• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ორშაბათი, აპრილი 19, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
13 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
ვკარგავთ თუ არა საბოლოოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?!- ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებები

ვკარგავთ თუ არა საბოლოოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?!- ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებები

2014/12/04
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
1 0
12
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას, რუსულ-აფხაზური ძალების ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბებას, ასევე ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკურ თუ სოციალურ სისტემებში აფხაზეთის ინტეგრაციისკენ. ვრცელდება ინფორმაცია ასევე იმის შესახებ, რომ მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. “თბილისი თაიმსი” დაინტერესდა ამ ხელშეკრულების ფონზე როგორ ესახებათ ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს სამაჩაბლოსა და ახაზეთის ბედი და სამომავლო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენ მათ აზრი “აბაშიძე-კარასინის” მოლაპარაკებებზეც ვკითხეთ.

paata zakareishvili sakartvelos sahaero sivrtsis darghvevis fakts ekhmaureba 10764

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი:  ”ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ხელშეკრულება არის მორიგი უკანონობა, ისე როგორც 80-მდე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმდა. ჩვენ რომ ჩავუღრმავდეთ ამ დოკუმენტებს და ვაღიაროთ, ამით რაღაც იცვლება, ძალიან საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ყველა დანარჩენი ხელშეკრულებაც ასევე სერიოზულად უნდა აღვიქვათ… ე.წ. ხელშეკრულება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით უკანონოა და არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. რაც შეეხება რუსეთის ქმედებას, როგორც პოლიტიკურ ქმედებას, ეს არის საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, სადაც პირველად გამოჩნდა, რომ რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. გარდა ემოციებისა და პანიკური განწყობისა, საჭიროა, ამას შევხედოთ გონივრულად და გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ე.წ ხელშეკრულება არსებითად არ განსხვავდება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაფორმებულ ოთხმოცზე მეტ მსგავსი ე.წ. ხელშეკრულებისგან. ყველაზე მძიმე ცვლილებები მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ რუსეთს საშუალება მისცა, განეხორციელებინა საომარი მოქმედებები, მოეხდინა ტერიტორიების ჯერ ოკუპაცია, შემდეგ აღიარება და უკანონო ხელშეკრულებების ხელმოწერა. ეს ხელშეკრულებები თავისი სტატუსით უფრო მაღალია, ვიდრე 24 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი. რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, 2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ 24 ნოემბერს ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება სწორედ ამ შეთანხმებიდან გამოდის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს დოკუმენტი სამართლებრივად შეფასდეს, რადგან მისი წარმომშობი ხელშეკრულება უკანონოა.  შესაბამისად, დღეს მის ტექსტში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა. მეორე საკითხია, რატომ გააკეთა რუსეთმა დღეს ეს? – იმიტომ, რომ აშკარად ხედავს, კარგავს აფხაზეთს საქართველო – ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით. შეიქმნა რა შანსი აფხაზებისთვისაც, მოახდინოს დისტანცირება რუსეთისგან და შეიქმნას გარკვეული ევროპული  პერსპექტივა. სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა პანიკური ქცევა და აფხაზური მხარე იძულებული გახადა, ეჭვქვეშ დაეყენებინა მის მიერ მიღწეული და რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ, არა თუ არ უნდა შევაჩეროთ და შევაყოვნოთ ჩვენი ინტეგრაცია ევროპისკენ, არამედ კიდევ მეტად დავაჩქაროთ და მეტი ინტენსივობით მოვახდინოთ ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ამ ფონზე უნდა გადავარჩინოთ როგორც მთელი საქართველო, ისე საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად აფხაზები, ეთნიკურად ოსები.  რაც შეეხება მოლაპარაკებებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და რუსეთს არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ფონზე რაღაც დიალოგის ფორმატი უნდა არსებობდეს. შესაბამისად, ეს ფორმატი, ვფიქრობ მისაღებია, ამიტომ არ უნდა გადაიხედოს. ”

