• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არჩილ კაიკაციშვილი: “სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენის პროცესში სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს”

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
არჩილ კაიკაციშვილი: “სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენის პროცესში სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

archil_kaikatsishvili_18163სახელმწიფოს მხრიდან სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნა სამართლიანობის აღდგენის დაჩქარების პროცესს გამოიწვევს. საზოგადოება კი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმ პროცესს, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია, მეორე მხრივ კი – სახელმწიფო ინტერესების საზიანო არ უნდა იყოს. ამის შესახებ 2015 წლის 5 მარტს, „კვირას“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორმა საზოგადოების მოლოდინების ჩამოყალიბების პროცესში, სიფრთხილე გამოიჩინოს, რადგანაც არ დაზარალდეს სამართლიანობის აღდგენის მხარდაჭერა და სახელმწიფოს მიეცეს ქონებაჩამორთმეულთა და წამების მსხვერპლთა მიმართ, სწორი სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობა. მისივე თქმით, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხედულებები, თითქოსდა არსებობს კითხვები სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამჭვირვალობასთან მიმართებით, რადგანაც ცნობილი არ არის შემდგომი საქმიანობის პრინციპები, არ არის ობიექტური შეფასება. „არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო ბრალდებას ვერ უკარნახევს იმ ფორმას, თუ როგორ უნდა გამოიძიოს უმძიმესი, სისტემური დანაშაულებები. ასეთი პრეროგატივა სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს გააჩნიათ. სამოქალაქო სექტორის ვალდებულებაა, პროცესის მონიტორინგი და რეკომენდაციები ცალკეულ მოქმედებებთან მიმართებით. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა აუცილებელია. ზოგიერთი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებებმა გამიჩინა განცდა, რომ ისინი სწუხან, პროკურატურამ ან მთავრობა, რატომ არ შეუთანხმდა დეპარტამენტის საქმიანობის შემდგომი სტრატეგია. ჩვენ ალბათ უნდა ვიპოვოთ სათანამშრომლო ველი, მაგრამ არა ურთიერთჩარევის სანაცვლოდ. ვნახოთ, რა ჩარჩო ექნება დეპარტამენტის საქმიანობას და რა ფორმას მიიღებს სამართლიანობის აღდგენის გარდაუვალი ეტაპი საქართველოში“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, მედიის კითხვებს უპასუხა, რომელიც შეეხებოდა ქონებაჩამორთმეულ, აჭარის ყოფილი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის, როლანდ ბლადაძის სახლში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტს. არჩილ კაიკაციშვილმა მიმართა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, რათა სახელმწიფოს მხრიდან ქონებაჩამორთმეულთა საქმეების განხილვის პროცესში, პრიორიტეტული ხარისხი მიენიჭოს როლანდ ბლადაძის საქმეს. მისივე თქმით, დადგა დრო, მთავრობის შესაბამისმა სამინისტროებმა და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაბედული ნაბიჯი გადადგან, რათა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული და ქონების რეალურ ფლობელს, წართმეული საკუთრება დაუბრუნდეს.

არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან, იუსტიციის სამინისტროდან და მთავარი პროკურატურისგან აქტიური მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს, რა დროსაც, შესაძლებელი გახდება, როლანდ ბლადაძემ გიორგი პაპუაშვილისგან კუთვნილი ქონება დაიბრუნოს. არჩილ კაიკაციშვილი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, სამინისტრომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ალტერნატიული ფართი შესთავაზოს, იკისროს მედიატორის როლი და როლანდ ბლადაძეს დაუბრუნდეს კუთვნილი ქონება. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, სამინისტროს მედიაციის ასეთი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სამინისტროს დახმარებას და პასუხისმგებლობის გაზიარებას სთხოვს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ეროვნული დონის სასამართლოების ამოწურვის შემდგომ, როლანდ ბლადაძის საქმე, შესაძლებელია გაგზავნილ იქნეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, სადაც მხარე საქართველოს სახელმწიფოს სახით, იუსტიციის სამინისტროა. საქართველოს მიმართ მორიგი საჩივარი და საქმის მოგების ალბათობა, მათ შორის, კვლავ ფინანსურ ვალდებულებად დაეკისრება საქართველოს, რაც არც მოსარჩელის დღევანდელ ინტერესებს პასუხობს და არც როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველთა პოზიციას. შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებს, ერთობლივი ძალისხმევით, დაიწყოს საქმეზე მორიგების ინსტიტუტის ამოქმედება, გიორგი პაპუაშვილისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული სამართლებრივი შეცდომების აღმოფხვრა და როლანდ ბლადაძის მიმართ კუთვნილი ქონების დაბრუნება.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

სარკეები ზღვის, ოკეანის ეფექტით – “ჰალო”

სარკეები ზღვის, ოკეანის ეფექტით – “ჰალო”

4 years ago
პაპმა ფრანცისკემ ქართულ სამრევლოს რომში ტაძარი გადასცა

პაპმა ფრანცისკემ ქართულ სამრევლოს რომში ტაძარი გადასცა

5 years ago
მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

7 years ago
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი – გეგეშიძე ცრუობს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი – გეგეშიძე ცრუობს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას

7 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by