• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, აპრილი 18, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
14 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
”არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხვალ ყველა ფსიქოლოგიური ორგანიზაცია გაერთიანდება ადამიანების პრობლემებზე სამუშაოდ”- ნინო კერესელიძე

”არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხვალ ყველა ფსიქოლოგიური ორგანიზაცია გაერთიანდება ადამიანების პრობლემებზე სამუშაოდ”- ნინო კერესელიძე

2015/03/10
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
6 0
1
SHARES
75
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენს საზოგადოებაში და რეალობაში ეს კულტურა იხვეწება და სულ უფრო ინტენსიურად მიმართავენ მოქალაქეები ფსიქოლოგებს. აქტუალური ხდება ოჯახების დაინტერესება, კონსულტაციით მიმართონ ფსიქოლოგებს. თუმცა, მეორეს მხრივ, პრობლემური და აქტუალურია ასევე, რამდენად არიან მზად საქართველოში ფსიქოლოგები, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სულ უფრო აქტიური ხდება ქვეყანაში პროფესიონალი ფსიქოლოგების აღზრდა და მათთვის კარგი პრაქტიკისა და ასპარეზის მიცემა. ნინო კერესელიძე ახალგაზრდა ფსიქოლოგია, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. დღეს ფსიქოლოგების წრეში ნინოს და მის საქმიანობას თითქმის ყველა იცნობს. მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, მან შეძლო საკმაოდ მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქვა საკუთარ პროფესიაში. The Tbilisi Time-სთვის ცნობილი გახდა ნინოს განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობების შესახებ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით და უფრო დაწვრილებით გაგვეგო ამის თაობაზე. ნინომ მის მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ჩამოაყალიბა ფსიქოლოგიის ცენტრი. ახალგაზრდა ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე მკითხველს უამბობს თუ რა სახის მომსახურებას უწევს მომხმარებლებს ფსიქოლოგიური ცენტრი, რა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ახალგაზრდებს და რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგთა გააქტიურება საზოგადოებაში. 

unnamed (4)

მოგვიყევით, როგორ მოხვდით  ამ სფეროში და როგორ მოხდა, რომ ასეთ მცირე ასაკში ამდენი შეძელით? როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რა მიმართულებებს ემსახურება თქვენი ცენტრი და რა პროექტებზე მუშაობთ ამჟამად? სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი და შემდგომ მიგვემართა ორგანიზაციებისთვის, რომ დაგვხმარებოდნენ განხორციელებაში. პირველი, სადაც მივედი იყო ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“.  გავაცანი, იმ დროისთვის, ძალიან ამბიციური პროექტი. თავადაც არ მჯეროდა, რომ ვინმე მოკიდებდა ამას ხელს. მაგრამ, განხივლვების შემდგემ, გადაწყდა დაგვეარსებინა „დავითიანნში“ ფსიქოლოგიის კომიტეტი, 2014 წლის 25 მარტს. იქ წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ყველაფერი იქნებოდა ჩვენზე დამოკიდებული. საერთოდ არ აპირებდნენ ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობას. თუმცა, ვიფიქრობ, რომ იმედები გავამართლეთ. დროთა განმავლობაში, მუშაობის შედეგად, გაჩნდა  ბევრი მიმართულება, გვერდში დამიდგნენ ახალგაზრდა კოლეგები და ცოტა ავხმაურდით. ცოტახანშივე მოთხოვნა გაჩნდა კონსულტაციებზე და როცა შევატყვეთ, რომ საქმეს ვაკეთებდით, ნელნელა ავტორიტეტი იხვეჭებოდა და გავლენებიც იზრდებოდა, 2014 წლის ნოემბრის თვეში უკვე დავაარსეთ ფსიქოლოგიის ცენტრი.  ჩვენ ვმუშაობთ ძირითადად ორი მიმართულებით: საგანმანათლებლო  და საკონსულტაციო. გარდა ამისა, ვატარებთ საზოგადოებისთვის საინტერესო და ინფორმაციულ ღონისძიებებს სოციალურ თემებზე.  ამჟამად ვმუშაობთ საკმაოდ  ფართო კვლევაზე – “მედიის გავლენა ინდივიდის განწყობაზე“ რომელიც აპრილის დასაწყისში დასრულდება. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშობთ სკოლებში და ვატარებთ სხვადასხვა თემებზე შეხვედრებს, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, ასევე უწყვეტად ვმუშაობთ  ტრენინგებზე და მასტერკლასებზე. ძირითადი ჩვენი მიმართულება, მაინც არის მშობლები და შვილები, წარმატება და მოტივაცია, სტრესი და აგრესია. ფსიქოსაკონსულტაციო მიმართულებით კი ვატარებთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ახლახანს ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო შესანიშნავმა ფსიქოთერაპევტმა სალომე საბიაშვილმა და ჩვენი გუნდისთვის ეს საკმაოდ დიდი შენაძენია. ჩვენი მიზანია სამომავლოდ ხარისხიანი იყოს ფსიქოლოგიის შესწავლა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. გარდა ამისა, ვმუშობთ ეროვნული დონის წიგნებზე, რომელიც ალბად ძალიან მალე იხილავს დღის შუქს.

