• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა“ -კოკა კვინიკაძე

11 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა“ -კოკა კვინიკაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)კოკა კვინიკაძე საფრანგეთში მცხოვრები უფლებადამცველია, რომელმაც საფრანგეთში ”შარლი ჰებდოს” ირგვლივ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ქართველ ემიგრანტს საფრანგეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე  უფლებადამცველი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე საუბრობს.

სააგენტო „ფოსტალიონისადმი“ გამოგზავნილ წერილში აცხადებთ, რომ ტერორიზმის არცერთ ფორმას გამართლება არა აქვს, ამასთანავე არც ერთ ჟურნალსიტს არა აქვს რწმენის შეურაცხოფის უფლება.  თქვენი აზრით  „შარლი ჰებდოს“ მიერ გამოქვეყნებული ეს კარიკატურები გამიზნული იყო ისლამური საზოგადოების პროვოცირებისთვის თუ ეს რეიტინგის აწევის ერთგვარი ხერხი იყო?  თქვენი აზრით, რამდენად ქონდა „შარლი ჰებდოს“ რედაქციას გაანალიზებული მოსალოდნელი შედეგები?

– დიახ, დღესაც იგივეს გავიმეორებ, ტერორიზმის არც ერთ ფორმას გამართლება არა აქვს, მითუმეტეს როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ეს არის 21 საუკუნის უდიდესი საფრთხე! რა თქმა უნდა ამას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ვისაც როგორ შეგვიძლია, ამავე დროს სიფრთხილითაც უნდა მოვეკიდოთ ისეთ საკითხებს რამაც შესაძლოა ტერორიზმის ახალი საფრთხე გამოიწვიოს. „შარლი ჰებდოს“ საქმიანობას სწორედ ამ კონტექსტში ვერ გავამართლებ, რადგან მოგეხსენებათ რწმენა ადამიანისთვის ხშირად სიცოცხლეზე მეტს ნიშნავს, ეს ის თემაა რომლის გაშარჟებას და დაცინვას მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ყველა. მე არ ვიცი „შარლი ჰებდოს“ რა მიზანი ამოძრავებდა რეიტინგის აწევა თუ, მორწმუნეების დაცინვა, თუმცა როგორც არ უნდა იყოს ორივე გამოუვიდა, მორწმუნეებსაც შეურაცყოფს და რეიტინგიც აიწია. თუ ადრე 60 000 ეგზემპლიარი იყიდებოდა ახლა სამი მილიონი გაყიდეს, თუმცა ეს ყველაფერი „შარლი ჰებდოს“ თანამშრომლებს ძალიან ძვირად დაუჯდათ… ღირდა კი ეს ყველაფერი ამათ?!

რას ეტყვით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, ”მე ვარ შარლი”?

– მე, როგორც მოგეხსენებათ, თავიდანვე სასტიკად დავგმე ტერორიზმი, თუმცა ჩემი სახელი და გვარით და არა „მე ვარ შარლით“, რადგან როდესაც ვამბობთ “მე ვარ შარლი” ჩვენ ვხდებით შარლის “შემოქმედების” გამზიარებელიც, ჩვენ ვამბობთ: ”აი ჩვენ რამდენი ვართ ვინც იგივეს ფიქრობს, როგორც შარლი, ესაა სიტყვის თავისუფლება და ჩვენ დავიცავთ მას.” რაც არასწორია, ჩემთვის სიტყვის თავისუფლება ცოტა სხვა რამ გახლავთ და არც უფლის მაგინებილის სახელს დავირქმევ რაღაცის დემონსტრირებისთვის, მე სხვა ფორმით ვარჩევ ტერორიზმის გაპროტესტებას, ეს ისე ადამიანურად რომ ვთქვათ, მორწმუნეებმა კი ყველამ იცის რას ნიშნავს უფლის მაგინებლის სახელს რომ ირქმევ, ამით ხომ თანამოზიარე ხდები მისი თითოეული ნახატის. აქვე შეგახსენებთ რომ, ეს ჟურნალი არა მხოლოდ მუსლიმებს, არამედ ქრისტიანებსაც შეურაწყოფდა თავისი ნახატებით, ეს ნახატები კი მხატვრულად გაკეთებული პორნოგრაფიული ხასიათის ნახატები იყო უფალის მიმართ. ამ საკითხზე კომენტარი არა ერთმმა მოძღვარმა გააკეთა, გააკეთა საპატრიარქომაც და რომის პაპმაც, ეს ყველასთვის ერთნაირად მიუღებელია.

