• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში ჰაერის დაბინძურებამ ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარს მიაღწია?!

11 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყველა დიდ ქალაქში მეტნაკლებად შეინიშნება  ჰაერის დაბინძურება, რაც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით. მრეწველობა, ტრანსპორტი და კომუნალური სამსახურები ატმოსფეროში გამოყოფს ადამიანისა და ცოცხალი გარემოსთვის საშიშ, ქიმიურად აქტიურ და ტოქსიკურ ნაერთებს. იმისათვის, რომ გაგვეგო  როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ დედაქალაქში, რა საფრთხეების შემცველია სმოგი (ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი)  „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა ფიზკა – მათემატიკის  მეცნიერებათა  დოქტორს – ავთანდილ ამირანაშვილს.  ასევე ჩვენ დავუკავშირდით  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რათა გაგვერკვია ხდება თუ არა საქართველოში ატმოსფეროს მონიტორინგი.

unnamed (5)ბატონო ავთანდილ, რამ  გამოიწვია   თბილისში სმოგი   და რა დრო დასჭირდა მის წარმოქმნას?

– იმისდა მიხედვით, თუ რა პირობებია ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირთან და ჰაერის რა დაჭუჭყიანების წყაროები არსებობს,  შეიძლება წარმოიქმნას სმოგის სხვადასხვა ტიპები (ლონდონის, ალიასკის, ლოს-ანჯელესის ტიპის სმოგი,  რადიაციული ნისლი და სხვა). ამრიგად სმოგი წლების განმავლობაში წარმოიქმნება, ასევე გააჩნია ჰაერის დაბინძურების ინტენსივობას.

საქართველოში ფიქსირდება ლოს-ანჯელესის სმოგი, რომლის  წარმოქმნის პროცესის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ფოტოქიმიური რეაქციები. საქართველოში ატმოსფერული დაბინძურების მდგომარეობა არსებითად განსხვავდება ატმოსფეროს დაბინძურებისგან განვითარებულ ქვეყნებში. უხარისხო საწვავის გამოყენება, რელიეფის, ჰაერის მასების დინამიკისა და მიკროკლიმატური პირობების თავისებურებები, ტექტონიკური რღვევების არსებობა და იწვევს  ფოტოქიმიური სმოგის წარმოშობას, რომლის კომპონენტები არსებითად განსხვავდება ანალოგიური სმოგისგან განვითარებულ ქვეყნებში.

ჰაერში დაბინძურების რა მაჩვენებელია საფრთხის შემცველი და პროცენტულად  თუ  გვეტყვით რა მაჩვენებელი აისახება დღეს თბილისში?

– ფოტოქიმიური სმოგის ძირითადი ინდიკატორია ფოტოქომიური რეაქციების დროს წარმოქმნილი ოზონის მაღალი კონცენტრაციები, რომელიც თავად წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის მეტად მავნე ნივთიერებას გარკვეული ზღვრული კონცენტრაციების ზემოთ. თბილისში ოზონის კონცენტრაცია 50 მკგ/კუბ  და მეტი, რაც ადამიანებისათვის უკვე საფრთხის შემცველია.

ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ზოგიერთი მინარევის ზღვრული   დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)

საშიშროების კლასი დამაბინძუ რებელი ნივთიერება ნორმები საქართველოში ევროკავშირის ნორმები აშშ–ს ნორმები რუსეთის ნორმები
1 O3 0.16 – – 0.03 – 0.180 0.120 – – 0.235 0.157 – 0.16 –   0.03
2 NO2 0.2 – 0.04 – – 0.2 0.125 0.04 – – – 0.1 0.2 – 0.04 –
3 SO2 – 0.5 – 0.05 – – – 0.350 0.125 0.02 – – – 0.365 0.08 – – 0.5 – 0.05
3 შეწონილი ნივთიერება PM10     PM2.5 0.5 0.15   – –   – – – –   0.05 0.02   – 0.025 – –   0.15 –   0.035 0.015 0.5 0.15   – –   – –
4 CO – 5 – – 3 – – – 10 – – – 40 10 – – 5 – – 3

 კონტროლდება თუ არა დედაქალაქში სათანადოდ ჰაერის შემცველობის კონცენტრაცია?

