საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია “რიონის” საჩივარი ტელეკომპანია “მეგა-ტივის” წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.
კომისიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება 17 თებერვალს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე იქნა მიღებული.
“ტელეკომპანია “რიონი” სადავოდ ხდის ტელეკომპანია “მეგა-ტივის” მიერ სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული მაუწყებლობის გეოგრაფიული ფარგლების დარღვევას, ასევე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და არასათანადო რეკლამის გავრცელებას”, – აცხადებენ კომისიაში.
მათივე განმარტებით, საკითხის განხილვის არსებითი სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება და ის საჯარო იქნება.