• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, მარტი 7, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
2 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
“„ქართული ოცნება“ დასავლეთისთვის საკმაოდ კომფორტულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ…”- ბიძინა ლებანიძე, პოლიტოლოგი

“„ქართული ოცნება“ დასავლეთისთვის საკმაოდ კომფორტულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ…”- ბიძინა ლებანიძე, პოლიტოლოგი

2015/02/12
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
5 0
1
SHARES
59
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1779483_10152151091809526_2100875486_n

დღეს ქართული საზოგადოება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ვითარდება ინსტიტუტები და ყალიბდება პოლიტიკური კულტურა, – ურთიერთობები. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების ზედმეტად პოლიტიზირებულია და შესაბამისად არც პოლიტიკური ვნებათა ღელვა კლებულობს. ხდება საზოგადოებისათვის სხვადასხვა სენსიტიური საკითხებით სპეკულირება და პროვოკაციები. დაბნეული მოქალაქეები ვერ არკვევენ ოპოზიციას უნდა ენდონ თუ სამთავრობო მხარის არგუნებტებს. სიმართლის კვლევაში ახალი პოლიტიკურად ცხელი თემა  წამოიწევს და მოქალაქეთა საფიქრალიც ახალი მიწოდებული თემები ხდება. ამასობაში, ვნებათა ღელვებისა და წინააღმდეგობების პარალელურად, ნაბიჯ-ნაბიჯ საზოგადოებაც ვითარდება და მოთხოვნებიც მატულობს. თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, რა პერსპექტივები იკვეთება ევროკავშირთან მიმართებვაში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა გერმანიაში მოღვაწე პოლიტოლოგი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ბიძინა ლებანიძე.

გასულ წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებას. რა შეიცვლება ამის შემდეგ საქართველოს-ევროკავშირის ურთიერთობებში?

– ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის რეჟიმი არის ყველაზე უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირი, რომელიც კი ევროკავშირს სხვა ქვეყანასთან აქამდე გაუფორმებია. ასე რომ, ამ მხრივ ერთგვარ პრივილეგირებულ პოზიციაში ვართ. აღნიშნული რეჟიმი მოიაზრებს არა უბრალოდ თავისუფალ ვაჭრობას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის მთლიანად გადმოღებას ვაჭრობის, ფიტოსანიტარიის, გარემოსდაცვის და სხვა სფეროებში. ფაქტობრივად, ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო ხდება ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ასევე აქვს პოლიტიკური და, თუ გნებავთ სიმბოლური მნიშვნელობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სახელმწიფოს ადგილს ევროპულ და, დაუშვათ, არა ევრაზიულ სივრცეში. მეორე საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს რამდენიმე წელიწადში დადებითად გადაწყდება და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში.

რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი? მაგალითად, ხომ არ შეეშლება ხელი ადგილობრივ წარმოებას, ბაზარს? 1

– ამ საკითხებზე საქართველოში ბევს საუბრობენ, არის სხვადასხვა მოსაზრებები. თუმცა, როგორც იცით, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ავკარგიანობის შესახებ ბოლო წლებში უამრავი კვლევა ჩატარდა, მათ შორის ყველაზე მოცულობითი 2012 წელს თვით ევროკავშირის დაკვეთით, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად დამატებით გაიზრდება 4.3 %-ით,  დაახლოებით 300 მილიონი ევროთი. ასევე, ივარაუდება რომ ექსპორტი ყოველწლიურად გაიზრდება 12%-ით, ხოლო იმპორტი მხოლოდ 7.5%-ით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდოს დაბალანსებას. ასევე ვარაუდობენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შედეგად, ხელფასები დამატებით გაიზრდება წლიური 3.6%-ით, ხოლო სამომხმარებლო ფასები შემცირდება 0.6%-ით. აღსანიშნავია ასევე, რომ თვით ევროკავშირისთვის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ეკონომიკურად იგი ევროპისთვის წამგებიანია. ევროკომისიის გათვლებით საქართველოსთან ამ რეჟიმის შემოღებით ევროკავშირის მთლიანი მშპ

ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ ევროს იზარალებს, რაც რათქმაუნდა მისი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ციფრს არ წარმოადგენს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე რომ გვესაუბროთ, თუნდაც შორეულ პერსპქეტივაში? თუ მიმდინარეობს ევროკავშირის ქვეყნებში დისკუსია ამის შესახებ?

