• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

The economist: „სკანდინავიური მოდელი“ და პატარა ქვეყნებისთვის საჭირო ეკონომიკური პრიორიტეტები

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
The economist: „სკანდინავიური მოდელი“ და პატარა ქვეყნებისთვის საჭირო ეკონომიკური პრიორიტეტები
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სკანდინავიის ნახევარ კუნძულის, იგივე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები მსოფლიოში მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობით გამოირჩევიან. Welfare States – კეთილდღეობის სახელმწიფოები, ასე მოიხსენიებენ  შვედეთს, ფინეთს, ნორვეგიას, დანიას და ისლანდიას.

დასავლელი ეკონომისტების შეფასებით, სწორედ ამ ქვეყნებში ვხვდებით ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც სოციალური პოლიტიკა მთავრობის პრიორიტეტული მოღვაწეობის სფეროა, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა მოქალაქის  კეთილდღეობაზე ზრუნვას. როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ჩრდილოეთ ევროპის ეკონომიკური დაწინაურება ძირითადად, მე-20 საუკუნის 70 წლებიდან იწყება, რა თქმა უნდა, ეს პროცესები თითოეულ ქვეყანაში დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად განვითარდა, თუმცა სწორედ დროის ეს მონაკვეთი გახდა გარდამტეხი მათთვის.

11009783_933189580045652_593112451_o

ჩრდილოეთ ევროპის ეს ქვეყნები წარმოდგენილია საკმაოდ დიდ, მაგრამ ნაკლებად დასახლებულ რეგიონში. თუმცა ამ მოვლენას ნამდვილად არ შეუფერხებია რეგიონის ეკონომიკური განვითარება.  სახელმწიფოებრივი წყობილებით, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ. კონსტიტუციურ-მონარქიული და რესპუბლიკები, ორივე სახელმწიფო წყობა ადგილობრივ დონეზე შეესაბამება ეკონომიკურ პროცესებს.

ეს ქვეყნები განეკუთვნებიან საზღვაო საელმწიფოებს, ზღვა მათი ეკონომიკური განვითარების მთავარი გასაღებია. სწორედ მას უკავშირდება აღნიშნული ქვეყნების ყველა ძირითადი ეკონომიკური რაიონები.

11028391_933189600045650_1767487103_oქალაქი მალმე, შვედეთი

მაგალითად, ზღვისპირა ზოლშია მოთავსებული ნორვეგიისა და დანიის მრეწველობის 4/5, სასოფლო მეურნეობის ¾, ზღვისპირა ზოლშია მოთავსებული ისლანდიის მთელი ეკონომიკა და 50 კილომეტრიან მონაკვეთში ფინეთისა და შვედეთის სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო წარმოების ნახევარზე მეტი.

10997222_933189586712318_1245079521_n

„სკანდინავიური მოდელი“ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ეკონომიკური განვითარების ისეთი გეგმა, რომელიც მცირე ქვეყნისთვის ხელსაყრელია ისე, რომ ჰყავდეს დაცული და უზრუნველყოფილი მოსახლეობა. შვედეთის მაგალითზე ნათლად დავინახავთ, რომ საგადასახადო ტვირთი ქვეყანაში საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ადამიანიების ანაზღაურება იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ გადასახადების სიმძიმე ნაკლებად იგრძნონ. შვედეთში სწავლა, მედიცინა, ბავშვების აღზრდა, პენსია ნაწილობრივ ან მთლიანად, სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტების მიერ ფინანსდება. არსებობს „სკანდინავიური მოდელის მეორე ვერსიაც“, რომელიც გულისხმობს მოდელის მეტ ლიბერალიზაციას, კრიტიკოსების დავის საგანი სწორედ სოციალურ საკითხების წინა პლანზე წამოწევაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ სოციალური საკითხების პრიორიტეტულობა ეკონომიკურთან შდარებით, დღესდღეობით, მნიშვნელოვნად დიდია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.

11025350_933189623378981_666189248_o

სკანდინავიის ქვეყნებში ფინანსურ კეთილდღეობაზე წინ განათლებას, ჯანდაცვას და უსაფრთხოებას აყენებენ.  ისინი თვლიან, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობის მთავარი მიზეზი სწორედ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა.

