• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში სიტყვით გამოვიდა

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში სიტყვით გამოვიდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10451848_793234600767618_5249807276500498873_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა სესიაზე – “მოგზაურობა და ვაჭრობა მაღალი რისკების ეპოქაში”. როგორც “თბილისი თაიმსს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ღია საზღვრების პოლიტიკაზე. “დღევანდელ მსოფლიოში თავისუფალი და ღია საზღვრების პოლიტიკა, როგორც ასეთი, არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის წინაპირობა. ღია საზღვრებს შეუძლია არსებითი სარგებლის მოტანა. ევროკავშირში ადამიანები მოგზაურობენ თავისუფლად, ასევე დაუბრკოლებლად ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება და მომსახურების მიწოდება. ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ. ეს ხელშეკრულება იძლევა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში სატარიფო და არასატარიფო დაბრკოლებების მოხსნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალმა ვაჭრობამ მეზობლებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან უკვე მოიტანა საგრძნობი პოზიტიური შედეგები. ამ ეტაპზე საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა დაახლოებით ერთი მილიარდი მომხმარებლის ბაზართან ევრაზიის კონტინენტზე და მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ვიზების ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სხვა წევრ ქვეყნებთან, ასევე აშშ-სა და კანადასთან. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემირ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ღია საზღვრების პოლიტიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე ისაუბრა პარტნიორობის აუცილებლობაზე რისკების ერთად და კოორდინირებულად დასაძლევად. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, თბილისში მოეწყოს აბრეშუმის გზის ფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია. “ფორუმზე განხილული იქნება ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან, ასევე თანამშრომლობის ოთხ სფეროში (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ადამიანებს შორის კონტაქტი) პარტნიორობის გაღრმავების სარგებელსა და პრაქტიკულ განხორციელებადობასთან დაკავშირებული საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ფორუმი მოგვცემს დიდ პოტენციალს (სხვა საკითხებთან ერთად) ღია საზღვრების პოლიტიკის განმტკიცებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ამ ფორუმს და დაინტერესებას გამოთქვამთ მის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 22.01.15

ShareTweet

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

საინტერესო

ზაზა სარალიძის მიმართ საბრალდებო დასკვნა, არასწორ ფორმულირებას შეიცავს-ნესტან ლონდარიძე

ზაზა სარალიძის მიმართ საბრალდებო დასკვნა, არასწორ ფორმულირებას შეიცავს-ნესტან ლონდარიძე

8 years ago
“ეს ხალხი ქორწილებს ვერ ეშვება, მოვითხოვეთ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა” – იმნაძე

„ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ“ – პაატა იმნაძე

5 years ago
მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

8 years ago
გარემოვაჭრეები ცხაორებს ხსნიან და დამალვის მიზნით ინვენტარს შიგნით ალაგებენ – ზარნაძე დატბორვაზე

გარემოვაჭრეები ცხაორებს ხსნიან და დამალვის მიზნით ინვენტარს შიგნით ალაგებენ – ზარნაძე დატბორვაზე

3 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by