• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: რუბლის ვარდნის ისტორიული მინიმუმი

12 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
BBC: რუბლის ვარდნის ისტორიული მინიმუმი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10825042_882990101732267_214943053_o

რუბლის გაუფასურება მსოფლიომ შეაფასა, როგორც ისტორიული მინიმუმი, რომელიც 1998 წლიდან დღემდე ჯერ არ განმეორებულა. მყარი და დროებითი მონაცემების გავრცელება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან რუბლი რამდენიმე საათში ერთხელ საგრძნობლად იკლებს.

რუბლის გაუფასურების მიზეზად, მსოფლიოში ნავთობზე ფასების კლებას ასახელებენ, თუმცა ექსპერტების განცხადებით, ნავთობზე ფასების კლება არ არის ამ პროცესების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი. მათი თქმით, ის გეოპოლიტიკური პროცესები,რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოში, განსაკუთრებით,  უკრაინაში მიმდინარეობდა შედეგებს ახლა იმკის. სწორედ, რუსეთის მოქმედება უკრაინასთან მიმართებით არის რუბლის  საგრძნობლად დაცემის მიზეზი.

10836576_882990078398936_1728445908_nნავთობზე ფასის კლებასთან დაკავშირებით OPEC-მა თვის დასაწყისში შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ანგარიში და ორგანიზაციის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობზე ფასების შემცირების მიუხედავად, ნავთობმომპოვებელი ქვეყნები მოპოვებას არ შეამცირებენ, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასების სამომავლო კლებას შეუწყობს ხელს.  აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ავრცელებს ოფიციალური მოსკოვიც, რუსეთის ეკონომიკური ზრდის მინისტრის ალექსეი უკულაევის განცხადებით, ნავთობზე მაღალი ფასის დაწესებით დაზარალდებიან ის ქვეყნები, სადაც ნავთობის მოპოვება შედარებით ძვირადღირებულია, მის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში ასეთ ქვეყნებად დასახელებულები არიან ირანი,ერაყი, ვენესუელა და რუსეთი.

რუბლმა რეკორდული ვარდნა  განსაკუთრებით, დეკემბრის თვის პირველ დღეებში დაიწყო.  დოლარის კურსმა 54 რუბლს, ხოლო ევრომ 66,94 რუბლს მიაღწია. შესაბამისად, 2 დეკემბრის მონაცემებით, დღის განმავლობაში ამერიკული ვალუტა რუბლის მიმართ 5%, ხოლო ევროპული ვალუტა 4,5% გაძვირდა. რუსეთის შემოსავლების ყველაზე მეტი წილი ნავთობის ექსპორტზე მოდის, რაც თავის მხრივ განაპირობებს რუსული ვალუტის სიმყარეს. გაზი და ნავთობი მთლიანი სახელმწიფოს შემოსავლების 70%-ს შეადგენს.

10818560_882990081732269_289221789_n

ცნობილი უცხოური გამოცემები, წარსულში არსებულ ინფლაციებს ადარებენ დღევანდელობას და აღნიშნავენ, რომ ეს არის რეკორდული მინიმუმი, ბოლო 5-10 წლის განმავლობაში. მაგალითისთვის, ბრენდ ტიპის ნავთობი ბარელზე ბოლო მონაცემებით, $ 63.53 აშშ დოლარია, ეს კი ყველაზე დაბალი ფასია 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ.

3 დეკემბრის დილის მონაცემებით კი, ევროს კურსის ერთ-ერთი დაბალი ნიშნული, მნიშვნელოვან 67-რუბლიან ზღვარსაც გასცდა. მოვლენები მეტად მტკინვეულად ვითარდება რუსეთისთვის, 1-2 დეკემბერში, რუბლის ვარდნის შემდეგ, ვაჭრობა რუსეთისთვის 2 დეკემბრის საღამო საათებში ოპტიმისტურად დაიწყო – მსოფლიოში ნავთობზე ფასების, რამდენიმე დოლარით გაძვირების ფონზე რუბლმაც გამყარება დაიწყო. თუმცა ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა.

E62876B8-E642-4E69-862A-73BCCAEB72FE_w748_r1_s

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის  ქრისტინ ლაგარდის განცხადებით, ნავთობის ფასის გაიაფება დაწევა დადებითად იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე, თუმცა ეს პროცესი რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ კი, რუსეთის  ფინანსთა სამინისტრომ  გადაწყვეტილების მიღებისთვის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა, შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში ნავთობზე ფასების $60 აშშ დოლარამდე დაცემის სცენარს რეალურად განიხილავს.

