• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მინდა, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო!“ – 19 წლის ქველმოქმედი სპორტსმენი მინდია შაინიძე

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცხოვრება არც ისე მარტივია, თუმცა არსებობს ადამიანთა ცხოვრებაში მომენტები, როდესც ისინი ფიქრობენ, რომ ამისთვის ცხოვრება ღირდა. ალბათ ყველას გაგიგიათ გოეთეს გამონათქვამი – „ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს,“ ეს მართლაც ასეა. არიან გამორჩეული ადამიანები, რომელთაც გამძაფრებულად აქვთ შეგრძნება და სურვილი სხვა ადამიანების დახმარებისა. მათი მოწოდება სიკეთის კეთებაა და ამას სრულიად უანგაროდ აკეთებენ. ზოგს ჰგონია, რომ სიკეთის გასაკეთებლად მხოლოდ ფულია საჭირო, ეს კი ასე არაა. სიკეთის გასაკეთებლად კმარა სურვილი, მონდომება, კეთილი გული, ადამიანების  სიყვარული… ჩემი აზრით სწორედ სიკეთისა და კეთილი ადამიანების დახმარებით მოვიდა  ეს სამყარო დღემდე, სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით არ ქრება ქვეყანაზე ადამიანობა, სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით არსებობს სიცოცხლის სიყვარული. ძალიან მიხარია, როდესაც ისტორიებს ვისმენ იმ ადამინთა შესახებ, რომლებიც ამ ქვეყნაზე სიკეთეს თესავენ და სამაგიეროდ არაფერს მოითხოვენ.  მე განმაცვიფრა 19 წლის სპორტსმენის მინდია შაინიძის ისტორიამ. მან ადიგენის რეგიონში, საკუთარ სახლში გამოყო ფართი, სადაც სრულიად უანგაროდ ავარჯიშებს  ბავშვებს თავისუფალ ჭიდაობაში. მან ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯებით შეძლო და ახლა სურს, რომ კიდევ არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩაატაროს. მე აღვფრთოვანდი ამ ადამიანის მონდომებით და წყურვილით სიკეთის კეთებისა,  ის ჯერ ძალიან ახლაგაზრდაა და დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალჯერ გავიგონებთ მის სახელს. მინდია შაინიძე 2014 წლის „იმედის გმირი“ გახდა. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა მისი მოღვაწეობით, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრების შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

1898008_1548643002084588_8762138315400230292_n

მოგვიყევით  ცოტა რამ თქვენს შესახებ?

– დავიბადე ადიგენის რაიონში. თავიდან დავდიოდი კარატეზე, შემდეგ ჩემი მწვრთნელი გარდაიცვალა და იქ არ იყო შესაძლებლობა, რომ სხვა სპორტზე შევსულიყავი. დაახლოებით 14 წლის ასაკში მომიწია თბილისში გადმოსვლა. ვვარჯიშობდი ფალავანთა კლუბში, საქართველოს ჩემპიონატზე  წინსვლაც მქონდა. სხვადასხვა მწვრთნელებთან მქონდა შეხება, ბოლოს კი ჩემი მწვრთენლი იყო და არის დღესაც ნუგზარ გაჩეჩილაძე. ის არის შესანიშნავი და ღირსეული პიროვნება, ძალიან დამეხმარა როგორც კარიერულ წინსვლაში, ასევე პიროვნულ მომზადებაში. ვგულისხმობ, რომ სპორტსმენად ყოფნა მოითხოვს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ მომზადებას, შრომას. საჭიროა ოჯახისა და მწვრთნელის დახმარება, ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა თუ ეს პირობები არ გაქვს. როგორც აღვნიშნე დღემდე მაქვს ბატონ ნუგზართან  ურთიერთობა, ზაფხულობით ჩამოდის ჩემთან სოფელში და მაძლევს რჩევებს, მეხმარება ამ ბავშვბების გაზრდაში, მას ძალიან დიდ გამოცდილება აქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მას დიდი მადლობა.

მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებ? რა ზეგავლენა მოახდინეს მათ თქვენზე?

– ჩემი ოჯახი, რომ არ ყოფილიყო მე ვერ შევძლებდი ამ ყველაფრის გაკეთებას. აუცილებელია, რომ სახლი ყოველდღე დალადგეს, როდესაც 50 ბავშვი ვარჯიშობს სავაჯიშო ოთახი თუ არ გასუფთავდა შეიძლება სხვადასხვა დაავადებებმა იჩინოს თავი. ჩემი ოჯახის დახმარება იყო ისიც, რომ ჩვენ 2 წლის განმავლობაში დაფინანსება არ გვქონდა და ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდით.  ახლა რაიონმა ჩაგვსვა გეგმაში და ვფიქრობ შეეცდებიან, რომ ტრანსპორტირების ხარჯები მაინც აგვინაზღაურონ.

