშვობიდან ყოველთვის  გული მწყდებოდა, რომ ილია ჭავჭავაძეს  საზოგადოების დიდი ნაწილი სათანადოდ არ აფასებდა, მისი წმინდანად შერაცხვის შემდეგაც კი ადამიანებმა ვერა და ვერ  გაითავისეს ილია ჭავჭავაძე, როგორც ილია მართალი, როგორც შარავანდედიანი წმინანი, რომელმაც, ფაქტობრივად ხელახლა შექმნა საქართველო. ილია ჭავჭავაძე გაზეთ ”ივერიისა” და ”საქართველოს მომამბეს”  საშუალებით მუდმივად ამტკიცებდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა  არსებობს და ის არ არის გუბერნია ან კუთხე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხალხი ცხოვრობს. თავისი შრომით, ღვაწლით, ნაშრომებით, უზარმაზარი პუბლიცისტური წერილებითა და ნარკვევებით, სახელმწიფო ხელახლა დაანახა მსოფლიოს. მე ილია ჭავჭავაძეს აღვიქვამ, როგორც საქართველოს ფანჯარას მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ყოველთვის მქონდა  სურვილი და მოთხოვნილება იმისა, რომ გამეკეთებინა რაიმე მსგავსი პროექტი,  ეს პროექტი გაზეთ ”ივერიას” ხელახალმა გამოცემამ დაბადა, შემდეგ ამის შესახებ მოვუყევი უწმინდესსა და უნეტარესს, რომელმაც ეს ამბავი დადებითად მიიღო, გაუხარდა და კურთხევაც მომცა. პროექტს კი ეწოდა ” ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ”ივერიის” სახელობის პროზა -პოეზიის პრემია – ივერია”. ამ სათაურში თავმორილია რამდენიმე სახელი, რომლებიც ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და აღვიქვამ ისე, როგორც ერთ სიტყვას. აი ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია პროექტის წამოწყება, სადაც ყოველ ღონისზიებაზე ჩართულია ყოვეთვის 7 მონაწილე, მათ შორის ერთი არის ე.წ შეზღუდული შესაძლებლობის, მაგრამ სინამდვილეში განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ასევე წარმოდგენილია მსჯავრდებულების პროზა-პოეზია, რადგანაც ისინი არიან მოწყვეტილი სოციუმს, მათ აქვთ საზოგადოებაში ხელახლა ინტეგრაციის პრობლემა, ჩვენ ამ პროექტით მათ ვუწვდით დახმარების ხელს, ვეხმარებით ბნელი კუთხიდან სინათლეში გამოსვლაში და ვადგამთ ერთგვარ ნამუსის უღელს. ერთგვარი ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, როდესაც მსჯავრდებული პოეტისა თუ პროზაიკოსის ნამუშევარი იბეჭდება 84 კლასიკოს მწერალთან ერთად. ჩვენ ამ პროექტით, მსჯავრდებულევს ვაძლევთ შანსს წარმოაჩინოს საკუთარი ნიჭი, თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენს პროექტში  წარმოდგენილი 12 მსჯავრდებულიდან ერთი მაინც დადგება სწორ გზაზე, მე ამას  ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ გამარჯვებად ჩავთვლი და ვიტყვი, რომ მე თუ მიცხოვრია, მიცხოვრია ამ ერთი ადამიანის გამო. ყველა ღონისძიებაში ჩართულია ასევე ერთი მოძღვარიც. თქვენ აკვირდებოდით მსვლელობას და ალბათ შეამჩნევდით, რომ ყველაფერი ჩატარდა ყოველგვარი გადაცდომისა და უპატივცემულობის გარეშე და ეს ყოველივე გამორიცხულია, როდესაც ღონისძიებაში მოძღვარია ჩართული. ზუსტად ასე ყალიბდება მსმენელთა კულტურა, მათი დამოკიდებულება პოეტისა და ლექსისადმი. ზოგჯერ მგონია, რომ ქართველებს პროზასთან და პოეზიასთან მწყრალი დამოკიდებულება აქვს, თითქოს მოსმენა აღარ უყვართ, რა თქმა უნდა, უნდა გვიყვარდეს გალაქტიონიც და ვაჟაც, მაგრამ უნდა დავაფასოთ ახალგაზრდა პოეტებიც. ამ პროექტის საშუალებით ახალგაზრდა პოეტების ურთიერთობას ვუწყობთ ხელს, ისინი ერთმანეთს უსმენენ, ერთმანეთის საღამოებზე დადიან, მეგობრობას სთავაზობენ და საერთო კრებულებსაც კი გამოსცემენ. ამ პროექტის საშუალებით, პოეტებმა ხობიდან კახეთში გაიცნეს და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. ეს ყოველივე არის ალბათ ამ პროექტის მთავარი მიზანი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის სახელთან, რომელზეც ხსირად ამბობენ, რომ უგვირგვინო მეფეაო, მაგრამ გვირგვინი ვის რად უნდა?! გვირგვინზე მეტია ის  შარავანდედი, რომელიც უფალმა არგუნა ილიას.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 25 დეკემბერს თბილისის ერთერთ დიდ თეატრში, დარწმუნებული ვარ დასკვნით ღონისძიებას დაესწრება პროექტის ყველა მონაწილე, ამ ღონისძიებაზე  სხვადასხვა ნომინაციაზე გამოვლინდება  12 ნომინანტი, იქნება ძალიან განსხვავებული პრიზები, არამგონია, რომ მსგავსი პრიზები სხვა რომელიმე პროექტში ყოფილიყო. პრიზებს ბოლომდე საიდუმლოდ ვტოვებთ, ვიცით მხოლოდ სამმა ადამიანმა, ვთვლი, რომ ამ პრიზებს ფასი არ ექნება,  ეს იქნება ყველაზე დიდი და ძვირფასი პრიზი ქართულ სამწერლობო ასპარეზზე.”