20141013182121news_18570

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე: ”ეს ხელშეკრულება შესაძლოა ქვეყნის ტერიტორიების საბოლოო ანექსიას არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ძალიან რთულად მესახება მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის. აბაშიძ-კარასინის ფორმატი არ უნდა გაგრძელდეს იმ სახით, რომლითაც იგი იყო, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც სხვა სახით და სხვა თემით ოდესმე შეხვედრა მოხდეს, მაგრამ  იმ ფორმატით, რომლითაც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანა-გამოტანასთან დაკავშირებით, ავიაციის აღდგენასა და ა.შ შეხვედრები არ უნდა გაგარძელდეს. აბაშიძე-კარასინის ფორმატზე მეტად მე მაინტერესებს, მეორე საკითხი, ჟენევის მოლაპარაკებები, მაინტერესებს, თუ როდის გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებები და როგორ აისახება ეს ორი ხელშეკრულება, ერთი უკვე ხელმოწერილი, მეორე ალბათ მზადების პერიოდში მყოფი, ჟენევის მოლაპარაკებების თემატიკაზე და რა სიმწვავით დააყენებს ამას საქართველოს დელეგაცია. ასევე საინტერესოა საერთოდ როგორ უყურებს, საქართველოს დელეგაცია რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფონზე ჟენევის მოლაპარაკებებს. მთავრობას პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ამ საკითხის ირვგვლივ გამართოს მსჯელობა, ჯერ მთავრობის შიგნით, შემდეგ კი მსჯელობაში ჩართოს ფართო წევრები. იყო დაანონსებული, თითქოს პრეზიდენტი აპირებდა მსგავსი მსჯელობის მოწყობას, მაგრამ მე არ მსმენია, რომ მსგავსი რამ გამართულიყოს. ფაქტი ერთია, რომ მოეწერა ხელშეკრულებას ხელი, რომელსაც, როგორც ჩანს, მთავრობა აფასებს თავის წარმატებად, რადგანაც ეს სიტყვები თქვა პაატა ზაქარეიშვილმა ამ ხელშეკრულების შეფასებისას. ვფიქრობ, რომ ეს წარმატება კი არა სრული კატასტროფაა და ვერ ვხედავ ხელისუფლებიდან სათანადო რეაქციას. რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა, მთავრობას კი სათანადო რეაქცია არა აქვს.”

unnamed-24

“ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი: ”ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით გაცილებით უფრო დიდი უბედურება მოხდა 2008 წლის შემოდგომაზე, როდესაც ყველაზე დიდი პრობლემა შეიქმნდა და ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა აღიარა საქართველოს ტერიტორიის ნაწილები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემა იყო ვიდრე ამ ხელშეკრულების გაფორმება, ეს იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის  ყველაზე მწვავე გამოვლენა. ამ ხელშეკრულების გაფორმება, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო და ცუდი პროცესია, ჩვენი ქვეყნისთვის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგის მომტანი. ”ნაციონალური მოძრაობა” ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ქმნის ისტერიულ ფონს, რომლითაც სურს გადაფაროს 2008 წლის შემოდგომაზე ჩადენილი საკუთარი დანაშაული. ის რაც ახლა ხდება ერთმნიშვნელოვნად ცუდია და ამ ხელისუფლების უზარმაზარი პრობლემაა,  რომელსაც შეეძლო, ეს ხელშეკრულება თავიდან აეცილებინა, იმ გზით, რომ შეესრულებინა საკუთარი დაპირებები. ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ხალხს პირადად ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აიღებდა ტელეფონს, დაურეკავდა რუსეთის ხელმძღვანელობას და ჩვენს პრობლემებს გადაიტანდა მოლაპარაკებების მაგიდაზე. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ მოხდა, როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მთელს პოლიტიკურ გუნდს ამის ბერკეტი არ აღმოაჩნდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ აღმოვჩნდით პასიური დამკვირვებელი, ვაკვირდებით, თუ როგორ ავითარებს რუსეთი ურთიერთობებს საქართველოსთვის წართმეულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაციის შესაცვლელად ერთადერთი გამოსავალი,  რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვაა. მერამდენეჯერ უნდა დავინახოთ, რომ საქართველოს პრობლემების მოგვარება შეუძლებელია ევროპაში, აშშ-სა თუ აღმოსავლეთში?! დღევანდელ რეალობაში ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთთან აქვს უკრაინას, ბოლოსდაბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ხვდება, მიუხედავად ასეთი უმძიმესი დაპირისპირებისა, სიტუაციის გამოსწორება  და უკრაინის ინტერესების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების წარმართვით. ჩვენ რაც უფრო დავაგვიანებთ ამ მოლაპარაკებების დაწყებას, მით უფრო მეტ ხელშეკრულების თუ დოკუმენტის მიღებას დავაკვირდებით გვერდიდან. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი პირდაპირპროპორციულად აძლიერებს თავის გავლენას აღმოსავლეთ კავკასიაში, ამას აკეთბს პირველ რიგში აფხაზეთისა და ცხინვალის მეშვეობით. აღარ უნდა ვიაროთ ნაციონალური მოძრაობის ჭკუაზე, რომ თითქოს მოლაპარაკებები არ შეიძლება და ყველა მოლაპარაკება უნდა შევწყვიტოთ, მხოლოდ უნდა ვაგინოთ რუსეთს და ყველაფერი მოგვარდება, ეს არის პოლიტიკა, რომელმაც დაღუპა საქართველო  9 წლის განმავლობაში. ჩვენი პარტია ”გაერთიანებული დემოკრატები” ამ საქმის ასე გაგრძელებას არ აპირებს, ხელისუფლებაში როდესაც მოვალთ, და გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, რადიკალურად შეიცვლება ურთიერთობები და საქართველოს პრობლემების მოგვარება დაიწყება. რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული პოლიტიკური  პრობლემების მოგვარება, ამ ფორმატის ფარგლებში ვერ გადაწყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. მეორესმხრივ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეიძლება მოგვარდეს ეკონომიკური თემები, სავაჭრო ურთიერთობები. მე ვთვლი, რომ ეს არ არის ცუდი და ეს ფორმატი გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ჟენევის ფორმატი, რომელსაც ნაციონალები „კბილებით ეპოტილებიან“, იმიტომ, რომ მათ მიერ შექმნილი ფორმატია, აგერ უკვე 49-ე რაუნდი ჩატარდა და ერთი მოგვარებული  პრობლემაც კი არ მახსოვს. რა თქმა უნდა, აბაშიძ-კარასინის მოლაპარაკებებსაც არ შეუძლია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაალაგოს, მაგრამ ჩემთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახელმა გლეხმა ამოისუნთქა და მის დაწურულ ღვინოს გასაღების ბაზარი აქვს. ამაზე უარის თქმა, კი ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან სამშობლოს მტრობის ტოლფასია, რასაც ნაციონალური მოძრაობა დღეს ჩადის, როდესაც აცხადებს, რომ მწვანილზე ვყიდით ქვეყნის კეთილდღეობას, ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა და დამნაშავე ხდება ”ქართული ოცნებაც”, რომელიც დამნაშავეებს არ სჯის.”

