• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თამარ ტალიაშვილი: “სახელოვნებო სკოლები დედაქალაქის ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თამარ ტალიაშვილი: “სახელოვნებო სკოლები დედაქალაქის ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა განიხილეს  თბილისის კომისიისათვის პრიორიტეტულ სფეროებს მიკუთვნებული საკითხები. როგორიცაა ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პროექტები; ასევე სხდომაზე განხილული იქნა ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ ფუნქციონირების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები და კომისიაში შემოსული საპროექტო განაცხადები. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომაზე ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის #7 ხელოვნების სკოლისთვის იჯარის დაფინანსება. სკოლას ჰქონდა პრობლემები შენობასთან დაკავშირებით და განათლებისა და კულტურის კომისიის ძალისხმევითა და მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოძიებულ იქნა ალტერნატიული ფართი,რომელიც სკოლას 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა. მომდევნო პროექტი ეხებოდა თბილისის ხელოვნების სკოლების – სულ 33 სკოლა – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (9 ფილიალი) და ა(ა)იპ სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კომუნალური გადასახადების სრულ დაფინანსებას . კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების ხელშეწყობის სფეროშია წარმოდგენლი ითვალისწინებს ა(ა)იპ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ფუნქციონირების ხელშეწყობას. მათ შორის, შრომის ანაზღაურების, კომუნალური ხარჯების, ფესტივალებში მონაწილეობისა და სხვა ხარჯების დაფინანსებას. თამარ ტალიაშვილის თქმით წლების მანძილზე პირველად მოხდა დედაქალაქის ბიუჯეტიდან სახელოვნებო სკოლების სრულად დაფინანსება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სახელოვნებო სწავლების. მისივე თქმით პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან 9 ათასი მოსწავლე და სახელოვნებო სკოლების 1700 თანამშრომელი. სხდომაზე ასევე განიხილეს პროექტი რომელიც შეეხებოდა საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის“ ფუნქციონირების ხელშეწყობას – კერძოდ, ბენდის ხელფასების, კომუნალური ხარჯების, სარეკლამო და სხვა მომსახურების, ოფისის ხარჯების, ავეჯისა და ინვენტარის შეძენისა და სხვა ხარჯების დაფინანსებას. მომდევნო პროექტი ითვალისწინებს თბილისის პანთეონების (მთაწმინდა, დიდუბე, ხოჯევანქი) მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციისათვის დაფინანსების გამოყოფას. დეპუტატებმა კომისიაზე ასევე განიხილეს „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი ,რომელიც გულისხმობს პაატა ბურჭულაძის-60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოში თანამონაწილეობას. პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა სპონსორობას გაუწევს  სხვა მრავალი ორგანიზაცია და კომპანია. შემდეგი საპროექტო განაცხადის სახელწოდებაა „ქართველ მეფეთა პოეზია“. პროექტი დეტალურად„ქართული ჰერალდიკის სახლის“ -თავმჯდომარემ ასმათ შერვაშიძემ  წარმოადგინა. პროექტი ითვალისწინებს წიგნის გამოცემას, რომელშიც შესულია ქართველი ბაგრატოვანი მეფეების (მეფე დემეტრე თავდადებული, მეფე დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, მეფე თეიმურაზ პირველი, მეფე არჩილი, მეფე ვახტანგ VI, მეფე თეიმურაზ II) პოეზიის საუკეთესო ნიმუშები. ლექსები ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. პროექტის მიზანია ააღორძინოს ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები და ხელმისაწვდომი გახადოს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მკითხველებისთვისაც.

Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

რას მოუტანს ბიძინა ივანიშვილის ” მოქალაქის” დაფუძნება მოქალაქეებს? – ექსპერტთა შეფასებები

რას მოუტანს ბიძინა ივანიშვილის ” მოქალაქის” დაფუძნება მოქალაქეებს? – ექსპერტთა შეფასებები

13 years ago
მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა

მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა

9 years ago
2015 წელს პენსიები და პედაგოგთა ხელფასები იზრდება

2015 წელს პენსიები და პედაგოგთა ხელფასები იზრდება

12 years ago

მშენებლობების ბუმი და კითხვები, რომლებზეც არქიტექტურის სამსახურს პასუხები არ აქვს

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by