აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, ვაშინგტონმა დონბასში არსებული სიტუაციის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიმუშავა. მან ეს განცხადება კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი სანქციების „შედეგებს“ საკუთარ კისერზე გრძნობს და სიტუაციის გართულების შემთხვევაში დამატებით ეკონომიკურ სრითულეებს წააწყდება.
სახელმწიფო მდივანმა მოსკოვი და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მინსკის შეთანხმებების უგულვებელყოფაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ „აქამდე არც რუსეთს და არც მისი მხარდაჭერით მოსარგებლე ძალებს ვალდებულებების შესრულება არ დაუწყიათ“.
წინა დღით ქერიმ რუსეთი ტყუილში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთის მტკიცება თითქოს მისი ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინაში არ იმყოფება სიცრუეა.