დეკანოზი ბენიამინ ჩიხორლიშვილი პოეტი და პროექტის მონაწილეა, მან ღონისძიებაზე, მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა პუბლიკას. დეკანოზი ”თბილისი თაიმსთან”  პორეტობის ხვეასა და ახალგზარდა პოეტების პოპულარიზაციის გზებზე საუბრობს:

10817320_791992764202365_325509812_o

დეკანოზი ბენიამინ ჩიხორლიშვილი: ” ნამდვილად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ის ფაქტი, რონისძიება გაიმართა ყვარელში, წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმში. პოეტომა მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთია, ღმერთმა ქნას, რომ ყველა პოეტს ახალგაზრდასა თუ კლასიკოსს, ღირსეულად ეტარებინოს ეს ტვირთი, მეც გარკვეულწილად ამ ტვირთის მატარებელი ვარ. ვფიქრობ, ეს პროექტი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პოეტების განვითარებასა და ერთმანთთან დამეგობრებას, ასევე ეს კარგი გზაა ახალგზარდა პოეტების პოპულარიზაციია, ამ პროექტის საშუალებით ხალხი გაიცნობს და დააფასებს მათ.”

აღნიშნულ საინტერესო და მართლაც საჭირო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მხატვართა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, ხატმწერ  შალვა გერაძის ნამუშევრები. მის მიერ ნაწერი ხატები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ძალიან ბევრ მართლმადიდებლურ ტაძარშია დაბრძანებული.

10822015_791993070869001_1348177233_o

შალვა გერაძე: ”ძალიან დიდი და სერიოზული პროექტია, რომლის საშუალებითაც ხელოვანი ხალხი ხვდება ერთმანეთს,  პოეტებს, მხატვრებსა თუ  ხატმწერებს ერთმანეთთან დაახლოების საშუალება ეძლევათ. დღეს ყველას ყურადღება პოლიტიკისკენ არის მიპყრობილი, ამიტომ მსგავსი კულტურული პროექტები ძალიან საჭიროა ქვეყანაში. საქართველო არის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა, ჩვენ შეიძლება ევროპიდან და ამერიკიდან ვისწავლოთ ბევრი რამ, რაც თანამედროვეობას შეეხება, მაგრამ ვერაფერს ახალს ვერ ვისწავლით ისეთს, რაც ქართველ კაცს არ შეუქმნია. ჩვენ ვართ დიდი ერი, უბრალოდ მცირე მოსახლეობა გვყავს. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა ვუარყოთ ის ტრადიციები, რაც წარსულში გვქონდა, არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა შევიძინოთ ახალიც. ამ პროექტზე მე გამოფენილი მქონდა ჩემს მიერ დაწერილი ხატების ფოტომასალები, რადგან ხატები ზომით ძალიან დიდია, სიმაღლეში დაახლოებით 2-3 მეტრი და 70-80 კილო. ჩემს მიერ დაწერილი ხატები დაბრძანებულია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, მაგალითად სამების საკათედრო ტაძარში – ”წმინდა სამება”; ბაგრატის ტაძრისთვის შევქმენი –  ”მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი”; ბოდბეში  – ”წმინდა ნინო”. ხატები შემკულია 600-800 ძვირფასი თვლით. საქართველოს პატრიარქი საზღვარგარეთ როცა მიბრძანდება ჩემი დაწერილი ხატები მიაქვს საჩუქრად, მაგალითად, 2011 წელს მისი უწმინდესობა უკრაინაში ბრძანდებოდა და უკრაინის პატრიარქს ჩემი დაწერილი ხატი უსახსოვრა. ”

ჯარჯი შუქიაური ახალგაზრდა პოეტია, მან ღონისძიებაზე წაიკითხა სამი ლექსი საკუთარი შემოქმედებიდან და მსმენელზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.

