საქართველოში რის ნაკლებობასაც არ ვუჩივით, ეს ნიჭიერი ადამიანებია. „ნიჭი-ერი“ ეს თავისუფლად შეიძლება ჩვენზე ითქვას. ჩვენს ქვეყანას ულევი პოტენციალი გააჩნია და ამაში დღითიდღე ვრწმუნდებით. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენ ნიჭიერ ადამიანს უყურებ, ამ დროს გეძლევა იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ახლაგაზრდა ნიჭიერი ადამიენები, რობლებმაც საკუთარი ასაკის მიუხედავად თავი უკვე დაიმკვიდრეს. არსებობენ ნიჭიერები და მრავალმხრივ ნიჭიერები. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად სწორედ ერთ-ერთ ასეთ ახალგაზრდა მსახიობს, რადიოწამყვას, ტელეწამყვას მირიან ჯეჯელავას ესაუბრა. მისი მოღვაწეობის ჩამონათვალი უკვე გვარწმუნებს, რომ ის მართლაც მრავალმხრივ ნიჭიერია. ამ ყველაფერს ახლა დაემატა პროექტი „ორი ვარსკვლავი“ სადაც მირიანმა საკუთარი ნიჭიერება უკვე სიმღერაშიც გამომოამჟღავნა. პროექტი ახლახან დაიწყო, თუმცა მირიანმა და მისმა მეწყვილე ნინი ცნობილაძემ უკვე მოახერხეს მაყურებელთა გულების დაპყრობა. არსებობენ ადამიენები, რომელთაც გააჩნიათ ყველაფერი იმისათვის, რომ სცენაზე იდგნენ, ვფიქრობ მირიან ჯეჯელავაც ერთ-ერთი მათგანია.
მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია?
– დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, იქვე დავამთავრე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში. ბავშვობიდანვე მქონდა შეხება სცენასთან, ვმღეროდი ადგილობრივ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ ანსამბლ „რეტროში“. იყო ფესტივალები, გასტროლები, კონცერტები, მაგრამ ეს ყველაფერი იყო მაშინ, როდესაც მე ვიყავი მეხუთე-მეექვსე კლასში. მეხუთე კლასიდან ასევე ვიყავი მსახიობი ადგილობრივ თეატრში. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რადგან ბავშვობიდან იმ საქმეს ვაკეთებდი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ვგიჟდებოდი თეატრზე, სცენაზე, კულისზე, განათებაზე… პატარაობიდანვე მქონდა მიდრეკილება და მინდოდა, რომ სულ სცენაზე ვყოფილიყავი. მეოთხე კლასელი ბავშვი უკვე ვიყავი დასის ჩვეულებრივი წევრი და ავიღე პირველი ხელფასიც. ეს თანხა ძალიან ამაყად, ოჯახის უფროსივით მივეცი დედაჩემს. რა თქმა უნდა, ახლა არც კი მახსოვს რაში დავხარჯე ეს თანხა, მაგრამ მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობიდანვე აქტიურად ვიყავი ამ სფეროთი დაკავებული. ცხოვრებაში არ მიფიქრია სხვა პროფესიის არჩევაზე, ვიცოდი, რომ უნდა გამოვსულიყავი მსახიობი. დღეს უკვე მსახიობობას შევუთავსე რადიოწამყვანობა, ტელეწამყვანობა, სხვადასხვა ღონისძიების წამყვანობა და ა.შ. ასე, რომ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ყოვედღიურობაში და შეყვარებული ვარ საკუთარ საქმიანობაზე. პირადი ცხოვრებაც არ გამაჩნია, რადგან ამისათვის დრო არ მრჩება. ადრე არ მესმოდა ამას, რომ ამბობდნენ, მაგრამ მართლა ასეა. ახლა კიდევ გადავწყვიტე, რომ ფიტნესითაც დავკავდე და ეს საერთოდ მაცლის ენერგიას.
თქვენ დაამთავრეთ თეატრალული უნივერსიტეტი, როგორც ვიცი თქვენი სადიპლომო სპექტაკლი წარმატებული აღმოჩნდა და ის მარჯანიშვილის თეატრში გადაიტანეთ. რა სპექტაკლი იყო, გაიხსენეთ ეს პერიოდი?
