• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მოსიძე: “ინტელექტ-კლუბი “რა? სად? როდის?” არის აპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გიორგი მოსიძე: “ინტელექტ-კლუბი “რა? სად? როდის?” არის აპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

mosikaინტელექტ-კლუბი არ მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან და მითუმეტეს, არ “მიდის პოლიტიკაში”, – განცხადებას ამის შესახებ გადაცემის – “რა? სად? როდის?” ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მოსიძის თქმით, ის ბაქოში, ბრეინ-რინგის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და ქართული ნიუსებისთვის თვალყურის დევნების საშუალება ნაკლებად აქვს, თუმცა ბოლო დღეებში ინტელექტ-კლუბთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სურს პასუხი გასცეს. “ინტელექტ-კლუბი “რა? სად? როდის?” არის აპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც განსხვავებული (მათ შორის პოლიტიკური) შეხედულებების 10 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. ეს არის ტიპური კლუბი ინტერესის მიხედვით, რომლის ძირითადი ფუნქციაა ინტელექტუალური თამაშების ჩატარება და პოპულარიზაცია. ინტელექტ-კლუბი არ ერევა პოლიტიკაში, არ მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არ აფიქსირებს პოლიტიკურ პოზიციას და მითუმეტეს არ “მიდის პოლიტიკაში”. ამიტომ ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდი და არ შეეფერება სინამდვილეს. კლუბის წევრი მოთამაშეების (ჩვენ მათ ვუწოდებთ მოაზროვნეებს) გარკვეული ნაწილი ყოველთვის იჩენდა ინტერესს პოლიტიკის სფეროს მიმართ, ზოგიერთს კი ეკავა და უკავია სახელმწიფო თანამდებობები (გვყავდა მინისტრიც, მინისტრის მოადგილეც, გენერალური პროკურორის მოადგილეც, პარლამენტის წევრებიც და ა.შ.). კლუბის მოაზროვნეები ყოველთვის თავისუფალი იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ პრეფერენციებში და ამ ნიშნით (ისევე როგორც რაიმე სხვა ნიშნით) დისკრიმინაციას კლუბში არასოდეს ჰქონია ადგილი. კლუბის ნებისმიერი მოაზროვნე თავისუფალია თავის პოლიტიკურ არჩევანში, შეუძლია გაწევრიანდეს სადაც სურს, შეხვდეს ვისაც სურს და დააფიქსიროს ის პოლიტიკური პოზიცია, რაც სურს. ეს იქნება მხოლოდ მისი, კერძო პირის პოზიცია და სხვა არაფერი. არავის (მათ შორის მე), არა აქვს უფლება გააკეთოს პოლიტიკური განცხადება კლუბის სახელით, რისი პრეცედენტიც არ დაფიქსირებულა კლუბის არსებობის 24 წლის მანძილზე. ამიტომ, თუ ვინმე არის პოლიტიკური პარტიის წევრი (ასეთები საკმაოდ გვყავს), ან მხარდამჭერი (ასეთები კიდევ უფრო მეტია), ან უბრალოდ ხვდება პოლიტიკოსებს – ეს არის ამ კონკრეტული პირების კერძო ქმედება და სხვა არაფერი. ჩვენი კლუბის ყველა მოაზროვნეს რომელიც იყო პოლიტიკაში, არის ამჟამად ან აპირებს წასვლას მომავალში, ვუსურვებ წარმატებას ამ მეტად რთულსა და საპასუხისმგებლო გზაზე. ქართული ინტელექტ-კლუბის პირველი არასატელევიზიო თამაში გაიმართა 1991 წლის შემოდგომაზე და რეგულარულად ტარდება დღემდე. სატელევიზიო გადაცემა ეთერში გადის 1996 წლიდან (პაუზით 2002 – 2007 წწ) და ამ 19 წელიწადში შეიძინა საკულტო სტატუსი. უკვე აღიზარდა რამდენიმე თაობა და ჩამოყალიბდა/დამკვიდრდა ქართველი რასადროდის მოაზროვნის პოზიტიური იმიჯი. ქართული ინტელექტ-კლუბი რამდენჯერმე დასახელდა “მსოფლიოს წლის საუკეთესო კლუბად”, ჩვენმა ნაკრებმა მოიგო პრაქტიკულად ყველა შესაძლო საერთაშორისო ჯილდო, მიმდინარე წლის ნოემბერში კი, პირველად ისტორიაში, თბილისი უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?”. მთელი ეს წლები ინტელექტ-კლუბი იყო და არის სტაბილურობის, ურთიერთპატივისცემისა და პროგრესის სიმბოლო ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში. გამოვხატავ რწმენას, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება”, – აცხადებს გიორგი მოსიძე. ინფორმაციისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მოსიძე და ინტელექტ-კლუბის რამდენიმე წევრი, შესაძლოა, პარტია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

14-დან 21 წლამდე პირებისთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულების აშენება იგეგმება

10 years ago

“სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში საქართველო გერმანიის გამოცდილებას გაიზიარებს”

11 years ago
დასაქმებული სტუდენტები უკეთესი მომავლისთვის

დასაქმებული სტუდენტები უკეთესი მომავლისთვის

8 years ago
საოცარი ისტორია მოძღვარზე, რომელიც ოპერაციებს გალობით აკეთებს

საოცარი ისტორია მოძღვარზე, რომელიც ოპერაციებს გალობით აკეთებს

5 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by