„მეტალინვესტბანკის“ დილინგის ცენტრის ხელმძღვანელი, სერგეი რომანჩუკი რუბლის გაუფასურებას „რუსეთიდან ვალუტის შემაძრწუნებელი გადინებით“ ხსნის. „კითხვის დასმაც კი არაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეცემა ასე მკვეთრად რუბლი. პასუხი ცალსახაა, ეს პროცესი რუბლის ასეთი მკვეთრი გამოწვეულია იმით, რომ ხალხს არ აქვს მომავლის რწმენა და ცდილობს შეიძინოს უძრავი ქონება, მიიღოს უცხოეთში ცხოვრების უფლება“.

RUB

1 დეკემბერს ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიუხედავად, რუბლი შემდეგნაირად გაუფასურდა. დოლარის კურსი პირველად გასცდა 52 რუბლს, ხოლო ევრო 65 რუბლს. რუსული ვალუტის ასეთი ვარდნა, როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, დაკავშირებულია სანქციებთან და ნავთობის გაუფასურებასთან, ეს უკანასკნელი კი ივნისის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე 40%-ით გაიაფდა. ამასთანავე, რუბლის გაუფასურება ძირითად ვალუტებთან პროცენტული მაჩვენებლით 30% -40 %-ებს შორის მერყეობს.

21d8b5eრუბლის დაცემის სხვა მიზეზებთან დაკავშირებით, „მეტალინვესტბანკის“ დილინგის ცენტრის ხელმძღვანელი, რომანჩუკი РБК-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ: „ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დეკემბერში დიდი ოდენობით უცხოური კრედიტების დაფარვა უწევთ, ვალუტის დეფიციტს განიცდიან. ბაზარზე არ არიან მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან სავალუტო რისკები თავის თავზე აიღონ. ასეთ პირობებში მცირე დისბალანსიც კი საკმარისია რუბლის გაუფასურების ტენდენციის დასაწყებად. გუშინ ბაზარზე დიდი ოდენობით ვალუტა გაიყიდა, მოთამაშეებს შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ეს ცენტრალური ბანკის ინტერვენცია იყო.“

ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი 27 ნოემბრის გადაწყვეტილება გახდა. რუსეთის უპრეცედენტო ძალისხმევა წარუმატებლად დასრულდა და 27 ნოემბერს  OPEC -მა ნავთობმოპოვების მოცულობა უცვლელად დატოვა. 

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს, ხელმძღვანელის, ადამ სემინისკის თქმით, ნავთობზე მსოფლიო ფასების 50 დოლარამდე დაცემა არ არის გამორიცხული. სემინისკის განცხადებით, ეკონომიკის ექსპერტთა და ანალიტიკოსთა უმრავლესობის პროგნოზებით, 2015 წლის გაზაფხულ–ზაფხულისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში საორიენტაციო მარკის ნავთობის WTI-ის , იგივე ტეხასის „მსუბუქი“ ნავთობის ფასი $62-მდე შემცირდება.

10834098_882990091732268_1366055978_n

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვი ეხმიანება ახალ  პროგნოზებს და ამბობს, რომ ნავთობის კიდევ უფრო გაიაფების შემთხვევაში რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება,  სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება და რეცესია გარდაუვალი იქნება.

ერთ-ერთი ამერიკული ტელევიზიის, Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კი ექსპერტთა 58% აცხადებს, რომ რუსეთი რეცესიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებს თუ ციმბირის  მარკის ნავთობის ფასი არ ჩამოაკლდება $100 აშშ დოლარს.

10818672_882990071732270_724141401_n

OPEC-ის სამიტზე, კარტელის წევრმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები საუდის არაბეთის მეთაურობით, სიტყვით გამოვიდნენ. აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებმა დამსწრე ქვეყნებს მიანიშნეს, რომ მათ შეუძლიათ მტკიცედ დგომა ამ პირობებში და მზად არიან შეეგუონ ნავთობის დაბალ ფასებს. ამ შეგუების მთავარი მიზეზი , კი არის ის, რომ  ბაზრის წილი არ დაკარგონ აშშ–სა და ჩინეთში. ნავთობის ბოლოდროინდელი გაიაფების ძირითადი მიზანია  შეჩერდეს ფიქალის ნავთობის ბუმი აშშ–ში. არაბები იმედოვნებენ, რომ ნავთობის გაიაფება ამერიკაში ახალი საბადოების მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ ათვისებას შეაჩერებს.

 წყარო : BBC

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

13 სექტემბრიდან ტრანსპორტი აღდგება

13 სექტემბრიდან ტრანსპორტი აღდგება

5 years ago
დუბლინსა და ჟენევაში 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დუბლინსა და ჟენევაში 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

7 years ago
ნანა ჩაჩუა: “ყველა, ვისაც ასეთი აგრესია აქვს, მან  ბავშვობაში გადაიტანა შეურაცხყოფები”

ემოციები და მისი მართვა – ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

9 years ago
“უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას”

“უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას”

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by