– ეს იყო მიხეილ ჯავახიშვილის ერთადერთი პიესა -„შერცხვენილნი“. პიესა არის რუსეთ-საქართველოს ომზე. ეს ამბავი რაზეც პიესაა დაწერილი, ხდებოდა დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე. ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო 2008 წლის აგვისტოს ომში. ჩვენ ეს სპექტაკლი დავდგით 2009 წელს, ამიტომ ეს თემა აქტუალური იყო. ძალიან საინტერესო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა, რადგან იქ მოთხრობილი ამბავი იყო ჩვენთვის ძალიან ახლო და მტკივნეული. საომარი მოქმედებები როდესაც მძაფრდება, უკვე ბევრი რამ იცვლება ადამიანთა ფსიქოლოგიაში. ძალიან ემოციური იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა. ყველაზე საინტერესოა ის, რომ იმ პიესაშიც ქართლში ხდებოდა მოქმედება. ყველანი ვინც ვმონაწილეობდით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამ სპექტაკლს და ალბათ ამიტომაც გამოვიდა ასეთი კარგი. სპექტაკლის რეჟისორი იყო ნუკრი ქანთარია, ძალიან მაგარი პროფესიონალი საკუთარი საქმის. მან შექმნა ძალიან კარგი ჯგუფი თეატარალურ უნივერსიტეტში, რომელმაც შემდეგ კარგი შედეგი აჩვენა სადიპლომო ნამუშევრით. თეატრალურში ვითამაშეთ ძალიან ბევრჯერ ეს სპექტაკლი. მაყურებელთა სიმრავლის გამო გადაწყვიტეს, რომ სპექტაკლი გადაგვეტანა მარჯანიშვილის თეატრში. იქაც თითქმის ნახევარი სეზონი ვიყავით. შემდეგ იყო ამ სპექტაკლის აღდგენაზე საუბარი, უბრალოდ ყველა მსახიობი საკუთარი გზით წავიდა და ვეღარ მოვახერხეთ ერთად შეკრება. ახლაც დიდი სიამოვნმებით ვითამაშებდი ამ სპექტაკლში, ჩემი გმირი მიუხედავად პიესაში მოთხრობილი ტრაგედიისა იყო ძალიან კომიკური. ამ მხრივაც საინტერესო იყო, ჩემთვის ამ როლზე მუშაობა.
ახლა რომელ თეატრში მოღვაწეობთ და რამდენად მნიშვნელოვანია თეატარი თქვენთვის?
– ახლა არც ერთ თეატრში არ ვმოღვაწეობ. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, თეატრი ყველა მსახიობისათვის მეორე სახლივითაა. თეატრში, რომ შედიხარ – სრულიად შიშველი, აფსოლუტურად თავისუფალი ხარ, იქ შეგიძლია ყველანირად გარდაისახო. რაც ბავშვობაში იყო თეატრი ჩემთვის იგივეა დღესაც. ეს სულ სხვა სამყაროა და ჯერ ბოლომდე ვერ ამოვხსენი, გარკვეული მისტიკაც ახლავს ამ ყველაფერს. სამწუხაროდ ახლა არ ვარ არც ერთ თეატრში, რადგან ეს მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, ძალისხმევასა და დროს. მე კიდევ ძალიან ბევრი საქმით ვარ ერთდროულად დაკავებული, ამიტომ ჩემი მოუცლელობის გამო არ მინდა, ზიანი მივაყენო რომელიმე სპექტაკლს. ამ ყველაფრისათვის თავი, რომ ამერიდებინა წამოვედი თეტრიდან. თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩაბმული ახმეტელის თეატრში, სპექტაკლის მზადებაში. შემდეგ გარკვეული ტიპის პრობლემები შეიქმნა, გავჩერდით ცოტხანით. ხოლო, როდესაც აღდგენაზე წავიდა საუბარი, თავად ვთქვი უარი, რადგან ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი. ამ ყველაფრის მიუხედავად არ გამოვრიცხავ, რომ როდესმე დავბრუნდე თეატრში, რადგან ძალიან მიყვარს. ენით აღუწერელი სიამოვნებაა სცენაზე თამაში, იქ რამდენიმე წუთში ცოცხლდება ჯადოსნური ამბავი.
თუ გაქვთ რაიმე საოცნებო როლი, რომლის შესრულებაც გინდათ?
– ამაზე მიფიქია, მაგრამ საოცნებო როლი არ მაქვს, ჩემთვის ნებისმიერი როლი საოცნებოა. შეიძლება იყოს სრულიაად უცნობი პიესის, სრულიად უცნობი გმირი და ეს გახდეს შენთვის საოცნებო როლი. ზოგადად როლი არის ის, რაც შენგან გამომდინარე უნდა შექმნა. შენი გმირი რომელსაც თამაშობ უნდა შეიყვარო, თუნდაც ეს უარყოფითი გმირი იყოს. როლზე მუშაობის პროცესი იმდენად სასიამოვნოა, რომ გინდა, არ გინა გიყვარდება შენი გმირი. შეიძლება რაღაცებში არ ეთანხმებოდე და შენ პიროვნებასთან ახლოს არ იყოს, თუმცა ჩემი აზრით მსახიობისათვის ნებისმიერი როლი საოცნებოა.