– დღეს ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ასეთია: „ყველაფერი ოფიციალური წევრობის გამოკლებით“. რაც, პრინციპში, მოიცავს კიდეც სხვა ყველაფერს ევროკავშირში ოფიციალური წევრობის გარდა: ევროპული ბაზარი, უვიზო მიმოსვლა, პოლიტიკური ასოცირება, საერთო ავია- და სატრანსპორტო სივრცე, საერთო სტანდარტები თითქმის ყველა სფეროში და ა.შ. რაც შეეხება სრულუფლებიან წევრობას, იგი სამწუხაროდ დღეს დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ადრე თუ გვიან ლოგიკურად ამ თემასაც ტაბუ მოეხსნება. თუმცა, ვინ იცის, თუ მანამდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ყველა სხვა შესაძლებლობას ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენებთ და განვითარების სწორი გზით ვივლით, იქნებ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ თვითონვე დიდად აღარ მოგვინდეს. მთავარია ვიყოთ ევროპული ქვეყანა და ვიყოთ ევროპული სივრცის ნაწილი,ხოლო გვექნება თუ არა ევროკავშირის ოფიციალური წევრის სტატუსი – ეს ალბათ მეორეხარისხოვანია. s

თუ საქართველო რეალური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით, რა რეაქციები შეიძლება მოყვეს ამას რუსეთის მხრიდან?

– რუსეთის რეაქცია ჩვენ უკვე ვიხილეთ 2008 წლის აგვისტოს ომის სახით. მანამდე იყო ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო და სხვა ხისტი ნაბიჯები. დღეისათვის რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ თავისი ინსტრუმენტების მარაგი ამოწურა. ერთადერთი რაც დარჩა, არის ღია სამხედრო აგრესიის გზით საქართველოს დაპყრობა, რისი გამორიცხვაც ბოლომდე არ შეიძლება, მაგრამ, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ამ ეტაპზე ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთმა მეორე ფრონტის გახსნა მოინდომოს.

რას ფიქრობენ დღეს ევროკავშირში (ევროკავშირის ქვეყნებში/გერმანიაში) საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ? თუ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებსაც დასავლეთი განსაკუთრებით კრიტიკულად უდგება?

– საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთისთვის საკმაოდ კომფორტულ პოლიტიკას ატარებს. იგი სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებით არ უქმნის დასავლეთს დისკომფორტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების ხშირი წამოწევით. ეს კარგია დასავლეთისთვის, მაგრამ, – ცუდია ჩვენთვის. დასავლეთისთვის კარგი იმიტომ, რომ მათ რუსეთთან ურთიერთობაში ერთი თავის ტკივილი გაუქრათ. ჩვენთვის ცუდია იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი კონფლიქტები მალე აღარავის ემახსოვრება და რუსეთთან ამ საკითხში პირისპირ დავრჩებით. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, აქაც საშუალო შედეგები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებდნენ ავტორიტარიზმში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც დემოკრატიის ხარისხი დიდად არ გაუმჯობესებულა. ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა. მაგალითად, ცნობილი „ფრიდომ ჰაუსის“ ინდექსის მიხედვით, 2012 -2014 წლებში ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი მხოლოდ 2%-ით გაუმჯობესდა, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და კორუფციის დონე საერთოდ არ შეცვლილა. მიუხედავად ამისა, ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო მაინც წარმატებულ ქვეყნად ითვლება, რომელმაც შეძლო და ზედიზედ ორი არჩევნები გაყალბების გარეშე ჩაატარა. ეს ამ რეგიონისთვის ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს. რაც შეეხება დასავლეთის კრიტიკას, ამ მხრივ მთავარი, და შეიძლება ითქვას ერთადერთი სერიოზული პრობლემა, რაც დასავლეთს დღევანდელ მთავრობასთან აქვს, არის წინა ხელისუფლების სამართლებრივი დევნა, რასაც დასავლეთში ხშირად უფრო აღიქვამენ მთავარი ოპოზიციური ძალის შევიწროებად ან ანგარიშსწორებად  ყოფილი ხელისუფლების მიმართ.

რამდენადაც ვიცით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერმინისტრს შეაქო და თრქვა, რომ მისგან საინტერესო რჩევები მიიღო, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებს. თუ შეიძლება შეფასება გაუკეთეთ შტაინმაიერის ამ კომენტარს, რას შეიძლება ნიშნავდეს გერმანელი დიპლომატის ასეთი ხმამაღალი განცხადება? გასათვალისწინებელია, რომ გერმანელი პოლიტიკოსები ასეთ ფრაზებს გაუაზრებლად არ აკეთებენ.