unnamed (3)

ფსიქოლოგიის ცენტრი რა სახის კონსულტაციებს უწევს მსურველებს? რამდენად დიდია დაინტერესება და მოთხოვნა? ძირითადად რა საკითხებზე გთხოვენ დახმარებას მოქალაქეები?

– ჩვენმა ცენტრმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო ფსიქოკონსულტირებებით დაინტერესებული ადამიანების მომსახურება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ინიციატივაც წარმატებული აღმოჩნდა. ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, – შეიძლება ითქვას, რომ ჩვენის მხრივ, უკვე შევძელით და დავასაქმეთ ახალგაზრდები. გარდა ამისა, მართალია კონსულტაცია ფასიანია თუმცა შემოსული თანხა ნაწილდება ტავად ფსიქოლოგებზე და ნაწილს ცენტრს ვახმართ, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ამ მიმართულებით ცენტრში ამჟამად გვყავს ორი ფსიქოკონსულტანტი და ერთი ფსიქოთერაპევტი. შესაბამისად, ვახერხებთ, რომ დროულად და ზედმეტი ლოდინის გარეშე შევთავაზოთ მომსახურება მომხმარებლებს. დაინტერესება თანდათან იზრდება, ყველაფერი მაინც ინფორმაციის გავრცელებაზეა დამოკიდებული. იმ მოკლე დროში, რაც ჩვენი ცენტრი არსებობს, საკმაოდ მაღალია დაინტრესება. ძირითადი საკითხები მაინც არის კონფლიქტები, სტრესი,  შვილებთან ურთიერთობა და წყვილთაშორისი პრობლემები. ზოგადად უფრო არასამთავრობო ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისად ვმუშაობთ და გვინდა ფსიქოლოგიაში, ჩვენი საქმიანობით, ღირებული სიტყვა ვთქვათ. თუ რამე ფასიანი პროექტი განვახორციელეთ ვცდილობთ ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით მომსახურება გაცილებით უფრო იაფად შევთავაზოთ. ძალიან საინტერესო და ხელსაყრელი პროექტები გვაქვთ სტუდენტებისთვის და უამრავ შეღავათებსა და ხელშეწყობას ვაკეთებთ. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და მოტივირებულები ვართ, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ჩავდოთ ამ საქმეში.

რამდენიმე წლის წინ იყო სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგთან კონსულტაცია სირცხვილად ითვლებოდა, დღეს რა ტენდენცია შეინიშნება? 

