• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოდან რუსეთში ­ექსპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი კვლავ ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე მოდის

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სასტუმრო თბილისი მერიოტში ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა „დოქტრინა“ მორიგი ეკონომიკური ფორუმი გამართა. ფორუმის მთავარი თემა იყო საქართველოს საგარეო ვაჭრობა რუსეთთან, მისი გამოწვევები და საფრთხეები. შეხვედრაზე მოხდა უახლესი კვლევის შედეგების პრეზენტაცია, კვლევის მონაცემების თანახმად, 2013 წლის მონაცემებით რუსეთი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რე­ი­ტინ­გში მე-4 ადგილი ეკავა, ხოლო ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეი­ტინ­გ­ში მე-4 პოზიციას იკავებდა, მთლიან იმ­პორ­ტში 7,5 %-იანი წილით.

10844448_914853488525979_1774461760_o

შედეგები გვიჩვენებს, რომ 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 9,7 პრო­ცენ­ტამდე გაიზარდა. ამ პერიოდში მან ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ექსპორ­ტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

2007 წლიდან საქართველო-რუსეთს შორის საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შემცირება დაიწყო, რისი გამომწვევი მიზეზიც რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო გახდა. ეს ყველაფერი აისახა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირებით. ბოლო 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში რუსეთში საქართველოდან ექსპორტის მინიმალური მნიშვნელობა 2009 წელს დაფიქსირდა და 21,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან საქართველოში იმ­პორ­­ტი­რე­ბული პროდუქციის მოცულობა 2010 წლიდან ზრდის ტენ­დენ­ციით  ხასიათდება. საქა­რთვე­ლოში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მაქსიმალური მაჩვენებელი, ბოლო 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში 2013 წელს დაფიქსირდა და 587,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ  2014 წლის იანვარ-ოქტომბერში იმ­პორ­ტის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,2 პროცენტით არის შემცირებული, მაშინ როდესაც ექსპორ­ტის მოცულობა გასული წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 78,6 პროცენტით გაიზარდა.

2013 წელს რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლი­ან ექს­პორტში, 2012 წელთან შედარებით 3,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 9,7 პრო­ცენტს მიაღ­წია.  თუმცა აღნიშნული მაჩვენებლების მაქსიმალური მნიშვნე­ლობა ბოლო 14 წლიანი პე­რი­­­ოდის განმავლობაში  2001 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსეთზე მოდიოდა სა­ქარ­თვე­ლოს მთლიანი ექსპორტის 23,2%.  გარდა ამისა, შეხვედრაზე მოხდა რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ანალიზი.

2013 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის 29,7%-ს ყურძნის ნატურალური ღვინოები  იკა­ვებ­და, 17,7%-ს მინერალური წყლები, 17,0%-ს მსუბუქი ავტომობილები, 6,9%-ს ფეროშენადნობები, 6,0%-ს სატვირთო ავტომობილები, 5,6%-ს ელექტროენერგია, 4,0%-ს ციტრუსების ნაყოფი, ხოლო ხოლო დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში უმნიშვნელო წი­ლი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველო ყურძნის ნატურალური ღვინოების  ექსპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებდა, აქედან რუსეთზე აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის 44,1% მოდიოდა. შესაბამისად რუსეთი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა.

10878983_914853578525970_418056024_o

ამავე წელს, რუსეთზე მო­დიო­და საქართველოდან ექსპორ­ტირე­ბული მინერალური წყლების 31,6%, ექსპორტირებული ელექტროენერგიის 77,1%,  ციტრუსის  38,1%, შავი ლითონების მილების, მილაკების და ღრუ პროფილების 21,3%,  სატვირთო ავტომობილების 22,9%. რუსეთში ექსპორტირებული ყურძნის ნატურალური ღვინოების ფასების ანალიზმა აჩვენა, რომ  საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული 1 ლ. ყურძნის ნატურალური ღვინის ფასი 3,6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც  10 ცენტით აღემატება იტალიური ღვინის ფასს.

2013 წელს რუსეთზე მოდიოდა საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილიც.  საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს 2013 წელს რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებდა აქედან 77,1% – რუსეთზე მოდიოდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ანალიზი სუფთა ექსპორტის შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მიერ 2013 წელს რუსეთში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მოცულობაში რეექსპორტს 93,8% უჭირავს, ხოლო სატვირთო ავტომობილების რეექსპორტს  – 99,0 პროცენტი. ასევე, 2013 წელს საქართველოს მიერ რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 23,6%-ს ხორბალი და მესლინი იკავებდა. ამავე წელს,  საქართველომ ხორბლისა და მესლინის იმპორტი მსოფ­ლი­ოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან განახორციელა, თუმცა აქედან რუსეთზე 75,2% მოდიოდა. რაც შეეხება ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, 2013 წელს საქართველომ მისი იმპორტი მსოფ­ლი­ოს მრავალი ქვეყნიდან განახორციელა, თუმცა აქედან რუსეთზე მხოლოდ 11,9% მოდიოდა.