–  ხმამაღალს არ ვიტყოდი, ალბათ უფრო დიპლომატიური. შტაინმაიერი გამოცდილი დიპლომატია. იცის როგორ ესაუბროს ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერებს. არვიცი ამ შემთხვევაში კონკრეტულად რაზე იყო საუბარი. შეიძლება ჩვენს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, რაზეც ბუნებრივია საქართველოს პრემიერს უფრო მეტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, ვიდრე გერმანიის საგარეო მინისტრს. ზოგადად კი რათქმაუნდა მსგავსი კომპლიმენტები ავტორის ერთგვარ დადებით განწყობაზე მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, შტაინმაიერი პუტინს იგივეს არ ეტყოდა.

რამდენად პოზიტიურად, ან ნეგატიურად, შეიცვალა დასავლეთის (ევროკავშირის/აშშ-ს) დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ?

– დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ კარდინალურად არ შეცვლილა. მათ ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იდეალური არ არის, მაგრამ შეიძლებოდა უარესიც sasaყოფილიყო. ამიტომ, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ. საბოლოოდ, ალბათ, ბევრ რამეს 2016 წლის არჩევნები განსაზღვრავს. თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, იგი დასავლეთის მხარდაჭერას საბოლოოდ დაკარგავს. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ევროკავშირი და აშშ ზოგადად უკმაყოფილო არიან ხელისუფლების მიერ „სამართლიანობის აღდგენის“ ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიით და ამ პროცესში დაშვებული ბევრი შეცდომით. მაგრამ, მეორეს მხრივ, ქართულ ოცნებასაც ჰყოფნის გამჭრიახობა, რომ დასავლეთის გაღიზიანება დასაშვებ ზღვარზე მაღლა არ აუშვას.

საქართველოში რიგ წრეებში გაჩნდა წინააღმდეგობრივი მოძრაობა თითქოს საქართველოს არ ჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება. დასაშვებად მიიჩნევთ თუ არა და რა შეიძლება მოხდეს თუ საქართველო არ გააკეთებს არჩევანს ევროკავშირზე?

– სამწუხაროდ, საქართველო მეტისმეტად სუსტი ქვეყანაა და მეტისმეტად რთულ რეგიონშია იმისათვის, რომ დამოუკიდებლად ვიარსებოთ. დღეს არჩევანი ასე დგას: ან ევროპა ან ევრაზიული კავშირი. ეს უპირველეს ყოვლისა ცივილიზაციური არჩევანია. თეორიულად, რა თქმაკუნდა დასაშვებია, რომ მომავალში საქართველოს რომელიმე ხელისუფლებამ ზურგი აქციოს ევროპას და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ფორმალურად სახელმწიფოებრიობას არ დავკარგავთ, მაგრამ დავკარგავთ ნორმალურ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების შანსს. ევრაზიულ კავშირში ჩვენი მთავარი პარტნიორი იქნება რუსეთი, რომელიც ლოიალურობის სანაცვლოდ, დაეხმარება საქართველოს სათავეში მყოფ ნებისმიერ მთავრობას არჩევნების გაყალბებაში, საკუთარი მოსახლეობის დატერორებაში და ავტორიტარული რეჟიმის შექმნაში, ისე როგორც ის ამას აკეთებს მაგალითად სომხეთში და ბელარუსში. რაც მთავარია,  ჩვენ აღარ გვეყოლება „ჭირვეული ზედამხედველი“ დასავლეთის სახით, რომელიც მუდმივად წამოაძახებს მთავრობას, რომ არ შეიძლება არჩევნების გაყალბება, არ შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევა, არ შეიძლება პრესის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. გვჭირდება თუ არა მსგავსი კონტროლი? რათქმაუნდა გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ხელისუფლება „თავზე წამოაჯდება“ ქვეყანას და შედეგად მივიღებთ საუკეთესო შემთხვევაში სომხეთის, ან, უარეს შემთხვევაში – ბელარუსის ტიპის სახელმწიფოს. გვინდა თუ არა ასეთი მომავალი, ეს საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია.

