• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ყოველი გაცოცხლებული ვიზუალი ფორმაში ქმნილი ენერგიაა” – გიორგი სისაური ქართული დამწერლობის შესახებ

6 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
“ყოველი გაცოცხლებული ვიზუალი ფორმაში ქმნილი ენერგიაა” – გიორგი სისაური ქართული დამწერლობის შესახებ
27
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საკუთარ შინაგან სამყაროს, მიზნებსა და მისწრაფებებს ადამიანები განსხვავებულად გამოვხატავთ. განსხვავებულია მიღწეული შედეგებიც. გამორჩეულად საინტერესოა ნამუშევრები, რომლებსაც ხელოვანი ადამიანები ქმნიან – მარტივად და, ამავდროულად, რთულად აღსაქმელები.

ქართულ უნიკალურ დამწერლობას წარმოადგენს გიორგი სისაური. კალიგრაფიით ის წლების წინ დაინტერესდა, პროფესიონალურად განვითარდა და არაერთი გამარჯვებაც მოიპოვა ეროვნული დამწერლობის სადარაჯოზე. უფრო კონკრეტულად, რას  ნიშნავს მისთვის ქართული კალიგრაფია, რა ემოციებთანაა დაკავშირებული ის – “თბილისი თაიმსს” გიორგი თავად ესაუბრება.

“კალიგრაფიის ხელოვნებით ბავშვობის ადრეულ წლებში დავინტერესდი, თუმცა პროფესიონალურად ამ დარგში 11 წლის წინ ჩავები – 13-14 წლის ასაკში. პირველი კოლექცია, რომლის შექმნაც ამ ასაკში დავიწყე, იყო ლოცვები და ტროპარ-კონდაკები, ფსალმუნები, შემდეგ – წმინდა ოთხთავის ტექსტებზე შექმნილი ილუმინირებული ხელნაწერები, “ვეფხისტყაოსანი”. განვლო კიდევ რამდენიმე წელმა და შევქმენი “ანბანთქება” – ჩემი ამ ეტაპისთვის ბოლო დიდი პროექტი კალიგრაფიის ხელოვნებაში”.

რით არის საინტერესო ჩვენი ქვეყნის დამწერლობა?

ამ მოხაზულობათა გამაოგნებელ ესთეტიკურობას თუ თავს დავანებებთ, ჩვენ შეგვეძლება, ჩავიღვაროთ უდიდესი ინფორმაციისა და საკრალური ცოდნის მორევში. ის, რაც ამ დამწერლობასა და მათ სემანტიკაში დევს, სცდება უბრალოდ მოხაზულობათა ნაირფეროვნებასა თუ ინდივიდურ სახებებს. მთელი ქართული ანბანი, თავისი მოხაზულობით, მზისა და მთვარის ფაზების მოხაზულობებს შეესატყვისება, რომელნიც შერწყმულ-შეკავშირებულნი არიან ერთმანეთთან ვერტიკალებისა თუ ჰორიზონტალური სხივისებრი ხაზებით – დამწერლობის 3 სახეობა, რომელიც დროსა და სახეცვალებადობასთან ერთად გარდაიქმნებოდა და ერთმანეთიდან გამოვლინდებოდა. ყოველი სიმბოლო, რომელსაც თავისი რიცხვითი მნიშვნელობა აქვს 1-დან 10 000 -ის ჩათვლით არის კაბალურ სამყაროში იმ უდიდეს მისტერიული კარის გასაღები, რაზე საუბარიც დიდ სალექციო კურსს მოიცავს. რთულია, ორი სიტყვით აღწერო და დაახასიათო უსასრულობა. ჩემთვის ქართული ანბანი სწორედ რომ უსასრულობაა თავისი სამყაროსეული მაშტაბებითა და ამოუხსნელი საიდუმლოებებით – იმ სემანტიკით, რაც მასშია მოქცეული, რაც ჩანს და  რაც არ ჩანს…

პირადად შენ რა წარმატებებს მიაღწიე?

