თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის ბაღში) მედიათეკის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
როგორც “თბილისი თაიმსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისათვის 2 548 000 ლარია გათვალისწინებული.
მათივე ინფორმაციით, სატენდერო განაცხადების მიღება შესაძლებელია 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღეში დასრულდება.
“კიკვიძის ბაღის” მედიათეკის პროექტი შპს “არქიტექტურის ლაბორატორია # 3” -ს ეკუთვნის. ბიბლიოთეკის გარდა, ერთ სივრცეში საგამოფენო, საპრეზენტაციო და კულტურული აქტივობებისათვის განკუთვნილი დარბაზები განთავსდება.
მერიის ინფორმაციით, თბილისში 2013 წლის მარტიდან უკვე ორი – ვაკისა და ვარკეთილის მედიათეკა ფუნქციონირებს.