ალ ჟაზირას ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენულმა „ ალ- ყაიდამ“ აიღო, რომლის წევრები აცხადებენ, რომ ეს ტერაქტი გაკვეთილია საფრანგეთისთვის და გამოხატვის თავისუფლებას საზღვარი აქვს.  როგორ ფიქრობთ, სად მთავრდება სიტყვის თავისუფლება და რა საზღვრებში უნდა მოექცეს ის?

–  ჩემი აზრით ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი უფლება იწყება. ყველაფრის უფლება არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, ეს არასწორია, ვის აქვს უფლება დასცინოს იმას რისიც მწამს და რაზეც ვლოცულობ? დაცინოსო ვამბობ, თუმცა ეს დაცინვის ზღვარსაც ცდება რაც ამ ჟურნალში იბეჭდება. მე ვფიქრობ, გარკვეული ზღვარი დაცული უნდა იყოს და ეს კანონით უნდა რეგულირდებოდეს. კათოლიკურმა ეკლესიამ 18 სარჩელი შეიტანა „შარლი ჰებდოს“ წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოდ, ტერორისტებმა კი სასტიკი ფორმა აირჩიეს ჟურნალის წინააღმდეგ, რაც, რა თქმაუნდა, არასწორია და დასაგმობია, ამ ყველაფერს გამართლება არა ქვს.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად განიხილავენ საქართველოში რელიგიური უმცირესობისა და ტოლერანტობის პრობლემებს. შეინიშნება ტენდენცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რელიგიური უმცირესობების ინტერესები უფრო წინა პლანზეა წამოწეული, ვიდრე მართლმადიდებლურის. თქვენი აზრით ირღვევა დღეს საქართველოში მართლმადიდებელთა უფლებები? და პირიქით, რამდენად ტლერანული ერი ვართ სხვა რელიგიური უმცირესობის მიმართ?

– საქართველოში ზოგადად ყველას უფლება ირღვევა, რადგან ჯერ ვერ ავედით იმ საფეხურზე რასაც ადამიანის უფლებების დაცვა ქვია. მართლმადიდებელთა უფლებებს საქართველოში არღვევს მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ამაში სოლიდურ თანხებსაც იღებენ დასავლეთიდან, რადგან არავის აწყობს ქვეყანაში 87%-ი თავს მართლმადიდებლად, რომ მიიჩნევს და პატრიარქს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მათი აზრით საჭიროა ბალანსი, სწორედ ამისთვის გამოიყოფა  გრანტები. ხალხის მხრიდან ჩვენს ეკლესიას დიდი მხარდაჭერა აქვს და სწორედ ხალხია ეკლესიის მთავარი დამცველი და გარანტი, მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლურ გრანტებზე დამოკიდებული ორგანიზაციები ხშირად ცდილობენ ნეგატიური ხაზის გავლებას მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე და ხშირად მოსახლეობის უმრავლესობის უფლებებსაც არღვევენ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ხალხის მხარდაჭერას ეკლესიის მიმართ ეს მათ ნაკლებად გამოსდით. ტოლერანტობას რაც შეეხება, ფუნიკულიორზე ადით და გადმოიხედეთ, თქვენ ნახავთ რამდენი სარწმუნოების ეკლესია დგას გვერდიგვერდ და ეს არავის გაუპროტესტებია,  ეს არის პასუხი ჩვენი ტოლერანტობის. ზოგადად ჩვენ რა თქმა უნდა ტოლერანტი ერი ვართ,   როგორც ერთ-ერთ სიმღერაშია: ” კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო.” ამას არავინ კრძალავს საქართველოში, მეორე საკითხია როდესაც გარკვეული რელიგიური უმცირესობები არასწორი ფორმებით ცდილობენ თავის დამკვიდრებას, ასეთ დროს ხშირად  გარკვეულ დაპირისპირებებს აქვს ადგილი და სწორედ ამას წარმოაჩენენ შემდეგ ჩვენი არატოლერანტობის დასამტკიცებლად, რაც რა თქმაუნდა არასწორია. თუ შენ ჩემი უფლების დარღვევით იმკვიდრებ თავს და ამას შევეწინააღმდეგები არატოლერანტი ვარ? ეს მათ აწყოფთ რადგან სწორედ ასეთ საქციელს მოსდევს ახალი დაფინანსება და დასაყრდენი გარკვეულ წრეებში.