საერთოდ, ვართ მზად ევროკავშირისთვის? ჩვენთან, ქვეყანაში რა ვითარებაა ამ მხრივ, როგორ შეაფასებთით იგივე საზოგადოების და პოლიტიკური კულტურის დონის თვალსაზრისით.

– რათქმაუნდა მზად ვართ! თუ კრიტერიუმად მხოლოდ ჩვენი საზოგადოებრივი და ან გნებავთ სახელმწიფოებრივი განვითარების დონეს ავიღებთ, ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ მინიმუმ ნატოს სრულუფლებიანი წევრი და ევროკავშირის წევრობის მყარი კანდიდატი 5-10 წელიწადში გაწევრიანების პერსპექტივით. მაგრამ, სამწუხაროდ არც ევროკავშირში და არც ნატო-ში გაწევრიანება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ევროკავშირში არ გვიღებენ იმიტომ, რომ თვითონ ევროკავშირს აღარ სურს ამ ეტაპზე გაფართოება. ნატოში იმიტომ, რომ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და მეზობლად გვყვავს ატომური ზესახელმწიფო სრულიად არაპროგნოზირებადი ხელისუფლებით. ასეთ პირობებში, არავის უნდა ზედმეტი პასუხისმგებლობის თავზე აღება. შესაბამისად, უნდა ვიყოთ რეალისტები და ამ ეტაპზე უნდა დავკმაყოფილდეთ ევროკავშირთან და ნატოსთან შეძლებისდაგვარად მჭიდრო ურთიერთობით მათთან ინსტიტუციური ინტეგრაციის გარეშე.

3

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობები თითქოს გაუმჯობესდა. როგორ შეაფასებდით ამ მხრივ დღეს არსებულ მდგომარეობას?

–  არის გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები: მაგალითად სავაჭრო ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენა, ფრენების შემოღება და ა.შ.  მაგრამ, ძირითადი მიდგომები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩა და ეს მოსალოდნელიც იყო. საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი რუსეთის დამოკიდებულებამ ნათლად აჩვენა რომ, რუსეთისთვის მთავარი პრობლემა იყო არა წინა ხელისუფლების ხისტი პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ რა თქმა უნდა „ცეცხლზე ნავთს ასხამდა“, არამედ ზოგადად საქართველოს მეტ-ნაკლებად წარმატებული სახელმწიფოებრიობა. შესაბამისად, სანამ რუსეთში ძირეული ცვლილებები არ მოხდება, ან, სანამ საქართველოში რუსეთის მიერ ხელდასმული მარიონეტი ხელისუფლება არ მოვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება.

როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას უკრაინის კრიზისის მიმართ?

– ვიტყოდი, რომ იგი ზედმეტად ფრთხილია. და ამ სიფრთხილით ხშირად შეცდომებს უშვებს. მაგალითად, ჩვენი მთავრობის განცხადება, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი არ უნდა მიაწოდოს. ვინ-ვინ და საქართველოს ხელისუფლება ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს. მით უმეტეს, როდესაც ისედაც არავინ გვეკითხება დიდად რჩევებს. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენი დაუდევრობით უკრაინასთან ძალით ვიფუჭებთ ურთიერთობებს.

რამდენად რეალურია დასავლეთის კიდევ უფრო გააქტიურება უკრაინაში? როგორ შეიძლება დამთავრდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები?

Slide2 –  თუ როგორ შეიძლება დამთავრდეს უკრაინის მოვლენები, ამაზე პასუხი დღეს არავის აქვს. ფაქტია, რომ დასავლეთის მიერ შემოღებულმა სანქციებმა და ნავთობზე ფასის განახევრებამ რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაასუსტა, მაგრამ ჯერჯერობით უკან დახევას არ აპირებს. დასავლეთში ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ პუტინს რუსეთის ეკონომიკის გადარჩენაზე მეტად საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი აღელვებს, რომელიც უკრაინაში ვერ გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაეცემა. ამასთან, აშშ-ს სენატი დღითიდღე ზრდის ზეწოლას პრეზიდენტ ობამაზე, რათა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება დაჩქარდეს, რასაც ევროპელები სკეპტიკურად უყურებენ.  თუ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მაინც გადაწყვეტს, მაშინ რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება და შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

და ბოლოს, როგორ შეფასებთას გაუკეთებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ინიშნებიან მაღალ თანამდებობის პირებზე საქართველოს ძველი მთავრობის რაწმომადგენლები. მათ აქვთ გავლენები. ამ დროს უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქმედი მთავრობა განაწყენებული უკრაინის მთავრობაზე, რომელიც ასეთ აქცენტებს აკეთებს?  

