თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა ლიტვის დელეგაციას თბილისში განხორციელებული პროექტები გააცნო. როგორც “თბილისი თაიმსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩუსს და ლიტვის დელეგაციის წევრებს თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, ძველ თბილისში უმასპინძლა.
თბილისის მერის მოადგილემ პრემიერ-მინისტრს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
26.01.15