რამდენი  ხანია რაც თავად ხართ სპორტით დაკავებული და რატომ აირჩიეთ სპოორტის ეს სახეობა?

10711060_1497343460547876_4640691132707338622_n

– დაახლოებით 6 წელია სპორტით ვარ დაკავებული. საერთოდ ჩემი ოჯახი სპორტული ოჯახია, მამა, ბაბუა, ჩემი ძმა სპორტსმენები იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკურიცაა ჩემი სპორტით დაინტერესება.

გარდა  სპორტისა კიდევ  რითი  ხართ  დაკავებული?

Presentation2– გიტარაზე ვუკრავ და ასევე მიყვარს სწავლა. ამჟამად ვსწავლობ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ახლა კიდევ ვაყალიბებ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც იქნება ახლაგაზრდა იმედის გმირების გაერთიანება. ჩვენ სხვადასხვა რეგიონში ჩავალთ და დავეხმარებით გაჭირვებულ ადამიანებს. 5 მარტს ჩვენი მეგობარი იმედის გმირი ჩამოდის ინგლისიდან და იქიდან 17 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოყავს. ერთ-ერთი ადგილი იქნება ადიგენის რეგიონი, სადაც საქველმოქმდედო აქციას გავმართავთ.

10354679_10202477929294280_6690855335338266538_n

როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ თქვენ  უსასყიდლოდ  გევარჯიშებინათ  ბავშვები ?

– ერთხელ შეჯიბრზე ვიყავი ბათუმში, სადაც საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ტურნირის შემდეგ ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი პიროვნება დაინტერესდა, თუ იყო საშუალება, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარებულიყო ჩემს რეგიონში. მან მითხრა, რომ ჰქონდა სავარჯოშო ლეიბები, რომელსაც მომცემდა.  ამის შემდეგ შეიძლებოდა უკვე დარბაზის გახსნაც მომეთხოვა და ამით სახელმწიფო დამეინტერესებინა.  ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან ბევრი ტალანტი იკარგება ადიგენის რეგიონში. შეიძლება ყველა ვერ გახდეს დიდი სპორტსმენი, მაგრამ ღირსეული ადამიანი მაინც იქნება. რაც შეეხება იდეის გაჩენას, როდესაც ჩამოვიტანე  სავარჯიშო ლეიბები,  დაახლოებით 5 თვე  მეწყო სახლში. მე ამ დროს თბილისში ვიყავი და ვვარჯიშობდი აქტიურად.[[ ადიგენში როდესაც ჩავდიოდი ვუკავშირდებოდი სხვადასხვა დაწესებულებეს, გამგეობას, მაგრამ დარბაზის გახსნა ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და აქდან გამომდინარე არ მოხდა ამ იდეის  დაკმაყოფილება. ახლაც მინდა, რომ გაზაფულხე ავაშენო დარბაზი და არ ვიცი ამჯერად რამდენად შემიწყობენ ხელს. მაშინაც როდესაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მითხრეს, ვიფიქრე, რომ საკმარისი ფართი იყო ჩემს სახლში, სადაც შეიძლებოდა ეს ბავშვები მინიმალურად მაინც მევარჯიშებინა. სოფლის ბავშვების გარკვეული რაოდენობა დავაინტერესე სპორტის ამ სახეობით და მათაც ჩემთან ერთად დაიწყეს ინტენსიური ვარჯიში. შემდეგ ტურნირებზე გამოიკვეთა მათი აქტივობები და ამ ყველაფერმა უკვე მასიური სახე მიიღო. მეც მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მსიაომოვნებდა.

10390521_10203337509984033_4152012662489481007_n

რამდენად ადვილია ამ ყველაფრის შეთავსება, ჯერ თავადაც პატარა ხართ?

– ძალიან რთულია ამ ყველაფრის შეთავსება. თბილისშიც, რომ ვიყავი ვარჯიშის შემდეგ მიწევდა ძალიან დიდი დატვირთვა.  ვარჯიშიდან დაღლილი მოვდიოდი და შემდეგ ვიწყებდი მეცადინეობას.  თან ის პერიოდი დაემთხვა, როდესაც  მომიწია საატესტატო გამოცდების ჩაბარება. თუმცა ძალაინ მონდომებული ვიყავი და ეს დამეხმარა ამ სირთულეების გადალახვაში. ახლა ბავშვებს ვისაც ვავარჯიშებ, ვეხმარები სხვადასხვა საგნების მომზადებაში.