– საქართველოს დღევანდელი მთავრობისთვის ეს უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი საუკეთესო გამოსავალია. თუ საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე ხმაურს ატეხს, საბოლოოდ თვითონვე დარჩება წაგებული, ვინაიდან  დასავლეთი, რომელიც ისედაც უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ მიერ წინა მთავრობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიით, დიდი ალბათობით უკრაინის მხარეს დაიჭერს. ამასთან, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური და თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, უკრაინა გაცილებით მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ვიდრე პირიქით – საქართველო უკრაინისთვის. ამიტომ, მსგავსი მიზეზების გამო, უკრაინისთვის დემარშის მოწყობა დაახლოებით იმის ანალოგი იქნება, თავის დროზე რუსეთს რომ ეკონომიკური ემბარგო გამოვუცხადეთ.

ესაუბრა გიორგი მიქანაძე

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ახალი ამბები

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა

2021/03/07
1 აპრილიდან ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება
ახალი ამბები

1 აპრილიდან ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება

2021/03/07
გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც – ვახტანგ გომელაური
ახალი ამბები

გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც – ვახტანგ გომელაური

2021/03/06
Next Post
გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის ელჩს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ესაუბრა

გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის ელჩს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ესაუბრა

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო

პაატა ბურჭულაძის კონცერტის ორგანიზატორს ბოდიშის მოხდა მოუწია

პაატა ბურჭულაძის კონცერტის ორგანიზატორს ბოდიშის მოხდა მოუწია

Discussion about this post

ახალი ამბები

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ახალი ამბები

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა

2021/03/07
0

კორონავირუსის პანდემია მთელი 2021 წელი გაგრძელდება და მისი დასრულება 2022 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი, - ასეთი ვადები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის...

სრულად
1 აპრილიდან ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება

1 აპრილიდან ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება

2021/03/07
გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც – ვახტანგ გომელაური

გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც – ვახტანგ გომელაური

2021/03/06
“ნამახვანი ჰესის” ინვესტორს მოვთხოვთ, მოსახლეობა გადაამზადოს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად – თურნავა

“ნამახვანი ჰესის” ინვესტორს მოვთხოვთ, მოსახლეობა გადაამზადოს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად – თურნავა

2021/03/06
დროა სამინისტრომ შეაფასოს საკუთარი საქმიანობა 10-დან 8-9 ქულით – ტიკარაძე

დროა სამინისტრომ შეაფასოს საკუთარი საქმიანობა 10-დან 8-9 ქულით – ტიკარაძე

2021/03/06
შეიძლება, ოჯახში ძალადობამ მოიმატა, თუმცა პანდემიის გულიზა, თუ რისი გულიზა, ვერ გეტყვით — გომელაური

შეიძლება, ოჯახში ძალადობამ მოიმატა, თუმცა პანდემიის გულიზა, თუ რისი გულიზა, ვერ გეტყვით — გომელაური

2021/03/06
გერმანულ მხარეს რაოდენობაზე ჩვენთვის შეზღუდვები არ დაუწესებია – ტიკარაძე

გერმანულ მხარეს რაოდენობაზე ჩვენთვის შეზღუდვები არ დაუწესებია – ტიკარაძე

2021/03/06

საინტერესო

სახალხო დამცველმა საპროტესტო აქციების დროს კარვების გამოყენების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით

სახალხო დამცველმა საპროტესტო აქციების დროს კარვების გამოყენების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით

2 წელი ago

ირაკლი ღარიბაშვილმა პანკისში მომხარი ინციდენტის მიზეზებზე ორივე მხარისგან მიიღო ინფორმაცია

8 წელი ago
თურქეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

5 წელი ago
„პოლიტიკოსები ხელს აფათურებენ საუნივერსიტეტო სივრცეში“ – გია შარვაშიძე

გია შერვაშიძე: “ჩემთვის „აუდიტორია 115“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია”

4 წელი ago

კალენდარი

მარტი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« თებ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

სიახლეები

  • ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა 2021/03/07
  • 1 აპრილიდან ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება 2021/03/07
  • გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც – ვახტანგ გომელაური 2021/03/06

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In