994790_820250611352703_1216457507316207_n

ინსტრუქტორ -ანალიტიკოსი გლობალურ იუსაფრთხოების საკითხებში, დოქტორთა კლუბის პრეზიდენტი და დასავლეთის სპეცსამსახურების მკვლევარი თორნიკე შურღულაია: ”ეს არის რუსეთის მხრიდან იურიდიულად საქართველოს მიტაცებული ტერიტორიების და ამდენი წლების მანძილზე არსებული სიტუაციის დეიურედ გაფორმების მცდელობა. ჯერ კიდევ 1 წლის წინ  კომენტარებსა, თუ ინტერვიუებში ვაცხადებდი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა იმაზე ადრე ვიდრე ყველას ეგონა. რუსეთის ამგვარი ქმედება გამომდინარეობს იმპერიული ამბიციებიდან და ყოველივე გახლავთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძირითადი მიზნის შემადგენელი ნაწილი (აღადგინოს საბჭოთა კავშირი), რადგანაც ის საბჭოთა კავშირის დაშლას ისტორიულ შეცდომას უწოდებს. დასავლეთის ლიბერალური და რბილი პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ძლიერ პოლიტიკურ ფიგურებად მოგვევლინენ. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები და ოსები რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას განაგრძობენ ისინი განწირული არიან დაკარგონ თავიანთი იდენტობა, რადგან დაუყოვნებლივ მოხდება მათი ასიმილაცია სლავებთან. რუსეთის ფედერაცია თავისი რეგრესული პოლიტიკის გამო გაიზიარებს სსრკ–ს ბედს, შეიძლება ეს ცოტათი დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ 21- საუკუნეში რუსეთის Realpolitik განწირულია მარცხისთვის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენმა ხელისუფლებამ უდაოდ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ურთიერთობები დასავლეთის პარტნიორ ქვეყნებთან, უნდა გავააქტიუროთ პარტნიორობა, რადგან ჩვენ ამ პლათფორმაზე სუსტ პოზიციაში ვიმყოფებით, ჩვენი მიზანია განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ ყაიდაზე, რისთვისაც საჭიროა ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი ეკონომიკა და ეროვნული იდეა, იდეა რომელიც იქნება პრაგმატულ პოლიტიკაზე დამყარებული და არა ილუზიებით გაჯერებული და პიარზე ორიენტირებული. როგორც ჰარი ტრუმენი იტყოდა “ძალა ერთადერთი რამაა, რაც რუსებს ესმით“.