რამდენიმე თვის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების თხოვნით, დაიწყო შეხვედრების ციკლი რელიგიურ თემატიკაზე, რომელიც დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს უნდა ჩაეტარებინა,სტუდენტების თქმით პირველმა შეხვედრამ  დიდი ინტერესით ჩაიარა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის რექტორმა გიგი ზედანიამ შეხვედრების შეწყვეტა მოითხოვა. სტუდენტებმა უკვე შეაგროვეს 4500 ხელმოწერა, თუმცა მოძღვარს უნივერსიტეტში ისევ არ უშვებენ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ფაქტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია?

–  რა თქმა უნდა ეს არის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. გიგი ზედანია, ვისზეც თქვენ საუბრობთ, ცნობილია ანტიმართლმადიდებლური განცხადებებით, მე ძალიან გამიკვირდა საერთოდ როგორ შეუშვეს ამ უნივერსიტეტში მამა თეოდორე გიგნიძე, რადგან ჩემთვის ცნობილია ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა აზრი მართლმადიდებლობაზე. უფლებებს რაც შეეხება, როდესაც შენი უნივერსიტეტის 4500 სტუდენტი ითხოვს ლექციების განახლებას და ამას არ აკეთებ, არ არღვევ მათ უფლებებს? უნდა ახსნას ზედანიამ რატომ აკეთებს ამას, რაიმე ისეთს ამბობდა მამა თეოდორე რაც დაუშვებელია და კანონის ფარგლებს სცდება? თუ ასე არ არის რა ხდება? მე კი ვიცი რაც ხდება და ვფიქრობ ყველამ, მაგრამ ოფიციალურადაც ახსნას ამ ბატონმა ეს ყველაფერი.

არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირების უფლებებზეც მინდა გკითხოთ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ლგბტ პირების უფლებები საქართველოში არ არის დაცული, ორგანიზაცია „იდენტობა“ კი ხშირად მათი სახელითაც საუბრობს. როგორ ფიქრობთ, არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირების სახელით საუბარი რამდენად არღვევს მათ უფლებებს? თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა ლგბტ პირების უფლებები ?

–  ორგანიზაცია ”იდენტობა” ლგბტ პირებზე საუბრით საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იღებს და მარტივად რომ ვთქვათ, ფულს აკეთებს ამ ადამიანების ვითომ უფლებების დაცვით. ლგბტ პირებს რაც შეეხება, ვფიქრობ ყველა ვიცნობთ ასეთ ადამიანებს და ვინმე მათ ქვებით დასდევს?  ლგბტ ბევრი ნიჭიერი და კარგი ადამიანია, ეს მათი ცხოვრებაა და ამისთვის არავის აქვს უფლება რამე დაუშავოს და ასეცაა, თუმცა მეორე საკითხია როდესაც „იდენტობის“ მსგავსი ორგანიზაციები ცდილობენ მანიპულირება გაუკეთონ ამ ადამიანებს, საზოგადოებას უცხადებენ, რომ ასე ცხოვრება კარგია და მისაღებია, რაც 87%- იანი მართლმადიდებლური ქვეყნისთვის უცხოა, ქართველი კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს შიშველი მამაკაცების მარშირებას თბილისის ქუჩებში და ვერც ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭერს მხარს. ჩემი აზრით, როგორც არავის აქვს უფლება ამ ტიპის ადამიანებზე ძალადობის, ისე არავის აქვს უფლება საზოგადოების უმრავლესობას ხელოვნურად მოახვიო თავს შენი ცხოვრების წესი, ყველაფერს სჭირდება ზომიერება და არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, ”იდენტობა” კი ამ ზომიერების და საზღვრებზე გადახტომას ხელოვნურად ცდილობს. ისინი შეგნებულად აკეთებენ პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცმყოფელ განცხადებებს და ამით თავის პატრონებთან ქულებს იწრეენ.

როგორ ფიქრობთ, დღეს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი რა კრიტერიუმი აკლია ყველაზე მეტად?

