• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, June 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოდან გასული გადამუშავებული, ანუ ნაჭუჭგაცლილი თხილი მსოფლიო ბაზარზე მეორე ადგილს იკავებს” – მიხეილ დუნდუა

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
“საქართველოდან გასული გადამუშავებული, ანუ ნაჭუჭგაცლილი თხილი მსოფლიო ბაზარზე მეორე ადგილს იკავებს” – მიხეილ დუნდუა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა „დოქტრინა“ მორიგი ეკონომიკური ფორუმი გამართა. ფორუმი ეხებოდა თემას – „ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე – გამოწვევები და საფრთხეები“. შეხვედრაზე „დოქტრინას“ დირექტორმა, მიხეილ დუნდუამ საზოგადოებას უახლესი კვლევის შედეგები წარუდგინა.

10836249_902918529719475_465940685_n

კვლევაში ნაჩვენები იყო ქართული თხილის ბაზრის ანალიზი. ბაზარი შესწავლილ იქნა 2006 წლიდან 2013 წლამდე და გამოიკვეთა, რომ ბოლო 8 წლიან პერიოდში თხილისა და კაკლის წარმოების მაქსიმალური მნიშვნელობა საქართველოში 2013 წელს დაფიქსირდა და მაჩვენებელმა 50.5 ათასი ტონა შეადგინა. ეს უკანასკნელი კი 71,2 %-თ აღემატება 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

მსოფლიოში თხილისა და კაკლის უმსხვილეს ექსპორტიორად ითვლება აშშ, რომელზეც მოდის მსოფლიოში ექსპორტირებული პროდუქციის ნახევარზე მეტი . შესაბამისად მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ თურქეთი და იტალია. კვლევაში საშინაო მონაცემებთან ერთად წარმოდგენილი იყო საგარეო სავაჭრო მაჩენებლებიც. შედეგების თანახმად, თხილისა და კაკლის ექსპორტს მნიშვნელოვანი ჩავარდნები ჰქონდა 2008 და 2012 წლებში, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თხილისა და კაკლის ექსპორტის მაჩვენებელი 2014 წლის 9 თვეში 28,1 % – ით აღემატება 2012 წლის წლიურ მაჩვენებელს. 2013 წელს საქართველომ დაახლოებით, 40 ქვეყანაში განახორციელა თხილისა და კაკლის ექსპორტი.

ექსპორტიორებში გერმანია პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს, ბოლო 14 წლიანი პერიოდის ანალიზის შედეგად  გამოჩნდა, რომ თხილისა და კაკლის ექსპორტი თითქმის ყველა წელს უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების პირველ ათეულში ხვდება.  ამასთანავე, დაახლოებით 8 წლის განმავლობაში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფების პირველ ხუთეულშიც დაფიქირდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მეცნიერები, ექსპერტები ეკონომიკის დარგში და „საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის“ წარმომადგენლები, რომელთაც „დოქტრინას“ მომავალში თანამშრომლობა შესთავაზეს.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი კვლევა გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა. კვლევის პრეზენტაციის დასრულებისას დამსწრე საზოგადოებამ დისკუსია გამართა.

ღონისძიების შემდეგ  „თბილისი თაიმსი“  შეხვედრის მონაწილეებს გაესაუბრა და ფორუმის შეფასება სთხოვა.

10833741_902918806386114_1912516309_n

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის „დოქტრინას“ დირექტორი  – მიხეილ დუნდუა: “ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა, ჩვენი შეხვედრის სამუშაო ფორმატის გამო დამსწრე საზოგადოებას მიეცა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, გავეცანით ერთმანეთის მოსაზრებებს და გავცვალეთ შეხედულებები. ამდენად, ყველა მნიშვნელოვან საკითხს ჩვენ მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ და სარეკომენდაციო პაკეტში შევიტანთ. ორი კვირის შემდეგ ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვგეგმავთ შემაჯამებელ შეხვედრას, რომელიც უფრო დეტალურად და სიღრმისეულად შეეხება ქართული თხილისა და კაკალს. საერთოდ თემა – ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე  ძალიან მნიშვნელოვანია, კვლევამ კი საინტერესო შედეგი გვიჩვენა. როგორც შეხვედრაზე გავახმოვანეთ,  ბოლო 8 წლის განმავლობაში, თხილისა და კაკლის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 50,5 ათასი ტონა 2013 წელს დაფიქსირდა.