2013 წელს საქართველომ დაახ­ლო­ებით 301 მლნ აშშ დოლარის ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტი განა­ხორ­ცი­ე­ლა, ხოლო აქედან 18% რუსეთზე მოდიოდა. რუსეთს მნიშვნელოვანი წილი ეჭირა აგრეთვე 2013 წელს საქართველოს მიერ იმ­პორ­­ტირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქციაში: “ელექტროენერგია” (საქართველოში იმპორტირებულის  95,5% რუსეთზე მოდის), “შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები” (31,4%), ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები (32,2%), პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი (64,7%), სიმინდი (46,5%), პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული (23,6%).

ფორუმს ესწრებოდნენ ექსპერტები ეკონომიკის დარგში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დისკუსია გამართეს.

„თბილისი თაიმსი” შევხედრის დასრულების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ესაუბრა.

10876964_914853525192642_935234861_o

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის „დოქტრინას“ დირექტორი, მიხეილ დუნდუა:

„2013 წლიდან დაიწყო საქართველო-რუსეთს შორის საგარეო სავაჭრობა კავშირების გაღრმავება. ამ წელს ჩვენი ქვეყნის ქსპორტის მოცულობამ რუსეთში 190,7 მლნ აშშ დოლარი შეად­გინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. რუსეთში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა მნიშვნე­ლოვ­ნად გაიზარდა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერშიც და 234,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის წლიურ მაჩვენებელს აღემატება 23 პროცენტით, რომ არაფერი ვთქვათ გა­სუ­ლი წლის შესაბამის პერიოდზე. 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში ­ექსპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი –  40,9%  კვლავ ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე მოდიოდა. მეორე ადგილს იკავებდა მინერალური წყლები 25,6%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიციაზე კვლავ მსუბუქი ავტომობილები იყო, თუმცა გასულ წელთან შედარებით შემცირებული წილით. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მთლიან მოცულობაში, გასულ წელთნ შედარებით ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და მინერალური წყლების წილი საგრძნობლად გაიზარდა. 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო ყურძნის ნატურალური ღვინოების და მინერალური წყლების ექსპორტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებდა, აქედან რუსეთზე მოდიოდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის 63,6%, ხოლო მინერალური წყლების  48,5%. ამავე პეროიდში,  გასულ წელთან შედარებით რუსეთში ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობაში რეექსპორტის წილი შემცირდა და 6,9% შეადგინა, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაიზარდა რუსეთში ექსპორტი, ვფიქრობთ, რომ ჩვენ მასზე დამოკიდებულები არ ვართ. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ძლიერად  განვითარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები კომპესირდება ჩვენი პროდუქციის ექსპორტით სხვადასხვა ბაზარზე.“

10853812_914853738525954_2144870608_o

ექსპერტი ეკონომიკის დარგში, დემურ გიორხელიძე:

 „მე ვფიქრობ, რომ თუ ქართული ეკონომიკა შეწყვეტს თანამშრომლობას რუსეთთან არანაირი საფრთხის წინაშე არ დავდგებით. დღევანდელმა შეხვედრამ და წარმოდგენილმა მონაცემებმა აჩვენა ის, რაც არაერთხელ მითქვამს. ვიმეორებ, რომ საფრთხე არ გვემუქრება, შესაძლოა რომ მხოლოდ რამდენიმე ფირმა დაზარალდეს. პოლიტიკური ბლეფი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვართ რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული არის სრული უაზრობა. ის რომ ცოტას ვვაჭრობთ რუსეთთან, რა თქმა უნდა, კარგი სულაც არ არის იმიტომ, რომ შეიძლება უზარმაზარი ბაზარია და უნდა გამოიყენო შენთვის სასარგებლოდ. მე შევთავაზე ახალაგზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზს, რომ გამოვთვალოთ შესაძლო რისკი კლასიკური გაგებით, შემიძლია გითხრათ, რომ რუსული ბაზრის რისკი გამოვა უფრო დაბალი, ვიდრე სხვა ბაზრებია. ასე რომ ტყუილი საუბარი პოლიტიკური მიზნით, ქვეყნისათვის არასასარგებლო თემების ლობირება  არაფერ კარგს შედეგეს არ იძლევა. წარმოდგენილი იქნა, ოფიციალური, გადამოწმებული საერთაშორისო მონაცემები,  რისთვისაც მადლობა „დოქტრინას“, სწორედ ეს მონაცემები ამტკიცებს ზემოთ თქმულს. სადაც გაგვეყიდება და რაიმე შედეგს მივიღებთ ყველგან უნდა გავყიდოთ. ახლა ასპარეზზე გამოდის ევროპის ბაზარი, რისთვისაც  ნამდვილად ჯერ არ ვართ მზად. რა უნდა გავყიდოთ ევროპაში, ღვინო, მინერალური წყალი, ვის გავაკვირვებთ არაფერი ტექნოლგოგიური, განათლებაზე, ცოდნაზე, მეცნიერებაზე დაფუძნებული პროდუქცია არ გვაქვს. ასე, რომ რუსეთი უზარმაზარი ბაზარია და უნდა გამოვიყენოთ იგი იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია.“