თქვენ გამსგავსებენ ჯუდ ლოუს, ერთ–ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ოცნებობთ მასთან ერთად ითამაშოთ ფილმში, ეს ოცნება ოცნებად რჩება თუ შეიცვალა რაიმე?
– ზოგადად მინდა, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდე და რატომაც არა, ერთ მშვენიერ დღეს ამოვყო თავი ჰოლივუდში. თუმცა შეიძლება წლები გავიდეს ვერც ჰოლივუდში წავიდე და არც ჩემი სამსახიობო ცხოვრება შედგეს, არავინ იცის წინასწარ რა ხდება. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ბავშვობაში რაზეც ვოცნებობდი დღეს ყველაფერი მაქვს, პროფესიული თვალსაზისით ვგულისხმობ. ძალიან მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი და გავხდი, ძალიან მინდოდა მემუშავა რადიოში და ვმუშაობ, ვოცნებობდი მომღერლობაზე და ახლა ეს ოცნებაც ავიხდინე. „ორი ვარსკვლავის“ სცენაზე ვდგავარ და როგორც ხალხი ამბობს ძალიან კარგად ვმღერი, ამით ძალიან ბედნიერ ვარ. ბავშვობაში მინდოდა კიდევ, რომ მილიონერი გავმხდარიყავი, მაგრამ ჯერ ვერ გავხდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც გულით გინდა იმას აუცილებლად მიაღწევ. ხშირად ხდება ისეც, რომ ოცნებები გვემსხვრევა, იმის ნახევარსაც კი ვერ ვაკეთებდეთ რაც გვინდა. არსებობს ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ჰოლივუდში გადასაღებ მოედანზე, თუნდაც ჯუდ ლოუსთან ერთად. არავინ იცის რა მოხდება, ადრე რაც მიუღწეველი მეგონა ახლა ყველაფერი მაქვს. მინდა მჯეროდეს, რომ ესეც არ არის შეუძლებელი, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და მივხვდე, რომ ჩემს ოცნებაში ვარ.
როგორ გახდით რადიოწამყვანი და რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ამ პროფესიაში?
– ეს არის სფერო, რომელსაც ერთხელ მაინც თუ მიუახლოვდი მერე ვეღარასოდეს მოეშვები. ვისაც კი რადიოში უმუშავია ყველა ამას ამბობს და ყველა დამეთანხმება. მეათე კლასში ვიყავი, როდესაც რადიოში დავიწყე მუშოაბა, ეს ჯერ კიდევ ზუგდიდში ხდება, ზუსტად ამ პერიოდიდნ „მოვიწამლე“ რადიოთი. თბილისში, როდესაც თეატრალურ უნუივერსიტეტში სწავლის პარალელურად გადავწყვიტე მუშაობა, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი „ფორტუნა+“-ში. ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ „ფორტუნა +“-ის წამყვანი ვყოფილიყავი და ესეც ამიხდა. ისე უცებ მოხდა ყველაფერი ვერც კი მოვასწარი გაცნობიერება. მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და ჩემმა უფროსმა რეზო კაკულიამ მითხრა, რომ ხუთშაბათს ეთერში უნდა დავმჯდარიყავი. ეთერში ყოფნის დროს ისე ვინერვიულე, სიცხემ ამიწია. დრო გავიდა და ახლა სრულიად კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ პროფესიში. საერთოდ, მომწონს ის სფერო სადაც ყურადღების ცენტრში ხარ, სხვა არც კი ვიცი რა უნდა ვაკეთო.
პროექტი „ორი ვარსკვლავი“, თუმცა სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, როგორც ვიცი ეს თქვენი პირველი გამოჩენა არ არის ტელევიზიით, თქვენ ასევე იყავით „ნუცას სკოლის“ წამყვანი, მონაწილეობთ ფილმებში და ძალიან ბევრ სარეკლამო რგოლში. რამდენად ადვილია ტელეწამყვანობა და კამერებთან მუშაობა?