– სამწუხაროდ  ეს ტენდენცია ინერციით ჯერ კიდევ მოდის, არის რიგი კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ასე ფიქრობენ, ეს ალბად უფრო განათლების დონისა და ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. ჩვენი ცენტრი  ფსიქოლოგიის პოპულარიზაციაზე აქტიურად მუშაობს. ვატარებთ საჯარო შეხვედრებს ფსიქოლოგიის შესახებ, ვავრცელებთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ, რა არის ფსიქოლოგია და რატომ უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს. თანდათან უკვე  მომართვიანობაც იზრდება არამარტო ჩვენთან, არამედ სხვა ფსიქოლოგიის ცენტრებშიც. მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნო, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მომხმარებელი  ჯერ კიდევ იმდენად არ არის ინფორმირებული არსებულ ცენტრებზე, ბევრი ისეთ ცენტრში ან ფსიქოლოგთან მიდის, ხანდახან პრობლემის აღმოფხვრის მაგივრად უარეს მდგომარეობაშიც ვარდება.

553768_673705915986514_1565711891_n

ადამიანის ფსიქოლოგია ასაკის მიხედვით იცვლება, ახალგაზრდებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, როგორც ფსიქოლოგს, რა  პრობლემებია ახალგაზრდებში, რამდენად ხშირად მიმართავენ ისინი თქვენს ცენტრს?

– ახალგაზრდებთან ძირითადი პრობლემა მაინც სტრესი ან პროფორიენტაციაა (პროფესიის სწორად არჩევა), ასევე ვმუშაოთ  კარიერისა და წარმატების თემაზე. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები,როგორც კონსულტირების ასაევე საგანმანათლებლო მიმართულებაშიც, 19-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

IMAG0505

როგორც ვიცით, თქვენმა ფსიქოლოგიის ცენტრმა ჩაატარა ახალგაზრდა ფსიქოლოგთა  ფორუმი, რომელმა ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა აღნშნულ ფორუმში და რა საკითების განხილვა მოხდა მის ფარგლებში? აღნიშნულო ფორუმს ერთჯერადი სახე ჰქონდა თუ მომავალშიც აპირებთ გააგრძელებთ?

– ჩვენმა ფსიქოლოგიის ცენტრმა, პირველად საქართველოში, ჩაატარა ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი, რომელშიც  მონაწილეობას იღებდნენ  სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ჩვენს მიერ მოწვული ფსიქოლოგები: ირინა ტაბუციძე, დიანა ნიკოლაიშვილი, ნინო ახალაია, გიორგი დონაძე, თინათინ აფხაიძე, ეკატერინე გვერდწითელი-გოგსაძე.  ჩვენი ცენტრის სახელით მოხსნებებები გააკეთეს მარიტა მერკვილაძემ და ვასილ ივანიშვილმა.  ძირითადი თემა იყო ფსიქოლოგიის პრობლემები საქართველოში. ჩვენ ასევე 3 დეკემბერს ჩვატარეთ კონფერენცია თემაზე – ძალადობა და ძალადობის პრევენცია,  სადაც ჟიურიმ გამოავლინა საპრიზო კატეგორიები. ჟიურის თავჯდომარე გახლდათ ფსქიქოლოგი, მარინა კაჭარავა. ასევე ჟიურის წევრები იყვნენ სხვადასხვა ფსიქოლოგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები. კონფერენციაზე გვყადვდა ყველაზე პატარა მონაწილე 11 წლის ნათია ჩიტიშვილი, რომლის  ნაშრომმაც ჟიური აღაფრთოვანა. პირველი ადგილი კი დაიკავა ანა ფეოდოროვმა თემით – ძალადობა გენდერული ნიშნით.

unnamed (9)

ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ან ფსიქოლოგთა ასოციაციების აქტიურობა საზოგადოებაში, შესაძლებელია თუ არა ამ პროფესიის ადამიანების გააქტიურებით იმ ზოგადი დაძაბული ფონის შეცვლა და გაუმჯობესება, რაც დღეს სოციუმშია? 

