• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოში საოპერო ხელოვნების დონე არც თუ ისე სახარბიელოა“ – გიორგი სტურუა

12 years ago
კატეგორია: კულტურა, მთავარი მოვლენები
A A
„საქართველოში საოპერო ხელოვნების დონე არც თუ ისე სახარბიელოა“ – გიორგი სტურუა
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ძალიან მიხარია, როდესააც ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას ვხედავ ჩვენს ქვეყანაში და მიწევს თქვენთვის მათი შემოქმედების გაცნობა. ვფიქრობ ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის პოტენცილია, რომელიც საზოგადოებამ უნდა განავითაროს, ნიჭიერი  ახლაგაზრდები ყველაზე დიდი კაპიტალია, რომელიც ხელისფლებამ უნდა დააბანდოს, ნიჭიერი ახალგაზრდები ყველაზე დიდი მოვლენაა, რომელიც ისტორიამ უნდა შეაფასოს, ნიჭიერი ახალგაზრდები ყველაზე დიდი აღმოჩენაა, რომელიც მეცნიერებამ უნდა გამოიკვლიოს, ნიჭიერი ახალგაზრდები ყველაზე დიდი ალმასია, რომელიც მჭედელმა ბრილიანტად უნდა აქციოს, ნიჭიერი ახალგაზრდები სწორედ  ის ნაყოფია, რომელიც საქართველოს მიწაში მყარად ფესვგადგულმა ხემ მოისხა, ასეთი ახალგაზრდები ის იმედია რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს… და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ახალგაზრდა ოპერის მომღერალ, გიორგი სტურუას მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა. მიუხედავად  იმისა, რომ გიორგი საკმაოდ ახალგაზრდაა, ის უკვე სოლისტად მუშაობს ქუთაისის ოპერის თეატრში და საკმაოდ წარმატბულია თავის კარიერაში. სხვა საინტერესო ფაქტებს მის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

10801957_691077861006023_3576179756191161083_n

მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ….

– დავიბადე ქუთაისში 1993 წელს, მყავს მამა, დედა და უმცროსი და. 6 წლის ვიყავი, როდესაც მამა წავიდა ამერიკაში და დღემდე იქ მუშაობს. ბავშვობა ჩვეულებრივი თანმიმდევროვით გავიარე, არაფერი გამორჩეული და უჩვეულო. ვსწავლობდი სკოლაში და სიმღერასთან არანაერი კავშირი არ მქონდა. შედარებით გვიან ავმღერდი, ყველას გაუკვირდა, როდესაც სიმღერა დავიწყე, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიყავი მუსიკალური ბავშვობაში. ვფიქრობ ლათენტური იყო ეს ნიჭი და გვიან გამომივლინდა.

10847869_683561741757635_5824670755280127458_n

როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან და თუ გახსოვთ ის შეგრძნება როდესაც პირველად დადექით სცენაზე?

– 16 წლის ვიყავი, როდესაც ქალბატონი ზემფირა ხვედელიძე გავიცანი.  მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი შემოქომედებითი ცხოვრების განვითარებაში. ვმღეროდი ქალაქურ  სიმღერებს და ამასთან ერთად ვუკრავდი კიდეც. სწორედ ამ პერიოდში მომისმინა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ლაშა ნიქაბაძემ და გადაწყვიტა, რომ  მაესტრო გიორგი ლომთაძისათვის მოესმენინებინა  ჩემი ნამღერი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მე ამ დროს ვაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში. ბატონ გიორგისთან მისვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროფესიით მოვიწამლე. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობი იქნებოდა, თუმცა მალევე დავრწმუნდი საწინააღმდეგოში. ჩავაბარე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სასწვლებელში, რა თქმა უნდა, ბატონი გიორგის კლასში. იქ დამხვდა კონცერტმეისტერი ქალბატონი ირინა კუხიანიძე, რომელმაც როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღო და ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე ესწავლებინა ჩემთვის ესა თუ ნიუანსი. სასწავლებელში 4 წელიწადი ვისწავლე და დღეს თუ რამე ვიცი ყველაფერი იქ შევისწავლე, დიდ სცენაზეც სწორედ იქიდან ავედი. 18 წლის ვიყავი, როდესაც ოპერის სცენაზე სხვადასხვა კონცერტებში ვიღებდი მონაწილეობას.  20 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვითამაშე სპექტაკლში და რევაზ ლაღიძის ოპერაში „ლელა,“ შევასრულე ბერდოს პარტია. ეს ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რადგან ჩემს ასაკში რთულია ასეთი პარტიების შესრულება. ამ დროს ყველა გრძნობა ერთად დამეუფლა, თან ვღელავდი და თან გახარბული ვიყავი.

10431443_692014654245677_1452397849414796460_n

ახლა სად მოღვაწეობთ და რამდენი ხანია რაც დიდი სცენაზე დგახართ?

– ამჟამად ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ასევე ვსწავლობ ქუთაისის უმაღლეს სამუსიკო კოლეჯში. ვმუშაობ ქუთაისის ოპერის თეატრში სოლისტად. ერთი წელია, რაც დიდ სცენაზე ვდგავარ.