– კამერებთან მუშაობა ძალიან ადვლია ჩემთვის იმიტომ, რომ ამას დაახლებით მეორე კურსიდან შევეჩვიე. სწორედ ამ დრიდან დაიწყო ჩემი აქტიურად გადაღება სარეკლამო რგოლებში. ძალიან ბევრ სარეკლამო რგოლში ვარ გადაღებული, უკვე სათვალავიც კი ამერია. მე თავად ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ერთადერთი რაც შეილება კამერასთან მუშაობას მირთულებდეს, სწორედ ეს არის. შეიძლება ჩემი ერთი მიმიკა არ მომეწონოს კამერაში და ამაზე ავტეხო მთელი ამბავი. სხვა მხრივ პრობლემა არ მაქვს, როგორც მეუბნებიან კამერაც კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ. ტელევიზია სულ სხვა სფეროა, იმ პატარა ობიექტივიდად გიყურებს მთელი საქრთველო. ეს კიდევ სულ სხვა პასუხისმგებლობაა, კამერებთან მუშაობა არ მიჭირს. იცით, რომ ჩვენი პროექტი პირდაპირ ეთერში გადის, თუმცა მე მანამდეც მქონდა გამოცდილება, როგორც აღნიშნეთ ნუცას სკოლის წამყვანი ვიყავი. ყოველთვის ვცდილობ ძალიან თავისუფალი ვიყო კამერასთან ურთიერთობისას, სხვა საქმეა როგორ გამომდის.
როდესაც შემოგთავავაზეს „ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობა ადვილად დათანხმდით? მანამდე თუ გქონიათ რაიმე შეხება სიმღერასთან?
– სიმღერასთან არაოფიციალური შეხება მქონდა, მეგობრების წრეში და თეატრალურ უნივერსიტეტში ვმღეროდი, ისე უბრალოდ ჩემთვის. მსახიობისათვის რა მუსიკალური შესაძლებლობებიც იყო საჭირო ვაკმაყოფილებდი. პროექტში მონაწილეობა, რომ შემომთავაზეს ცოტა ვიყოყმანე. ჩემი თავის იმედი მქონდა, ვიცოდი, რომ სიმღერას შევძლებდი, თუმცა ასე ცოცხლად სიმღერა მაინც სულ სხვაა. ნინი ცნობილაძის ფაქტორმაც დადებითად იმოქმედა. ვფიქრობ ნინი ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია საქართველოში საკუთარი, დამახასიათებელი ხმის ტემბრით და მგონია, რომ ჩვენი დუეტი შედგა. მეოთხე ტურისათვის ვემზადებით და მთელი ამ დროის განვმავლობაში სალიდერო პოზიციებზე ვართ, ეს ძალიან მახარებს.
რას გვეტვით თქვენი მეწყვილის ნინი ცნობილაძის შესახებ, როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს და რამდენად იოლია მასთან მუშაობა?
– ძალიან ადვილი და კომფორტულია ნინისთან მუშაობა. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად მღერის, ასევე ძალიან კარგი ადამიანია და უკვე ძალიან კარგი მეგობარიც გახდა. ადვილად შევეგუეთ ერთმანეთს და იოლად ვაგვარებთ თუ რაიმე მპრობლემა არსებობს.
რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც „ორი ვარსკვლავის“ სცენაზე გასვლისათვის ემზადებოდით და რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც ყველაფერი დამთავრდა და ჟიურიმ შეგაფასათ?
– ისე ვინერვიულე, რომ არაფერი მახსოვს. ბუნდოვნად მახსოვს სცენაზე, რომ გავედი რუსა მორჩილაძე მოვიდა სცენასთან, ფეხზე ხელი მომარტყა და გამამხნევა. ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ეს იყო სიმღერა. ჩაირთო მუსიკა და მივხვდი, რომ ვეღარაფერს შევცვლიდი, ბოლომდე უნდა გამეკეთებინა ჩემი საქმე. საშინლად უკმაყოფილო ვიყავი პირველი ტურის შემდეგ, რადგან იმის ნახევარიც ვერ წარმოვაჩინე, რასაც რეპეტიციებზე ვაკეთებდი. თუმცა სიმღერა სტრუქტურულად სწორად შევასრულეთ, არ ყოფილა დიდი ხარვეზები, ერთ-ერთ რჩეულ დუეტად დაგვასახელეს პირველი საკონკურსო ტურის შემდეგ და ეს დღემდე ასეა. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ სრულიად უცხო ადამიანები მწერენ და მაქებენ. ასევე შენიშვნასაც მაძლევს და მაკრიტიკებენ, კრიტიკაზეც ადეკვატური რეაქცია მაქვს. რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა თუ ჯანსაღი და არგუმენტირებულია.ზოგჯერ ჩვენთან კრიტიკა თავხედობაში ერევათ, თუმცა ასეთი კომენტარები ჩემს შესახებ ჯერ არ წამიკითხავს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრობისთვის, თუნდაც ჩვენი ინტერვიუს მკითხველს, იმედია ეს ბოლომდე ასე იქნება.