ორა იყო თქვნი მთავარი მოტივაცია, როდესაც ამ ნაბიჯს დგამდით?

– მოტივაცია იყო და არის დღესაც ის, რომ მინდა მეტი ჯანმრთელი ადამიანი იყოს ჩვენს ქვეყენაში.  ბავშვობიდან ყველაზე დიდ მოტივაცია მქონდა ის, რომ ჩემს სოფელში ნორმალურ დარბაზში მევარჯიშა. რვა კილომეტრის გავლა მიწევდა ღამით და შემდეგ უკან დაბრუნება, რომ მევარჯიშა. უმეტესობა იმ ბავშვებისა ვისაც ვავარჯიშებ, სოციალურად დაუცველები არიან. მათ ფორმის ფულიც კი არ ჰქონდათ და შეჯიბრზე წასასვლელ ხარჯებზე ხომ საუბარი ზედმეტია.  ახლა ამ ბავშვების უმეტესობა წარმატებულნი არიან სპორტის ამ სახეობაში.

როგორც ვიცი ბავშვები დადიან ტურნირებზე, როგორ დაგყავთ შეჯიბრებებზე და თუ აქვთ რაიმე მიღწევები?

10348197_1471009669847922_6489601774095090860_n

– საქართველოს თითქმის ყველა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებზე დამყავს. ადრე, როდესაც დავიწყე მაშინ პირადად  ჩემი ოჯახის ხარჯებით დამყავდა, ასევე მეგობრებიც მეხმარებოდნენ. სადაც ჩავდიოდი თითქმის ყველგან ახლობლები მყავდა, ამიტომ ღამეს მათთან ვათევდით, საკვების ფულს თავად ვიძიებდი. რაც შეეხება მგზავრობას, სამარშუტო ტაქსებს ვუთანხმდებოდი. როდესაც საშუალება არ მქონდა მხოლოდ ბენზინის ხარჯით მივყაყვდით და შემდეგ როდესაც მოვახერხებდი ვუსწორებდი ანგარიშს. თითქმის ყველა შეჯიბრში სადაც კი მონაწილეობა მიგვიღია, უშედეგოდ არც ერთიდან არ წამოვსულვართ. ბევრი საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირის ჩემპიონები გვყავს. ეს არის იმის დამსახურება, რომ ისინი ჯანსაღ პირობებში იზრდებიან.  მიმართულებაც, სწორი აქვთ და  ვფიქრობ შეუძლებელია არ გაიზარდოს ისეთი ბავშვი, ვინც ჩვენს ქვეყანას ფართო არიალზე ასახელებს.Presentation3 არც ერთი მსოფლიოს ჩემპიონი თბილისში არ აღზრდილა, ისინი ყველა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები. რეალურად შეიძლება ამ ბავშვებიდანაც გაიზარდოს მომავალი ჩემპიონი, უბრალოდ ამას ხელშეწყობა სჭირდება. ვფიქრობ, ამით დაინტერესდება მთავრობაც და კიდევ ის  ვისაც აქვს საშუალება, რომ ამ ბავშვებს გვერდში დაუდგეს. მეც ვცდილობ, რომ მოვიზიდო თანხები და უფრო მეტად დავეხმარო მათ.

თავად თუ დადიხართ შეჯიბრებებზე და რა შედეგები გაქვთ?

– 4 თვეა არ მივარჯიშია ტრამვის გამო, მაგრამ  ახლა აუკვე ვემზადები შეჯიბრებებისათვის. ორჯერ გავხდი საქართველოს პრიზიორი, მაგრამ მინდა, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. ეს ბავშვები უყურებენ ჩემს მაგალითსაც და მე თუ მაგალითს ვერ მივცემ, შეიძლება რწმენაც დაკარგონ. მინდა დავანახო, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

როგორ მოხვდით პროექტ „იმედის გმირებში“, რაში დაგეხმარათ ეს პროექტი, თუ გამოგეხმაურათ ვინმე ამ პროექტის შემდეგ?