მთელი ამ დროის მანძილზე იყო ბევრი მოგებული კონკურსი, არაერთი საერთაშორისო, პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საქართელოს ფარგლებს გარეთ. ჩემ მიერ ახმიანებული ქართული ანბანის ნიმუშები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ათეულობით მუზეუმსა თუ კერძო კოლექიებშია დაცული – გამოვარჩევდი ნიუ იორკის მომას, გაერო-ს ფონდის საცავს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკას, დედოფალ ელისაბედ მეორისა და რომის პაპ ფრანცისკე პირველის კერძო კოლექციებს. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ხელოვნების სხვადასხვა დარგში ვმოღვაწეობ 12 წლის ასაკიდან და სხვადასხვა დარგში სხვადასხვა წარმატება იყო ყოველ ეტაპზე.

ჩემთვის, როგორც არტისტისთვის ყველაზე დიდი წარმატება არა მოგებული კონკურსები და საერთაშორისო აღიარებაა, არამედ – იმ ნიმუშის შექმნა, რომელიც წინას სჯობს და რომლის შემოქმედებითი პროცესიც ენით აღუწერელ ბედნიერებას გაგრძნობინებს. ეს ხელოვნების ერთგვარად მტანჯველი და ამავდროულად მაცოცხლებელი აზარტია, რომლისგან თავის დაღწევაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია დღეს ჩემთვის. ეს უკვე უსასრულობის ინერციაა, რომელიც მეტაფორად გაქცევს.

შენ მსგავსად, ბევრია დაინტერესებული ამ მიმართულებით?

დაინტერესებული ბევრია, თუმცა დაოსტატებულნი – თითზე ჩამოსთვლელი. ხელოვნების ნებისმიერ დარგში „უმაღლესი ლიგაში თამაში“ იმაზე ბევრად მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ დაინტერესება ან მოსინჯვა. ჩემთვის ყოველი ახალი პროექტი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანებამდე ესთეტიკური ვიზუალური ფორმის მეშვეობით მივიტანო კონცეპტები, საზრისები, მეტაფორები… თუნდაც ეს ფორმა ზოგჯერ ალეგორიულიც იყოს… ეს არაა რაიმე სიბრტყეზე უბრალოდ გაცოცხლებული სიტყვები – ან კი ფერთა თამაში, ეს ისტორიაა, ამბავი, რომელსაც არტისტი ჰყვება, აქტი – რომელიც შენი შინაგანი სამყაროს კარს უხსნის ადამიანთა სულებს და მასში ამოგზაურებს.

როგორ შეაფასებ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამორჩეული და უნიკალური დიზაინები შექმნა?

სამყაროს მიმართ მიმღეობა, კოსმიური ენერგიის შემოშვება და ადაპტირება. ყოველი გაცოცხლებული ვიზუალი ფორმაში ქმნილი ენერგიაა. კრეატიულობა, გამბედაობა, მცდელობა, დაუღალავი შრომა, ინტელექტუალური მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა, მიზანდასახულობა… ბუნებასთან მეტი შესიტყვება, მისთვის ყურის დაგდება აუცილებლად აახმიანებს ჩვენს სულებში გაბმულ უხილავ სიმებს. მოუსმინეთ სიჩუმეს, აღივსეთ სიცარიელით და თქვენში არსებული უნიკალურობა მაშინვე გაშლის ფრთებს. მოგისმენიათ დედამიწის გულის ფეთქვა? …

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share11Tweet7

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა

2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა

7 years ago

ელტონ ჯონი: “ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო”

9 years ago
გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

პრეზიდენტი დავით უსუფაშვილთან და „ევროპული საქართველოს“ წევრებთან სამომავლო თანამშრომლობას არ ადასტურებს

10 years ago
სანქციების გამო “IDS ბორჯომი” წარმოებას დროებით აჩერებს – კომპანიის განცხადება 

სანქციების გამო “IDS ბორჯომი” წარმოებას დროებით აჩერებს – კომპანიის განცხადება 

4 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by