10864534_914853678525960_481719038_o

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი, რამაზ გერლიანი:

„ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი შეხვედრები, დღეს ვისაურბრეთ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ჩვენ ვიცით, რომ ექსპორტი შთამბეჭდავად გაიზარდა რუსეთთან მიმართებაში. ემბარგოს შემდეგ კი ბაზრების გახსნილობამ, ამ ორ ქვეყნის ურთიერთობის ისტორიის მანძილზე მაქსიმუმს მიაღწია, ბოლო ათვი თვის მონაცემები აღემატება ყველა ადრეულ მონაცემებს. ამავდროულად, რა საკვირველია რუსეთის ბაზარს ახლავს შესაბამისი რისკები, ესაა წმინდა ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები და მათი განხილვა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და შემდგომ ექსპერტული ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ასევე უნდა დაველოდოთ შემდეგი კვლევის მონაცემებს, რომელზეც ზეგავლენას მოახდენს რუბლის ვარდნა და მისი თანმდევი პროცესები. საინტერესოა ასევე ის თუ სახის საქონელზე უნდა გააკეთონ ძირითადი ორიენტაცია მწარმოებლებმა, რომ რუსეთის ბაზრებზე  დივერსიფიცირება  გაიზარდოს   და ამავდორულად საინტერესოა, ისიც თუ როგორ გაგრძელდება ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა თუ ჩვენ გავხდებით ევროპის ნაწილი. ჩემი აზრით, უკვე  გამოიკვეთა მიმართულებები, რომლებზეც უნდა იმუშაონ მეცნიერებმა და მკვლევარებმა,   მათ უნდა შექმნან რეალური პროდუქტი, რომლის გათვალისწინებაც მოუწევთ პოლიტიკოსებს.  აქვე იყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ არანაირი საფრთხე არ გველის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტით. გააჩნია საფრთხეში რას ვიგულისხმებთ, ჩვენ ამ შემთხვევაში გარკვეულ სიკეთეს ვკარგავთ, საფრთხე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ იქნება. მაგრამ არ უნდა დავკარგოთ ის ადგილი, რაც გვაქვს რუსულ ბაზარზე და პირიქით, უნდა გავაქტიურდეთ.“

10860588_914853798525948_2034183127_o

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენელი, დოქტორანი ვახტანგ ჭარაია:

„მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვესწრები „დოქტრინას“ ამ ინტენსიურ ფორუმებს, სადაც საინტერესო თემებისა და კვლევების განხილვა მიმდინარეობს. რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს პრეზენტაცია ძალიან საინტერესო გამოივდა, რადგან ეს  მონაცემები დამსწრეთა უმრავლესობისთვის სიახლეს წარმოადგენდა. კვლევის ეფექტურობას განაპირობებდა ისიც, რომ მასში არა მხოლოდ ქართული სტატისტიკა, არამედ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გამოთხოვილი მონაცემებიც იყო გამოყენებული. მთლიანობაში შეიძლება ითქვას ის, რომ რუსეთის ბაზრის არასტაბილური მდგომარეობა საქართველოსთვის დიდი საფრთხის მომცემი არ არის, მე ამ შეხედულებას ნაწილობრივ ვეთანხმები. ის  9-10% წილი რომელიც რუსეთს დღეს უკავია საქართველოს ექსპორტში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, რომ  ასეთი საექსპორტო მაჩვენებლის მქონე ქვეყნის დაკარგვა იქნება  ნულოვანი ეფექტის გამტარებელი ჩვენს ქვეყანაში. მე ვთვლი,რომ ის პროდუქტები რომლებიც გადის დღეს რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლებთან ერთად  არის ზუსტად ის,რაც საქართველოს გააჩნია. ამდენად,  ერთბაშად მათი სხვა ბაზრებზე გადასამისართება რთული იქნება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ზრდადია ემბარგოს მოხსნის დღიდან  და დღევანდელი 10 % შესაძლოა ბოლო წლებში კიდევ უფრო დიდი მაჩვენებელი გახდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსული ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რუსული ბაზრის ჩაკეტვა და კრიზისი არ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პოზიტური ურთიერთობები ხელსაყრელია საქართველოსთვის. ჩემი აზრით, საჭიროა ბაზრების დივერსიფიცირება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება,  რაც პოლიტიკურად უკვე გაჟღერდა  თუმდა პრაქტიკაში ჯერ არ გვქონია. თუმცა ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის.“

21.12.14

ნათია კეკენაძე

 

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს
ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს

02/02/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In