– ამჟამად ფოტოქიმიური სმოგის კომპონენტების მონიტორინგი ტარდება ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურში (მიწისპირა ოზონის კონცენტრაცია, აზოტის ჟანგეულები და სხვ,) და გეოფიზიკის ინსტიტუტში (მიწისპირა ოზონის კონცენტრაცია), რაც სრულიად არასაკმარისია. განვითარებულ ქვეყნების დიდ ინდუსტრიულ ცენტრებში ასეთი გაზომვები ტარდება ქალაქის რამნენიმე ათეულ წერტილში.

რა უარყოფითი შედეგების მომტანია სმოგი? დღეს რა პრობლემის წინაშე ვდგავათ, რომელიც არის მისგან გამოწვეული?  

– 1984-2010 წწ. მონაცემების მიხედვით აღმოჩდა, რომ  მიწისპირა ოზონის მომატებული კონცენტრაციები (და მისი თანამდევი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე  სმოგის კომპონენტები) საშუალოდ ზრდიან საშუალო წლიურ სიკვდილიანობას ქ. თბილისის მოსახლეობაში 1680 ადამიანით. ეს შეადგენს ქალაქის მოსახლეობის საშუალო წლიური სიკვდილიანობის 14.1%-ს, რომელიც დაახლოებით 3-ჯერ მეტია იმავე პარამეტრებისათვის  განვითარებულ  ქვეყნებში. სმოგი ამცირებს ხილვადობას, აძლიერებს მასალების და ნაგებობების კოროზიას, დამღუპველად მოქმედებს მცენარეებზე, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაზიანება, პირღბინება,თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და საერთო მოთენთილობა. ხშირადფოტოქიმიურ სმოგში შეიძლება არსებობდეს აზოტის ისეთი ნაერთები, რომლებიც ადიდებს ავთვისებიანი დაავადებების წარმოქმნის ალბათობას. ინტენსიური და ხანგრძლივი ფოტოქიმიური სმოგი შეიძლება დაავადებათა და სიკვდილიანობის ზრდის მიზეზი აღმოჩნდეს. რადგანაც ძალიან ძლიერ მჟანგველ თვისებებს ავლენს.

თუ აისახება სმოგის უარყოფითი თვისებები სოფლის მეურნეობაზე?

– რათქმაუნდა აისახება. ცნობილია, რომ ოზონის ჭარბი კონცენტრაციები აზიანებს მცენარეეს, განსაკუთრებით ყვავილობის პირიოდში. ამას ემატება ე.წ. მჟავე წვიმები და ა.შ. სამწუხაროდ ეს საკითხი საქართველოში ნაკლებათ არის შესწავლილი.

unnamed (4)

თბილისის ერთ-ერთი უბანი. სმოგი (ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი) 

სმოგთან წინააღმდეგობის რა საშუალებები არსებობს და თუ ხდება გამოყენება ამ საშუალებებს საქართველოში?

– ჩვენი აზრით, ფოტოქიმიური სმოგის და ოზონის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი  ზემოქმედების შემცირებისათვის უახლოეს მომავალში საჭიროა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები.

  • უნდა შეიქმნას ადამიანის ჯანმრთელიბისათვის სმოგური სიტუაციების და სხვა  ასტრო–მეტეო–გეოფიზიკური ფაქტორების ერთიანი მონიტორინგის და შეტყობინების სისტემა, რომელიც მოიცავს ამ პარამეტრებზე დაკვირვების ოპერატიულ ქსელს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და მედიკოსების საკონსულტაციო ჯგუფს. ეს სისტემა უზრუნველყოფს მოსახლეობის როგორც დროულ შეტყობინებას, ასევე საჭირო რეკომენდაციების გავრცელებას მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითი  ზემოქმედების შესარბილებლად.

ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარებულია: არსებობს სტაციონარული და მობილური ლაბორატორიები ზემოაღნიშნული პარამეტრების გასაზომად; თბილისისთვის შეფასებულია ამ პარამეტრების მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიში დონეები; შემუშავებულია სმოგური სიტუაციების მოკლევადიანი პროგნოზირებისათვის  მარტივი ფიზიკურ–სტატისტიკური მოდელები და სხვა. მომავალში მონიტორინგის ქსელში მუშაობის ოპერატიულ რეჟიმში შეიძლება ჩაერთოს გეოფიზიკის ინსტიტუტის დუშეთის მაგნიტური ობსერვატორია (მაგნიტური ქარიშხლების დაფიქსირება). აქვე აღსანიშნავია, რომ მაგნიტური გაზომვების ისტორია საქართველოში დაახლოებით 170 წელს  მოიცავს. შემდგომი განვითარებისათვის საჭიროა ქალაქის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ზემოაღნიშნული ერთიანი მონიტორინგის და შეტყობინების სისტემის შესაქმნელად არსებულ დაკვირვების ქსელს დაემატოს მასობრივი ინფორმაციის  და მედიკოსების ნაწილი.

საჭიროა დაფინანსების ჩადება ქალაქში  ეკოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესებისათვის (მაგალითად, სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაცია, ავტოპარკის ნანახლება, მწვანე საფარის მკვეთრი გაფართოება, რეკრეაციული ზონების რაოდენობის გაზრა და სხვა). გეოფიზიკის ინსტიტუტში ლაბორატორიულ პირობებში დამუშავებულია  ჭარბ ოზონზე წყლის წვრილწვეთოვანი ჭავლით  ზემოქმედების მეთადი.  ეს შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მეთოდიკა სმოგური ოზონის კონცენტრაციის  შესამცირებლად ქალაქის ზოგიერთ განსაკუთრებით დაბინძურებულ და ხალხმრავალ ადგილებში.

მეცნიერებათა  დოქტორის ავთანდილ ამირანაშვილის, განცხადებას, რომ თბილისში ჰაერის სისუფთავის მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა და მაღალი საფრთხის შემცველიც რაც უკვე აისახა მოსახლეობის სიკვდილიანობით, გარემოს დაცვის სამინისტრო არ ეთანხმება და  უარყოფს საფრთხეების არსებობას:

unnamed (1)

„ქალაქ თბილისში მოქმედებს საქართველოში პირველი  ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის თანამედროვე ავტომატური სადგური, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ერთი წუთის ინტერვალით განსაზღვრავს ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებელი ინგრედიენტების კონცენტრაციებს. ეს სადგური განთავსებულია ვაშლიჯვარის მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ქალაქში ფუნქციონირებს სამი სტაციონალური სადგური. ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერში დამაბინძურებელი ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაციები არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს იაპონიის გრანტის ფარგლებში დაგეგმილია თბილისში არსებული სამი სადამკვირვებლო სადგურის აღჭურვა თანამედროვე აირანალიზატორებით,” – აცხადებენ სამინისტროში.

მასალა მოამზადა

თამარ გვირჯიშვილმა

10884906_10204381708801291_441455001_n

Share2Tweet1

ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა
ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

საინტერესო

ანა დოლიძეს დღეს პარლამენტში ელოდებიან

10 years ago
თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

12 years ago

თურქეთში არეულობების დროს ათასობით ადამიანი დაშავდა

13 years ago

“საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას კი ხელისუფლება მოსავლის აღებაში დაეხმარება”

11 years ago

ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა
ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026

სეტყვა თელავის მუნიციპალიტეტში. დაზიანებულია სოფელ ყარაჯალას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სტიქიამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები,...

Read moreDetails
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026
  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by