10492006_10201226526984589_4297271402400700538_n

– დღემდე არ ვიცი ვინ გააგზავნა ჩემი ისტორია „იმედის გმირებში“.  ეჭვი მაქვს, მაგრამ თავად არ აღიარებს. ვიყავი ბათუმში საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ბავშვები მყავდა ჩაყვანილი. ამ დროს დამირეკა „იმედის გმირების“ პროდუსერმა – ნინო აზმაიფარაშვილმა, დამისვა კითხვები და შემდეგ მითხრა, რომ უნდა გადაეღოთ ჩემი ისტორია. მე უარი ვუთხარი, რადგან იმის გამო არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს, რომ გაშუქებულიყო და ვიღაცას გაეგო. შემდეგ კიდევ დამირეკა და მითხრა, რომ ამ ყველაფრის გაშუქება უნდოდათ, რადგან რაღაცით დახმარებოდნენ ამ ბავშვებს. მეც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდაბ თუ ბავშვებს ვიღაც დაეხმარებოდა და დავთანხმდი. შემდეგ უკვე დამირეკა ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ, ჩამოვიდნენ და გადაიღეს. ამ ცხოვრებიდან ადამიანს არაფერი მიაქვს გარდა იმისა, რომ ერთმანეთს დავეხმაოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთს პატივი ვცეთ. ეს იყო ყველაზე მთავარი, რომ ადამიანებს დაენახათ თუნდაც ამ  ბავშვებს როგორ უყუვართ ერთამანეთი, როგორ ეფერებიან ერთმანეთს, როგორ ამხნევებენ, როდესაც შეჯიბრზე გადიან,  მე ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ჩემთვის. ძალიან ბევრ კომპანიას მივმართე, რომ გაზაფხულზე მინდა დარბაზის აშენება.Presentation4მინდა, რომ პატარა ფართი ავაშენო, სადაც დაახლოებით 200 ბავშვი შეძლებს ვარჯიშს. ვისაც შევთავაზე ყველა ამბობს, რომ ამისთვის მზად არ არის.  მე მყვას მეგობარი კანადაში, მან დამაკავშირა ერთ-ერთ ბიზნესმენთან ვინც გამოთქვა მზაობა, რომ ეტაპობრივად დამეხმაროს. თანხის რაღაც ნაწილი უკვე გადმოირიცხა საქართველოში. თუ უცხოელმა ეს ამდენად გულთან მიიტანა, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც დაინტერესდებიან და მათთვის საგულისხმო იქნება ეს ფაქტი.

ელოდით თუ არა გამარჯვებას და რა  შეგრძნება  დაგეუფლათ?

10479902_1548637912085097_786270785937153491_o

– გამარჯვებას ველოდი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერდა მხარს. უნივერსიტეტი, თავად მოჭიდავეეები… კიდევ ერთხელ მინდა ყველას დიდი მადლობა  გადავუხადო. გამარჯვების შემდეგ რა გრძნობაც დამეუფლა, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს არ არის მხოლოდ ტელეკომპანია იმედის აღიარება, ეს ნიშნავს, რომ მთელმა ერმა გაღიარა და შენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრა. მე ვცდილობ, რომ ხალხის იმედები გავამართლო და გაციელბით მეტს მივაღწიო ცხოვრებაში, მინდა რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო.

რა არის თქვენი მიზანი, რისი მიღწევა გსურთ ყველაზე მეტად ცხოვრებაში?

– ახლა მინდა, რომ ყველა საქმე რომელიც  დაწყებული მაქვს ბოლომდ მივიყვანო. მესხეთ-ჯავახეთში სპორტის განვითარების დაბალი დონეა, ამიტომ მინდა, რომ ამ ყველაფერმა წინ წაიწიოს, განვითარდეს.  როგორც ყველა სპორტსმენს მეც მინდა, რომ ჯერ ჩემს საქმეში ვიყო წარმატებული. მინდა, რომ მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გავხვდე. „იმედის გმიერბში“ გამარჯვების შემდეგ ზოგმა იფიქრა, ეს ჩემი გამარჯვება ჩაწყობილი იყო, მაგრამ ყველა მალე დაინახვს, რომ ეს ასეე არაა და ყველაფერი რეეალიურად ხდება. კიდევ ბევრი საქველმოქმედო აქციები გვაქვს დაგეგმილი. მყავს მეგობარი ექიმები, რომელთა ერთადაც ჯანდაცვის კუთხით უნდა ვიმუშაო. ისინი სხვადასხვა რეგიონებში გასინჯავენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც საწოლზე არიან მიჯაჭვულნი და ვერ დგებიან. ახლა ეს ჯგუფი უნდა ჩავიყვანო ადიგენის რეგიონში, ისინი ჩემთან იცხოვრებენ და დავეხმარებით იქ მყოფ ასეთ ადამიანებს.

 ესაუბრა ანო მუქათარიძე

10847098_10204251537627093_1033009644_n

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In