• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საინვესტიციო სესხები გაიცემა მემცენარეობის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული საწარმოებისთვის”

9 years ago
in პოლიტიკა
A A
“საინვესტიციო სესხები გაიცემა მემცენარეობის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული საწარმოებისთვის”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აგრარული დარგის განვითარების 2017 წლის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„განვლილი ოთხი წელი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და მკაფიოდ განსაზღვრა ხედვა, რაც  კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს; სამინისტროს მიერ ასევე განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაც, რომელიც განვითარების სტარტეგიასთან სრულ თანხვედრაშია. მოგეხსენებათ, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა. ყველა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგარარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობა და  წარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობას შევუქმნით“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურენო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას.

დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები:

  • პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა
  • მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია
  • წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა
  • ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება
  • საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა

 

  • პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს პირველადი წარმოების ხარისხობრივ და რაოდენობრივ, მათ შორის, მეხორცული და მერძეული საქონლის ჯიშებისა და  ნათესი კულტურების ჯიშების გაუმჯობესებას, მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მოცულობის ამაღლებას.

  • მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია

სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემუშავებული პროგრამებით, ხელს შეუწყობს პირველადი წარმოების პროდუქციისათვის დამატებული ღირებულების შემქმნელი ტექნოლოგიების დანერგვას; შემნახველი, დამხარისხებელი, შემფუთავი, გადამამუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარებას.

  • წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან საწარმოების, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისთვის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის მხარდაჭერა. ყველა საწარმო, რომელსაც გადამამუშავებელი და შემნახელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება, დანერგავს ISO-22000-ს ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სტანდარტის დანერგვის 80%-ს აფინანსებს, აქედან 30%-ს სახელმწიფო, ხოლო 50%-ს დონორი ორგანიზაცია ფარავს, ბენეფიციარს მხოლოდ 20%-ის გადახდა უწევს.  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  „დანერგე მომავალის“ და პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებსაც დაეხმარება GLOBAL GAP-ის პირველადი წარმოების სტანდარტის დანერგვაში. GLOBAL GAP-ის შემთხვევაში, 50%-ს ბენეფიციარი აფინანსებს, ხოლო 50%-ს დონორი (USAID/REAP) ორგანიზაცია.

  • ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული სამმართველოებისა და მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების გაძლიერებით, უზრუნველყოფს ფერმერთათვის აუცილებელი ცოდნის მიწოდებას როგორც აგრონომიული და ვეტერინარული, ისე აგრობიზნესის წარმოებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

  • საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა

ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გახსნილია მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც  28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, იზრდება აზიურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარობა და, შესაბამისად, ექსპორტი.

აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყენებილი იქნება შემდეგი ინსტრუმენტები:

  • ერთიანი აგროპროექტი, რომელიც გულისხმობს იაფ საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის, აგროდაზღვევის, მექანიზაციის ხელმისაწვდომობის პროგრამებს და საგრანტო დაფინანსების სპეციალიზებულ მოდელებს.

2017 წლიდან დაიწყება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი საკრედიტო რესურსების გამოყენებით  მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. საინვესტიციო სესხები გაიცემა მემცენარეობის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული საწარმოებისთვის. ინვესტიციების სრულად განხორციელების შემდგომ, ყოველწლიურად შეიქმნება დამატებით 100 მილიონი ლარის მოცულობის დამატებული ღირებულება.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, 2017 წლიდან დაიწყება მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებს ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენისა და მექანიზაციის სერვისის მიმწოდებელთა ძლიერი რგოლის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

საგრანტო დაფინანსების სპეციალუზებული მოდელების გამოყენებით: გაშენდება ახალი ბაღები (პროექტი „დანერგე მომავალი“), მოხდება არსებული ხეხილის ბაღების განახლება (სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტი „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ (AMMAR), რომელიც აქტიურ ფაზაში 2017 წლიდან შევა (პროექტის 2 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 6,5 მლნ ლარით), მოსავლის აღების შემდგომი დამზადება-გადამუშავება (გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი), ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება (ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა „ქართული ჩაი“)

  • ფერმერთა კოოპერაცია

განხორციელდება კოოპერატივების შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. (დღესათვის, საქართველოს მასშტაბით, კოოპერატივებში მოზიდული კაპიტალი 29.2 მლნ ლარია).

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რესურსების გაერთიანებაში დაეხმარება საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე მოთხოვნადი ისეთი პროდუქტების მწარმოებლებს (მათ შორის თაფლის), რომლებიც ცალკე ძალებით ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, ხოლო გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება შედეგების მიღწევა.

ასევე დაგეგმილია ალპური მესაქონლეობის განვითარების მიზნობრივი პროგრამები.

 

  • ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

განხორციელდება სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის მასშტაბური პროექტები

 

  • მარკეტინგული მხარდაჭერა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერთა აგრობაზრების და ბაზრობების, ფესტივალების (ღვინისა და ყველის) ორგანიზებას.

საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას გაუწევს დეგუსტაციებს,  კონკურსებს, ღვინის საერთაშორისო კონფერენციებს, გამოფენების და მედია-ტურების ჩატარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2017 წელს დაგეგმილია მარკეტინგული ღონისძიებები ჩინეთში, იაპონიაში, სინგაპურში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

დაგეგმილია ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნა, რომელიც განახორციელებს ქართული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.

 

  • საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების განვითარება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს რეგიონული სამმართველოებისა და მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომელთა გადამზადებას, სერვისების მარკეტინგს, რაც გაზრდის ფერმერთა მიმართვიანობას. ყოველივე აღნიშნული, წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას უზრუნველყოფს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

თბილისური ისტორიები

თბილისური ისტორიები

7 years ago
უკრაინის უმაღლესი რადას 10 პუნქტიანი მიმართვა ვლადიმერ პუტინს

უკრაინის უმაღლესი რადას 10 პუნქტიანი მიმართვა ვლადიმერ პუტინს

12 years ago
გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

9 years ago
“დედობა ჩემთვის არაა მოვალეობა, დედობა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა”-მარტოხელა დედის ნაამბობი

“დედობა ჩემთვის არაა მოვალეობა, დედობა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა”-მარტოხელა დედის ნაამბობი

7 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by