ამასთანავე, საქართველოდან გასული გადამუშავებული ანუ ნაჭუჭგაცლილი თხილი მსოფლიო ბაზარზე მეორე ადგილს იკავებს, ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელი თურქეთის შემდეგ 11%-მდეა გაზრდილი. ასე, რომ იგი ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა და შესაძლოა ეს მაჩვენებლები შემდგომ წლებში უფროდაუფრო გაიზარდოს.  სწორედ ამიტომ ვფიქრობთ,რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მაქსიმალური ყურადღება, უნდა დაფინანსდეს ეს სფერო, თხილის მწარმოებელი გლეხები ან ფერმერები უნდა გახდნენ ინფორმირებულები იმის შესახებ,  თუ როგორია თხილის გადამუშავების ეფექტური გზები. საინტერესოა  მცირე ფერმერების გაერთიანების იდეაც. ამ ყველაფერს შეუძლია საქართველოს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში შეიტანოს დიდი როლი, ამიტომაც გვქონდა აქცენტი სწორედ თხილზე. შემდგომ შეხვედრაზე კი გვექნება შემუშავებული მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთაც სჭირდება გათვალისწინება. ყველაზე მთავარი კი საზოგადოებრივი აქტიურობაა, რომელიც შექმნის საზოგადოებრივ აზრს და პოლიტიკურდაკვეთას. ეს კი მომავალში უნდა აისახოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.  სამწუხაროა, რომ არ იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წარმომადგენლები და იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდეგში აუცილებლად დაესწრებიან შეხვედრებს.”

10811796_902918653052796_2075222944_n

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი  – რამაზ გერლიანი: “შეხვედრაზე ძალიან საინტერესო თემა იყო წამოჭრილი, კონკრეტულად ვისაუბრეთ თხილის ექსპორტზე , წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები და განვიხილეთ თხილის წარმოების  ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები.  ამასთანავე,  გამოიკვეთა საფრთხეებიც.  დამსწრე საზოგადოებამ, მეცნიერებმა, ექსპერტებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი. საფრთხეებს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებოდა ნაკვეთების ფრაგმენტაციას, ფერმერების ცოდნასა  და ინფორმირებულობას.  ამასთანავე ვისაუბრეთ, შემწამლავ მასალებზე და მათ შეტანაზე პლანტაციებში.  მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი მეც, რომელმაც წამოვჭერი ეს საკითხი.  თხილის წარმოების მხრივ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია სამეგრელოს რეგიონს, კერძოდ ზუგდიდს. იქ სახელმწიფოს საკუთრებაშია დიდი რაოდენობის ტერიტორია, დაახლოებით 17 ათასი ჰექტარი, რომელშიც წარსულში ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული. ეს ტერიტორია არის გამოუყენებელი და ამდენად, ჩვენ შეგვიძლია,რომ გამოვიყენოთ ეს პოტენციალი  რაც თავის მხრივ დამატებით შემოსავალს მოუტანს სახელმწიფოს, მწარმოებლებსა და დასაქმებულებს.”

10833790_902918396386155_2099116656_n

www.agrokavkaz.ge-ს მთავარი რედაქტორი, მალხაზ ხაზარბეგიშვილი: “ძალიან საინტერესო კვლევა განიხილეს შეხვედრაზე. საერთოდ , სოფლის მეურნეობის დარგში ინფორმაციული შიმშილია და ამ მხრივ , ძალიან რთულია და მნიშვნელოვანი მსგავსი ინფორმაციის მოპოვება. მარკეტინგული თვალსაზრისით თუ შევხედავთ ეს ინფორმაცია ფასეულია, ამიტომ გასაკვირია თუ რატო არ ექცევა მას ყურადღება. დღევანდელი შეხვედრა კი , მე იმედს მიტოვებს, რომ ეს სფერო განვითარდება და შესაბამისად, ინფორმაციის წვდომაც გაადვილდება.”  

10818817_902918429719485_286061061_n

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რევაზ ლორთქიფანიძე: „დოქტრინა“ უაღრესად საჭირო საქმეს აკეთებს და მოგახსენებთ ჩემს წინადადებას ექსპორტის სტიმულირების მიზნით: პირველ რიგში, ვფიქრობ რომ უნდა მოხდეს საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ეს ქმედება გამოიწვევს ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენი 20-30% საბანკო პროცენტები სასწაულად მაღალია და ინვესტიციებისთვის ხელისშემშლელი. ამასთანავე, ვფიქრობ რომ უნდა გაფართოვდეს იაფი კრედიტების პრაქტიკა და სახელმწიფოს ნაწილობრივი მონაწილეობით უნდა დაფუძნდეს ტექნიკურად საუკეთესოდ აღჭურვილი საწარმოები. უნდა გავიაზროთ ის, რომ თხილი ნამდვილად გამონათებაა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკისათვის.”

29.11.14

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს
ახალი ამბები

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?
ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026

საინტერესო

საფრანგეთმა მზის ენერგიაზე მომუშავე გზა გახსნა

საფრანგეთმა მზის ენერგიაზე მომუშავე გზა გახსნა

9 years ago
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა

11 years ago
ცნობილი ქართველი ექიმი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა – რას ამბობს გარდაცვლილის დედა

ცნობილი ქართველი ექიმი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა – რას ამბობს გარდაცვლილის დედა

1 year ago
ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის უშაქრო კოკა-კოლის წითელი ღილაკი გააუქმა

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის უშაქრო კოკა-კოლის წითელი ღილაკი გააუქმა

5 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by