– პირველ რიგში თავისუფალი აზროვნება უნდა ვისწავლოთ,  ხშირად ვურევთ თავისუფალ აზროვნებას სხვის მიერ ნაკარნახევ წესებში, ასევე სწორი ფორმით აზრის გამოხატვა გვიჭირს ხშირათ. წესრიგი გვაკლია ყველაფერში, როგორც ქუჩაში ისე სამსახურში, ეს კი ერთობლიობაში ბევრ პრობლემას იწვევს ქვეყანაში,  ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადახტომაც გვჩვევია, ვფიქრობ ცხოვრებას უფრო პრაგმატულად უნდა შევხედოთ. პირველ რიგში, რა აწყობს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, დასავლეთიდან შეგვიძლია ბევრი კარგი რამ ვისწავლოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს ყველაფრის სწავლას, ცუდი და კარგი გავარჩიოთ, ცუდს ნუ შემოვუშვებთ და კარგს კარი გავუხსნათ, ბოლოს კი ხელისუფლების სწორად შერჩევა უნდა ვისწავლოთ და ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებზეც ადეკვატური პასუხის გაცემაც შეგვეძლოს დროულად. როდესაც ერი დროულად რეაგირებს პრობლემაზე არც რევოლუციამდე მიდის საქმე და ვერც ხელისუფლება ბედავს იმდენს, რამდენსაც ყველა ხელისუფლება გვიბედავდა.

თქვენი აზრით, რამდენად დიდია მედიის როლი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში? როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული მოვლენები  და როგორ გამოსდის ყოველივე ეს ქართულ მედია საშუალებებს?

– მედიის როლი ზოგადად ყველაფერში დიდია. მედია ხშირად მიმართულებას აძლევს ადამიანის აზროვნებას და სასურველი კუთხით აჩვენებს ამა თუ იმ მოვლენას რესპოდენტს. ვფიქრობ, მედიამ ისე უნდა გააშუქოს ადამიანის უფლებების დარღვევა იქნება თუ, სხვა, რომ ამას არ მოყვეს ხალხში აგრესია და დაპირისპირება. საქართველოში ხშირად მედიის ბრალიცაა სხვადასხვა საკითხზე დაპირისპირებები. ცუდია როდესაც ყველა საინფორმაციო იწყება მკვლელობებით და ყაჩაღობებით, ამისთვის სხვა გადაცემები უნდა არსებობდეს, ასეა ყველგან და მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20 წუთს არ უნდა უთმობდეს ასეთი ფაქტების გაშუქებას, არ შეიძლება ყოველდღიურ სტრესში ამყოფო  ერი. საქართველოში ბეჭდური მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი და ნორმალურია ვიდრე სატელევიზიო, იმედია როდესმე ჩვენც გვეღირსება ევროპული ტიპის მედიასაშუალებები.

უცხოეთში რატომ წახვედით და როგორ ახერხებთ ქვეყნის გარეთ იყოთ უფლებადამცველი? ახლა რას საქმიანობთ და ამ მიმართულებით თუ ხართ აქტიური?

– საფრანგეთში 2012 წელს წამოვედი, ეს ჩემმა პირადმა საკითხმა და ხედვამ გადამაწყვეტინა, სანამ თბილისში ვიყავი აქტიურად ვიყავი ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში, ძირითადად პატიმრების თემით ვიყავი დაკავებული. აქედან რა თქმაუნდა იმ დოზით ვერ ვახერხებ ამ საქმიანობით დაკავებას, თუმცა პრესით მაინც ვცდილობ სხვადასხვა თემებს გამოვეხმაურო და ჩემი აზრი დავაფიქსირო გარკვეულ საკითხებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ აქ ჯერ სწავლაზე ვარ გადართული მერე ვნახოთ.

23.01.15

ნინა პირტახია

                                                        

ShareTweet

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“
ახალი ამბები

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?
ახალი ამბები

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026
გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026
ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
ახალი ამბები

ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05/19/2026
ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
ახალი ამბები

ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

05/19/2026

საინტერესო

„უნდა აიკრძალოს გადაცემა, რომელიც რუსული პროპაგანდის ელემენტებს შეიცავს“ – ლიკა საჯაია

10 years ago
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა

10 years ago

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გადახედავს

12 years ago
კიევში ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

კიევში ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

12 years ago

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026

ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ამ პოსტს დიდი...

Read moreDetails
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026
გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026
  • “დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა? 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by