10825105_791993187535656_1787024632_o

ჯარჯი შუქიაური: “პრეოქტის დაწყებამდე დამირეკეს ორგანიზატორებმა და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტია და მსგავსი პროექტები ხშირად უნდა იმართებოდეს. არნიშნული პროექტი აერთიანებს პოეტებს მხატვრებს ხატმწერებს, ორმაგად სასიამოვნოა, რომ მოგვეცა საშუალება ერთმანეთი ახლოდან გაგვეცნო, მოსაზრებები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის და დამეგობრებაც მოვახერხეთ. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმში და მისი სახელობის სიგელიც მივიღე.”

პოეტი მთვარისა კერესელიძე ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, მან საკუთარი შემოქმედება პროექტის გულშემატკივრებს წიწამურში გამართულ ღონისძიებაზე გააცნო:

10819375_791993427535632_750746669_o

მთავრისა კერესელიძე: ”არაჩვეულებრივი პროექტია, მე წიწამურში გამართულ ღონისძიებაზე მივიღე მონაწილეობა, მაშინ ისევე, როგორც დღეს რამდენიმე ძალიან კარგი ახალგაზრდა პოეტი წარსდგა მაყურებლის წინაშე საკუთარი არაჩვეულებრივი  ლექსებით, რასაც  ნამდვილად არ მოველოდი. პროექტი არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ, ჩვენ პოეტემბა, ერთმანეთი უფრო ახლოს  გავიცნოთ, თანადგომა გამოვუცხადოთ ერთმანეთს და დავვახლოვდეთ. ეს სითბო, რაც ამ პროექტშია ჩადებული სხვა ოფიციალურ პროექტში ნამდვილად არ შეგხვდებათ. როდესახ ახალგაზრდა პოეტები ხედავენ, რომ იმართება პროექტი სადაც მათი სიტყვა და ლექსი შჭირდებათ, ისინი ცდილობენ, რომ დახვეწონ საკუთარი შემოქმედება და უფრო განავითარონ. ერთი სიტყვით, ეს პროექტი უდიდესი სტიმულია, რომელიც ძალიან ამაღლებს მწერლობასა და პოეზიას. მადლობა მინდა გადავუხადო პრეოქტის იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს, არაჩვეულებრივი იდეისა და ორგანიზებისთვის.”

პოეტი გულნაზ  ხარაიშვილი პროექტის ერთერთი მონაწილეა, ”თბილისი თაიმსს” პოეტი ქალბატონი საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს პროექტის შესახებ:

გულნაზ ხარაიშვილი: ”მე მონაწილეობა მივიღე პროექტის ღონისძიებაზე, რომელიც წიწამურში გაიმართა, მას შემდეგ თვალს ვადევნებ პროექტის მიმდინარეობას და მიხარია, რომ საქართველოში ასეთი პროექტები იმართება, რაც ხელს უწყობს თაობათა კავშირს. პროექტის ორგანიზატორებს მინდა ვუსურვო, რომ ამ რთულ საქმესა და ეკლიან გზას არასოდეს შეუშინდნენ. ”

10807857_791992937535681_1968444626_n

ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს გადეცა წმინდა ილია მართლის სახელობის სიგელი. პროექტის დასკვნითი ღონისძიება კი 25 დეკემბერს გაიმართება.

პროექტის მედია პარტნიორია – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო  ”თბილისი თაიმსი”.

25.11.14

ნინა პირტახია

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე

გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე

5 years ago
“თიბისი ბანკი”: ვიყავით და ვრჩებით სანქციების შესაბამისობაში

“თიბისი ბანკი”: ვიყავით და ვრჩებით სანქციების შესაბამისობაში

3 years ago
საქართველოში საარსებო მინიმუმი 226.2 ლარამდე გაიზარდა 

საქართველოში საარსებო მინიმუმი 226.2 ლარამდე გაიზარდა 

5 years ago
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტრო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by