მათი პრიორიტეტები და ძირითადი მახასიათებლები შემდეგია:

  • უფასო სოციალური სერვისები, საკუთრების უფლების დაცვა
  • ბიზნესის კეთების სიმარტივე,
  • სახალხო პენსიების სისტემა,
  • თავისუფალი ვაჭრობისთვის დაბალი ბარიერები,
  • ბაზრის მცირე რეგულაცია, ბაზრის თავისუფლება,
  • პროფკავშირების სიმრავლე
  • კორუფციის ძალიან დაბალი დონე.

ბოლო მონაცემებით, კვლევის შედეგად 178 ქვეყნიდან სკანდინავიის ქვეყნები ყველაზე ნაკლებად კორუფციული ქვეყნების ათეულში შედიან.

სისტემის გარდა, ქვეყნები გამოირჩევიან იმითაც, რომ ბუნება იქ მრავალფეროვანია. რეგიონის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უჭირავს ტყეებს, მარტო შვედეთის, ფინეთისა და ნორვეგიის ტყეებზე  დასავლეთ ევროპის ტყეების 1/3 მოდის.  რეგიონის დარგობრივი სტრუქტურები დროთაგანმავლობაში სპეციფიკურ ვითარებაში შეიქმნა. ასეთი იყო სწორედ საერთაშორისო კაპიტალის კონკურენცია, რომელმაც საშუალება მისცა ქვეყნებს განევითარებინათ რეგიონისთვის მისაღები, პრიორიტეტული დარგები, რამაც ეს ქვეყნები ჩააყენა განვითარებული ქვეყნების რიგში.  სპეციალიზებული დარგების პროდუქციის ექსპორტით სკანდინავია პირველ ადგილზეა ევროპაში.

11028169_933189596712317_1931657812_oნორვეგია

ამასთანავე, სოფლის მეურნეობიდან განვითარებულია მეცხოველეობა. მისი ხვედრითი წილი მთლიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში 75-78 %-ია. მათი უდიდესი ნაწილი გადის ექსპორტზე. კარგი პირობებია ამ მხრივ შევედეთსა და დანიაში. ფინეთში ძირითადი სასოფლო სამეურნეო პროვინციები ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. ნორვეიგიის ეკონომიკის განვითარების მთავარ ფაქტორს კი ნავთობი და ტურიზმი წარმოადგენს.

11026741_933189590045651_1428153969_n

სოციალური პროგრესის ინდექსისა და მშპ-ს შედარება ქვეყნების მიხედვით ამტკიცებს, რომ ეკონომიკური განვითარება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა სოციალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად და ხშირ შემთხვევაში ეკონომიკის ზრდას სოციალური პროგრესი განაპირობებს. სწორედ ამ ინდექსის მიხედვით, პირველ ადგილს სკანდინავია იკავებს, შემდეგს დასავლეთ ევროპა, დიდი ბრიტანეთი, კანადა და აშშ.

როგორც ეკონომისტები წერენ, სოციალური პროგრესის ინდექსი, მიუხედავად იმისა, რომ  ის საერთოდ არ იყენებს ტრადიციულ ეკონომიკურ ინდიკატორებს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მისი განვითარების საშუალება. სწორედ სკანდინავიის ქვეყნები გვაძლევენ იმის ნათელ მაგალითს თუ, როგორ შეიძლება გახდეს პატარა ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი. დასავლურ გამოცემებში წერენ, რომ სკანდინავიური მოდელი შეიცავს ძალიან მარტივ ფორმულას: იფიქრე მოქალაქეებზე, მიეცი მათ სასურველი სახელმწიფო და ისინი დაგეხმარებიან მართო სისტემა სწორად – სისტემის სწორი მართვა კი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების  ჰარმონიაში გამოიხატება.

წყარო: The economist

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

10846574_10204251539387137_685949634_n

Share8Tweet5

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

„ძალიან მინდა, ორივე თამაში მოვიგოთ” | სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე

„ძალიან მინდა, ორივე თამაში მოვიგოთ” | სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე

1 year ago
ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს: სოფელ ხახაბოს მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

9 years ago
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

5 years ago
“ქალი იმ­დენ­ჯერ უნდა გა­თხოვ­დეს, სა­ნამ ბედ­ნი­ე­რი არ იქ­ნე­ბა, არ უნდა გა­ექ­ცეს ბედ­ნი­ე­რე­ბის ძებ­ნას” – ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილი

“ქალი იმ­დენ­ჯერ უნდა გა­თხოვ­დეს, სა­ნამ ბედ­ნი­ე­რი არ იქ­ნე­ბა, არ უნდა გა­ექ­ცეს ბედ­ნი­ე­რე­ბის ძებ­ნას” – ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილი

2 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by