– რა თქმა უნდა, როგორც ყველა სფეროში, აქაც აუცილებელია სხვადასხვა ორგანიზაციების და ფსიქოლოგების აქტიურობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველამ ქვეყნის ჯანსაღი მომავალისთვის უნდა ვიშრომოთ და ჩვენი ცოდნა იმ ადამიანებამდე უნდა მივიტანოთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხვალ ყველა ორგანიზაცია გაერთიანდება და ერთად დაიწყებს მუშაობას, მაგრამ დიდი სურვილია ყველამ ცოტახნით გვერდზე გადავდოთ პირადი კომფორტი და დავიწყოთ თითოეული ადამიანის პრობლემამდე მისვლა, ეს  ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე, სასახელო კონფერენციების და ფორუმების მართვა მხოლოდ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის.

unnamed (8)

თქვენ, როგორც ფსიქოლოგი რას გვირჩევთ, როგორ შეიძლება დაიძლიოს ის სტრესი და დეპრესია, როომელიც ცხოვრების სწრაფ  ტემპს  ახლავს თან,  რა რეკომენდაციებს მისცემთ საზოგადოებას?

– სტრესი, უპირველესყოვლისა, ემოციიდან მოდის. ის შეიძლება გამოიწვიოს დადებითმა ან უარყოფითმა ემოციამ, გააჩნია ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, რადგან ზოგ სტრესს ძალიან სწრაფად ვართმევთ თავს და მეტ-ნაკლებად ვარეგულირებთ. სტრესული მოვლენები ახასიათებს ძირითადად სტაბილურ, მერყევ და შედარებით ძლიერ ემოციურ ადამიანებს. ერთსადაიმავე სტრესზე ადამიანებს შეიძლება განსხვავებული რეაქცია ჰქონდეთ. აუცილებელია სტრესს და პრობლემას დაერქვას სახელი, მოხდეს მისი გაცნობიერება, რა არის, რას ნიშნავს, რაში გიშლის ხელს და რას იწვევს შენში, საიდან მოდის ეს პრობლემა. მას შემდეგ, რაც ადამიანი თავის პრობლემას სახელს დაარქმევს, მასთან მუშაობა შედარებით მარტივი ხდება. ფსიქოლოგის ჩარევას საკმაოდ დიდი შედეგი აქვს. თუმცა ეს ადამიანის სურვილზეც არის დამოკიდებული. რეალურად არსებობს პრობლემები, რასაც ვერ ერევი, არ არის შენზე დამოკიდებული. სტრესისგან არავინ არ არის დაზღვეული. მაგალითისთვის, ცნობილია, რომ ადამიანი, რომელიც ლოცულობს, სტრესი ნაკლები აქვს. ეკლესია, ლოცვა, აღსარება, ზიარება, უფლისადმი ვედრება არის ის საფარველი, რაც სულიერი ბრძოლისას გიცავს.

თქვენს ერთერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, რომ ადამიანის ხასიათის ამოცნობა მისი ხელნაწერითაც შესაძლებელია, რა ინფორმაციას გვაწვდით ხელნაწერიმისი ავტორის შესახებ? 

– ხელნაწერის ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის ერთ-ერთი პრაქტიკული მიმართულებაა. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული გრაფოლოგიასთან. ხელწერის შესახებ სწავლებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. კალიგრაფიის ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანის დიაგნოსტიკა ხდება ადამიანის გარეშე. სხვათაშორის, ერთერთი ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ბრძანდებოდა საქართველოში და “მასტერკლასები” ჩაატარა. ჩვენი ცენტრი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ღონისძიების. ძალიან კარგი შედეგებიც დაიდო და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.

1902742_879070962116674_453132891161036624_n

როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანზე მისი ავტოგრაფის მიხედვით?  რას გვეუბნება ავტოგრაფი მის ავტორზე?

– ავტოგრაფი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი საშუალებით შესაძლოა, ისეთი დაფარული დეტალების გაგება, რომელიც ხანდახან ხელნაწერშიც არ იკვეთება. აქ ჩანს ადამიანის თვითშეფასება, შიშები, განცდები იმ საკითხის მიმართ, რაზეც აკეთებს ავტოგრაფს. ავტოგრაფი, რომელიც მხოლოდ სახელის ან გვარისგან შედგება, ავტორის სიამაყესა და გულახდილობაზე მიუთითებს. ჩახლართული ხელნაწერი საქმიანი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ავტოგრაფის ბოლოს თუ წერტილია დასმული, მისი ავტორი ფრთხილი ადამიანია, ხოლო თუ ვერტიკალური ხაზი – ცივი და უნდობელი. 