სამი ტურია უკვე სცენაზე დგახარ, რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში? რა ისწავლეთ?
– მე თავადაც ვატყობ, რომ კვირიდან კვირამდე ვიზრდები და ამას ამბობს ჟიურიც. სცენაზე ქცევის მანერაც შედარებით დამეხვეწა, უფრო ემოციურად ვეკიდები სიმღერის შესრულებასაც. მხოლოდ კარგი ვოკალი საკმარისი არ არის, აუციელებელია ემოციაც. ჩემთვის, როგორც მსახიობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი გამოსვლა გარდა სწორი ვოკალისა კიდევ ემოციურადაც იყოს გამართული. ასე, რომ ვცდილობ ტურიდან ტურამდე გავიზარდო და ყველაფერი უკეთესობისაკენ წავრმართო.
ყურადღება განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის მხრიდან დარწმუნებული ვარ არც აქამდე გაკლდათ, მაგრამ ახლა უფრო გამძაფრებულად თუ იგრძენი, რა ძალა აქვს ტელევიზიას?
– პირველად ტელევიზიაში გამოჩენის შემდეგ ყურადღება დაახლოებით სამი წლის წინ ვიგრძენი. „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ მიმიწვიეს, რუბრიკაში სასურველი სასიძოები. ვერ აგიღწერთ ამ შოუს შემდეგ რა ხდებოდა, რამდენიმე წამში მომივიდა უამრავი მეგობრობის თხოვნა, უამრავი წერილი. ამის შემდეგ უკვე ხშირად ვჩნდებოდი ტელევიზიით და ყურადღების ცენტრში ყოფნას შეგუებული ვიყავი. თუმცა ამით ბოროტად არასოდეს მისარგებლია და არც არასოდეს ვისარგებლებ. ნებისმიერი ტიპის ყურადღება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლიერი ვარ ყველასი. დრო როდესაც მაქვს აუცილებლად ყველას ვცემ პასუხს, თუმცა არის შემთხვევბი, რომ ზოგიერთ მონაწერს მართლა ვერ ვნახულობ, ამის გამო შემდეგ ბოდიშიც მომიხდია. საერთოდ ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას, როდესაც ადამიანს არ აქვს იმის განცდა, რომ საკუთარი უყურადღებობით შეიძლება სხვას ზიანი მიაყენოს.
რა ხდება პროექტის შიგნით? როგორი დამოკიდებულება გაქვთ კონკურსანტებს ერთმანეთთან?
– მე სხვა მსგავს პროექტებში მონაწილება არ მიმიღია, თუმცა ვისაც გამოცდილება აქვს ამბობს, რომ სხვა პროექტებისგან განხვავებით, ჩვენ ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, არ არის შური, ბოღმა… ყველანი რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს, სიმღერების შერჩევაში ვეხმარებით, ვუზიარებთ საკუთარ აზრებს, განსაკუთრებით არაპროფესიონალები. საერთოდ ძალიან კარგი ჯგუფია შექმნილი, დაწყებული პროდუსერებიდან, დამთავრებუული მონაწილეებით. ყველაზე მაგარია, როდესაც ჩვენთვის განკუთვნილ ოთახში კონკურსანტები ერთმანეთს ვამხნებეთ. საშინელებაა სამშაბათობით პროექტიდან ვიღაცის წასვლა. ძალიან ძნელია, როდესაც შენთვის 2 საყვარელი წყვილი დგას აუდსაიდერთა რიგში. მე ჯერ აუდსაიდერებში არ ვყოფილვარ და ვერ გეტყვით ამ დროს რა დამემართება, ალბათ ნერვიულობით მოვკვდები.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, არა მხოლოდ „ორ ვარსკვლავში“ არამედ თქვენ შემოქმედებით ცხოვრებაში?
– ვერასოდეს ვერ ვგეგმავ ვერაფერს, იმიტომ, რომ რაც დაიგეგმა არასოდეს არაფერი გამოვიდა. მივყვები დინებას და სპონტანურად მოვარდნილ ამბებში ვერთვები. მსახიობის, ტელეწამყვანის ცხოვრება დამოკიდებულია რეჟისორზე, პროდუსერზე… მაინც სხვა განაგებს შენ კარიერას. ერთადერთი სტაბილურად ვიცი ის, რომ რადიოში მუშაობას ვაგრძელებ და იმედი მაქვს ბოლომდე ვიქნები პროექტშიც.
ესაუბრა ანო მუქათარიძე