• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები პროექტების განსახორციელებლად ნაკლებ თანხას გადაიხდიან

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები პროექტების განსახორციელებლად ნაკლებ თანხას გადაიხდიან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)თბილისის მთავრობის ინიციატივით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროცენტული მონაწილეობა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად იკლებს, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინიციატივა დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო.

განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს საცხოვრებელ კორპუსებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების, სპეციალური ამწეებისა და ლიფტების მონტაჟი. დედაქალაქის გამგეობები იღებენ ვალდებულებას, რომ საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელები შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირდეს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ამ პროექტის განხორციელებაში სიმბოლური 1%-ის თანადაფინანსებით ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში, ამხანაგობა, ნაცვლად დღემდე არსებული 25%-ისა, სამუშაოების 20%-ს, ხოლო ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში 20%-ს დააფინანსებს. საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების შეკეთებისთვის, ნაცვლად 30%-ისა, 20%-ის თანადაფინანსება მოუწევს, ხოლო შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთებისთვის, 30%-ის ნაცვლად, 15%-ს გადაიხდის.

30%-ით შემცირდა სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების თანადაფინანსება და ნაცვლად 50%-ისა, ამხანაგობები სამუშაოების მხოლოდ 20%-ს დააფინანსებენ. ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენისა თუ სადარბაზოს კარის დამზადება-მონტაჟის შემთხვევაში, 30%-ის ნაცვლად, თანადაფინანსება 20%-მდე შემცირდა, ხოლო ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება, ანუ წითელ ხაზებში მოქცევა, 50%-ის ნაცვლად 40% გახდა.

პანელოვან შენობებში, ანუ იმ მრავალსართულიან კორპუსებში, რომლებიც ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით მონტაჟდებოდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციისთვის, ნაცვლად 30%-ისა 20%-ით დაფინანსდება. 10%-ით შემცირდა, აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან სახოვრებელ სახლებზე განხორიცელებული ე.წ. მიშენებების კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის თანადაფინანსებაც და ამხანაგობა, ნაცვლად 30%-ისა, სამუშაოთა მხოლოდ 20%-ს გადაიხდის.

საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენა 25%-იდან 20%-მდე შემცირდა, ხოლო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირება 25%-დან 10%-მდე შემცრიდა.

იმისათვის, რომ შემსრულებელმა კომპანიებმა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შეასრულონ, თბილისის მთავრობის ინიციატივით, შემუშავდა ის მინიმალური სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილებაც შესაბამის კომპანიებს მოუწევთ. კერძოდ, შესრულებულ სამუშაოზე შედგება შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომელსაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ორგანიზაცია ჩაატარებს, ხოლო ექსპერტიზის ღირებულებას სრულად აანაზღაურებს შესაბამისი რაიონის გამგეობა.

გარდა ამისა, შემსრულებელ კომპანიას, რომელსაც 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების სამუშაო უნდა განახორციელოს, უნდა ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 200 ათასი ლარის ბრუნვით, ხოლო კომპანიას, რომელმაც 100 ათას ლარზე ნაკლები ღირებულების სამუშაოები უნდა განახორციელოს – სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 30 ათას ლარის ბრუნვით. ამასთან, კომპანია აღჭურვილი უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

აღნიშნული ინიციატივა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 3 თებერვალს დაამტკიცა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

3 years ago

“თბილსერვის ჯგუფს” და “სინათლის ქალაქს” ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

11 years ago

შავნაბადას მთაზე ცეცხლის ჩასაქრობად შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი მუშაობს

9 years ago

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

10 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by