• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

4468meria_logoთბილისის მერიის განცხადებით, ჭავჭავაძის 68-ში, სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. თბილისის მერიამ დღეს სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მერია საკუთარი პოზიციისა და საკითხთან დაკავშირებული გარემოებების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას საჭიროდ მიიჩნევს. “ჭავჭავაძის 68-ში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობისასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაციის არაერთი მცდელობის გამო და საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერია საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი პოზიციისა და საკითხთან დაკავშირებული გარემოებების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას. იმ ფაქტმა, რომ ჭავჭავაძის 68-ში მდებარე სასტუმრო “ბუდაპეშტის” ტერიტორია ექცევა ვაკის პარკის არსებულ საზღვრებს გარეთ, თბილისის წინა ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაეცა. ამისთვის თბილისის ყოფილი მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით გახორციელდა სპეციალური ზონალური შეთანხმება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების (განაშენიანების ინტენსივობის) კოეფიციენტები განისაზღვრა. 2013 წლის 20 სექტემბერს კი აღნიშნულის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული მშენებლობის დასაშვებობის საკითხს განიხილავს თბილისის მერიის ფარგლებში შექმნილი, პრობლემური მშენებლობების შემსწავლელი შესაბამისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქ. თბილისის მერიის, საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციათა მოწვეული წარმომადგენლები. კომისიამ 2014 წლის 2 დეკემბერს ერთხელ უკვე იმსჯელა არა მხოლოდ აღნიშნულ მშენებლობაზე, არამედ ვაკის პარკის დღევანდელი საზღვრების გაფართოვების საკითხზეც და ამ ეტაპზე შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: http://new.tbilisi.gov.ge/docs/news_docs/2015-01/26/oqmi%202_tbilisi.gov.ge_1422264542.pdf აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს გამწვანებული ზონის სიღრმეში და სასტუმრომდე მისასვლელი გზა არასაკმარისი იქნება ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობისათვის. ამასთანავე, დაუშვებელი და გამორიცხულია აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გასაფართოვებლად ხის ჭრის ნებართვის გაცემა. ვინაიდან საქმეს განიხილავს სასამართლო, კომისია საკითხის არსებით განხილვას ვერ დაიწყებს, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. მიწის ნაკვეთის ჩანაცვლების საკითხზე კომპანიის წარმომადგენლებს დაფიქრებისათვის მიეცეთ გარკვეული დრო და შესაძლებელობა შეარჩიონ ალტერნატიული ტერიტორია. კომისია აუცილებლად მიიჩნევს ვაკის პარკისა და მისი მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიის დაცვას შემდგომი მშენებლობებისგან. ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი არ აღმოჩნდა საკმარისი გამწვანებული ზონის ეფექტური დაცვისთვის. ამიტომ, კომისიამ მოიწონა ვაკის პარკის დღეის მდგომარეობით არსებული საზღვრების (რომელიც მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მცირე მონაკვეთს მოიცავს) გაფართოების საკითხი.” გარდა ამისა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოავლინა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევა. კერძოდ, ამოღებული ქვაბული ერთ-ერთი ფასადის მხარეს გაცდენილია საკადასტრო წითელ ხაზებს, რის საფუძველზეც ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა მშენებლობის დამკვეთი (მშენებლობის დამკვეთიად ჯერ კიდევ ფიქსირდება შპს “გრაალი”, მესაკუთრედ ფიქსირდება შპს “ტიფლის კოსტავა”). მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიდრე არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება სამშენებლო სამუშაოები ვერ გაგრძელება. ამრიგად, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედია საშუალებებს და მშენებლობით დაინტერესებულ მხარეს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. მედია საშუალებებს ასევე მოვუწოდებთ არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და თემის გაშუქებისას ნუ იქნებიან მიკერძოებული ამა თუ იმ ინტერესის სასარგებლოდ, რაც, სამწუხაროდ, ბოლო დღეებში გამოიკვეთა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში. 26.01.15

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by