10341576_746150458780821_2697606445931370654_n

მიგიღიათ მონაწილეობა  კონკურსებსა და ფესტივალებში? თუ გაქვთ რაიმე ჯილდო მიღებული?

– 2012 წელს კონკურსში „მომავლის ვარსკვლავები“ ავიღე გრამპრი,  2013 წელს სომხეთის საერთაშორისო კონკურსზე ავიღე პირველი ადგილი, 2014 წელს გავხდი ნოდარ ანდღულაძის კონკურსის გრანპრის მფლობლი.

10646964_644318389015304_4940026705973630535_n

რა და რა არიები გაქვთ შესრულებული და გაქვთ თუ არა რაიმე საოცნებო არია, რომლის შესრულებაც მომავალში გინდათ?

– არიების ჩამოთვლა გამიჭირდება, საკმაოდ ბევრი მაქვს შესრულებული. ბერდოს პარტია ოპერიდან „ლელა“, მინდიას პარტია ოპერიდან „მინდია“და კანიოს პარტია ოპერიდან „ჯამბაზები“.

თუ გყავთ საყვარელი ოპერის მომღერალი, რომლის გავლენასაც გრძნობთ თქვენს შემოქმედებაზე?

– ჩემი უსაყვარლესი მომღერალი ფრანკო კორელია, ჩემი აზრით ის არის მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ტენორი. ვცდილობ მივუახლოვდე მის სტილს, მანერას, სასიმღერო ხერხებს. რამდენად გამომივა ამას დრო მიჩვენებს.

10620584_692014294245713_8778129953725594103_n

ლეონკავალოს  ოპერა „ჯამბაზები“ და  თქვენ მიერ შესრულებული კანიო, სულ ახლახან ქუთაისის თეატრში… გვიამბეთ ამის შესახებ?

– კანიოს პარტია ოპერიდან „ჯამბაზები“ სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ცნობილია, რომ ეს პარტია შედარებით მოწიფულ ასაკში სრულდება, მისი სირთულის და დრამატულობის გამო. ადრე მომიხდა ამ პარტიის უცებ სწავლა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ იმ დროს ეს პარტია არ შემისრულებია. გადაწყდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ თეატრის იუბილეზე უნდა დადგმულიყო „ჯამბაზები“ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა გოგი ჭიჭინაძემ კანიოს როლზე მე ამირჩია. ეს დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, საკმაოდ დიდი გამოწვევაც იყო. როგორ გავართვი თავი ეს მაყურებემლა განსაჯოს. ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში

10881878_692014947578981_7498441629203143626_n

თქვენი აზრით, რა ეხმარება ადამიანს ყველაზე მეტად წარმატებაში და რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

– წარმატების მისაღწევად ყველაფერი საჭიროა, განსაკუთრებით საშემსრულებო ჟანრში. თუმცა ჩემი აზრით, მაინც მთავარია სამი რამ: ნიჭი, ცნობისმოყვარეობა და თავდადებული შრომის უნარი.

რას ურჩევდით იმ ახლაგზარდებს, რომლებიც ახლა იწყებენ და უნდა გაიარონ ის გზა რაც თქვენ ნაწილობრივ უკვე გაიარეთ?

– ახალგაზრდებს ვურჩევდი (ცოტა სასაცილოდ ჟღერს ჩემგან რჩევა, რადგან მე თვოთონაც ახალგაზრდა ვარ) დაისახონ მიზანი და რადაც არ უნდა დაუჯდეთ იბრძოლონ მის მისაღწევად.

10891644_692014477579028_5675203964776418847_n

საქართველოში დღეს როგორია საოპერო ხელოვნების დონე და რა პრობლემებს ხედავთ?

– საქართველოში საოპერო ხელოვნების დონე არც თუ ისე სახარბიელოა. ყველაფერი კი დამოკიდებულებიდან მოდის. სახელმწიფოსათვის პრიორიტეტი აღარ არის საოპერო ხელოვნების განვითარება, დატვირთვა დაკარგა ოპერამ საზოგადოებისათვის. ადრე თეატრებშო ყალიბდებოდა საზოგადოება, დღეს კი უკვე ამდენად აქტუალური აღარ არის ხელოვნება. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეცვლება.

10805783_674105496036593_8285740172792752497_n

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას გეგმავთ მომავალში?

– სამომავლო გეგმები ერთი შეხედვით მარტივია. მინდა შევისწავლო სხვადასხვა პარტიები და შევძლო მათი ამა თუ იმ ცნობილ სცენაზე შესრულება. ამის განხორციელება კი საკმაოდ რთულია. ძალ ღონეს არ ვიშურებ, რომ გავამართლო ჩემი და არა მართო ჩემი იმედები.

12.01.15

ანო მუქათარიძე

Share5Tweet3

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისთვის მორიგი შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისთვის მორიგი შეხვედრა გაიმართა

13 years ago

“არა გჯერათ, ჰოდა ახია!” – გიორგი კალანდია

9 years ago
თბილისში ვიწრო ტროტუარებზე პარკინგი შეიზღუდება

თბილისში ვიწრო ტროტუარებზე პარკინგი შეიზღუდება

11 years ago

სტამბულში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

13 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by