x6TXvd79snw_2

ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი: ”ეს ხელშეკრულება არის ჩვენი ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს თანმიმდევრული გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთი მუდმივად ცდილობს, ამ რეგიონების საქართველოსგან იზოლაციას, ხელშეკრულების სპეციფიკა, კი მდგომარეობსამ შემთხვევაში აფხაზეთის  საბოლოო მიერთებაზე და მის პოლიტიკურ ველში საბოლოო მოქცევაზე. თუ რაიმე პოზიტიურის დანახვა შეიძლება რუსეთის ამ ნაბიჯში არის, ის რომ ხელშეკრულებას აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილში მოყვა წინააღმდეგობა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აფხაზ ხალხში ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაიზრდება, მოიმატებს და საბოლოო ჯამში ისინი უარს იტყვიან ანექსიის იმ განზრახვაზე, რაც რუსეთს აქვს. ეს შეიძლება გახდეს აფხაზეთში ანტირუსული მოძრაობის გაძლიერების საფუძველი, რაც მექანიკურად არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს შემოდგენლობაში ყოფნას მოინდომებენ, მაგრამ ეს იქნება ნაბიჯი იმისა, რომ აფხაზი ხალხი მოინდომებს საქართველოსთან დაახლოვებას. მე მოლაპარაკებების  წინააღმდეგი არასოდეს არა ვარ, ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები.

პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები თუ ექსპერტები მოლაპარაკებებისა და მსჯელობის უპირატესობაზე და ამ გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებაზე საუბრობენ, თუმცა პრობლემა ჯერჯერობით ისევ მწვავედ დგას ჩვენს რეალობაში. 

04.12.14

ნინა პირტახია

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა
ახალი ამბები

პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა

2021/04/18
ძველი პერანგებისგან შექმნილი ქვედაბოლოები და სხვა – ზრუნვა ნარჩენების შემცირებაზე
ახალი ამბები

თანამედროვე ტანსაცმელი აფხაზური ორნამენტებით – მოდელები და მკერავები დევნილები იქნებიან

2021/04/18
17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია
ახალი ამბები

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

2021/04/17
Next Post
პრემიერ-მინისტრმა 2015 წლისთვის ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მოიწვია

პრემიერ-მინისტრმა 2015 წლისთვის ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მოიწვია

ბიძინა ივანიშვილი: “ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმეტში”

ბიძინა ივანიშვილი: "ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმეტში"

„რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა“

Discussion about this post

ახალი ამბები

პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა
ახალი ამბები

პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა

2021/04/18
0

რომის პაპს, ბენედიქტე მეთექვსმეტეს 94 წელი შეუსრულდა. ალოიზ რაცინგერი დაიბადა 1927 წლის 16 აპრილს გერმანიაში. 1951 წლის 29 ივნის ხელდასხმული...

სრულად
ძველი პერანგებისგან შექმნილი ქვედაბოლოები და სხვა – ზრუნვა ნარჩენების შემცირებაზე

თანამედროვე ტანსაცმელი აფხაზური ორნამენტებით – მოდელები და მკერავები დევნილები იქნებიან

2021/04/18
17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

2021/04/17
როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

2021/04/17
მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება – გამყრელიძე

ქართული ხატი პაპის სააღდგომო წირვაზე

2021/04/17
ტრადიციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ახლავს

ტრადიციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ახლავს

2021/04/17
„სამბრელა“ – თუ თქვენთვის მობილური თამაშები საინტერესოა

„სამბრელა“ – თუ თქვენთვის მობილური თამაშები საინტერესოა

2021/04/17

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა

მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღეს ევროპის საბჭოს მინისტერიალში

5 წელი ago
საშობაო ეპისტოლე-ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია

“თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა”-ილია მეორე

2 წელი ago
ალექსანდრე ჭიკაიძე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა

6 წელი ago

საფრანგეთში გეი-პარადის მოწინააღმდეგის მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ

8 წელი ago

კალენდარი

აპრილი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« მარ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

სიახლეები

  • პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა 2021/04/18
  • თანამედროვე ტანსაცმელი აფხაზური ორნამენტებით – მოდელები და მკერავები დევნილები იქნებიან 2021/04/18
  • 17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია 2021/04/17

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In