ვინ არის თქვენთვის ყველაზე მისაღები ფსიქოლოგი, რომლის ნააზრევსაც თქვენს საქმიანობაში ხშირად იყენებთ ხოლმე?

– ძალიან რთულია გამოვყო რომელიმე ფსიქოლოგი, ვინაიდან ძალიან ბევრია ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი. თითოეული ფსიქოლოგი, ვისთანაც მუშობის ბედნიერება მქონდა, საქმის პროფესიონალია და ბევრი საინტერესო ნიუანსი მაქვს მათგან ნასწავლი. ჩემთვის მისაღებია ის ფსიქოლოგი, რომელიც გეხმარება სწავლაში, გაწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას და მისი გამოცდილებიდან გაძლევს რჩევებს. დამერწმუნეთ საბედნიეროდ ჩემს გარშემო ასეთი ძალიან ბევრია, საუბარი მაქვს უფროსი ასაკის ფსიქოლოგებზე, რომლებიც თვიანთი გადაღლილი სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ყოველთვის ნახულობენ რამოდენიმე წუთს ახალგარდა დამწყები ფსიქოლოგებისთვის და არ იზარებენ ჩვენს განვითარებაში წვლილის შეტანას. რაც შეეხება ნააზრევს, ყელას ვუსმენ, ვისაც საკუთარი აზრის გაზიარება უნდა ჩემთვის, იქნება ეს პატარა ბავშვი, თუ  კვალიფიციური ფსიქოლოგი, ყველას ნააზრევში არის პატარა ან დიდი ჭეშმარიტება, რომელიც ჩემს ფიქრებს ემთხვევა.

ესაუბრა

ნინა პირტახია

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია
ახალი ამბები

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

2021/04/17
როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?
ახალი ამბები

როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

2021/04/17
მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება – გამყრელიძე
ახალი ამბები

ქართული ხატი პაპის სააღდგომო წირვაზე

2021/04/17
Next Post
საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე დააკავა

2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

Discussion about this post

ახალი ამბები

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია
ახალი ამბები

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

2021/04/17
0

17 აპრილს, მარხვის მე-5 შაბათს, აღინიშნება ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი და განსაკუთრებული პატივი მიეგებება დედაღვთისას. აღსანიშნავია,...

სრულად
როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

2021/04/17
მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება – გამყრელიძე

ქართული ხატი პაპის სააღდგომო წირვაზე

2021/04/17
ტრადიციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ახლავს

ტრადიციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ახლავს

2021/04/17
„სამბრელა“ – თუ თქვენთვის მობილური თამაშები საინტერესოა

„სამბრელა“ – თუ თქვენთვის მობილური თამაშები საინტერესოა

2021/04/17
რატომ არის დღევანდელ მოზარდთა დიდი ნაწილი ეკლესიისგან შორს – დეკანოზი დავით თავაძე

რატომ არის დღევანდელ მოზარდთა დიდი ნაწილი ეკლესიისგან შორს – დეკანოზი დავით თავაძე

2021/04/16
სკოლებში ბავშვებმა სექსუალური განათლება უნდა მიიღონ – მარი ნაკანი

სკოლებში ბავშვებმა სექსუალური განათლება უნდა მიიღონ – მარი ნაკანი

2021/04/16

საინტერესო

კასპის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება

2 წელი ago
“საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება“ – ენდრიუ ჯეფორდი

“საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება“ – ენდრიუ ჯეფორდი

2 წელი ago
“საკუთარი თავი არასამთავრობო სექტორში ამოვწურე” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება

3 წელი ago
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა

2 წელი ago

კალენდარი

აპრილი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« მარ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

სიახლეები

  • 17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია 2021/04/17
  • როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო? 2021/04/17
  • ქართული ხატი პაპის სააღდგომო წირვაზე 2021/04/17

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In