• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველო იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომელთაც “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი ჯერ კიდევ არ გააჩნიათ” – თსუ-ს პროფესორები და მეცნიერები პარლამენტს მიმართავენ

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Tsu3ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტოს პროფესორები და მეცნიერები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და სთხოვენ, ხელი შეუწყოს “საქართველოს სახელმწიფო ენის” შესახებ კანონის მიღებას. პროფესორებმა და მეცნიერებმა “საქართველოს სახელმწიფო ენის” კანონის შესახებ განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაშია საუბარია რომ ჩარჩო კანონის მიღება ინსტიტუციური გარანტია იქნება სახელმწიფო ენის მართვისა და გამოყენებისათვის. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების განცხადების მიხედვით იგი უზრუნველყოფს ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ქართული და აფხაზური ენების სახელმწიფოებრივ სტატუსს – საქართველოს ერთ-ერთ ნაწილში – აფხაზეთში.

“სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის მიღებას საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა, მაგრამ საქართველო იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომელთაც “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი ჯერ კიდევ არ გააჩნიათ. იგი ამ მხრივ რეგიონის მასშტაბითაც გამონაკლისია.

ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი ჯერ კიდევ 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იქნა აღდგენილი, როცა შესაბამისი კანონი მიიღეს. საბჭოთა სისტემის დროს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართულმა საზოგადოებამ ახალგაზრდობის თაოსნობით შეძლო ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნება. თუმცა, ბოლო ორი ათეული წელია, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი ძირითადად მხოლოდ კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დაწყებული კანონპროექტი “სახელმწიფო ენის შესახებ” ყველა ხელისუფლების განხილვის თემა იყო, მაგრამ ვერცერთი მოწვევის პარლამენტმა ვერ შეძლო მისი მიღება. ამჯერადაც ფერხდება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება. ენათმეცნიერებისა და იურისტების ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია ახალი რეალიები. შესაბამისად, იგი პასუხობს ახალ გამოწვევებს. კანონპროექტმა ექსპერტიზა გაიარა ყველა შესაბამის ევროპულ ინსტანციაში. საჭიროა მხოლოდ სახელმწიფოს ნება, რათა არსებული ხარვეზი აღმოიფხვრას. ჩარჩო კანონის მიღება ინსტიტუციური გარანტია იქნება სახელმწიფო ენის მართვისა და გამოყენებისათვის. იგი უზრუნველყოფს ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ქართული და აფხაზური ენების სახელმწიფოებრივ სტატუსს – საქართველოს ერთ-ერთ ნაწილში – აფხაზეთში.

ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ხელი შეუწყოს სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტის მიღებას.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს და გაცილებით ფართო მასშტაბით გააგრძელოს ქართული ენის შესწავლის სახელმწიფო პროგრამა, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის მხრივ, გამოხატავს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს როგორც ამ პროგრამის განხორციელებაში, ასევე ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის განმტკიცების საქმეში”, -ნათქვამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და მეცნიერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი
აკადემიკოსი მზექალა შანიძე
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე
პროფესორი რამაზ ქურდაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ ლორთქიფანიძე
აკადემიკოსი ლევან ალექსიძე
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი აპოლონ სილაგაძე
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი
პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
პროფესორი ნუგზარ სურგულაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთანდილ არაბული
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვაჟა შენგელია
პროფესორი თედო ნინიძე
პროფესორი ოთარ გამყრელიძე
პროფესორი თედო უთურგაიძე
პროფესორი ბესარიონ ზოიძე
პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

25.12.14

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს პროცესების კვალდაკვალ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს პროცესების კვალდაკვალ

7 years ago
შსს-ს მიერ დაკავებული, ინტერპოლით ძებნილი პირის ექსტრადიცია თბილისის აეროპორტიდან განხორციელდა

შსს-ს მიერ დაკავებული, ინტერპოლით ძებნილი პირის ექსტრადიცია თბილისის აეროპორტიდან განხორციელდა

8 years ago
სოფელ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო

სოფელ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო

6 years ago

ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას

11 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by