რუკები შეიძლება იყოს საოცრად ძლიერი ინსტრუმენტი სამყაროს შესაცნობად, მაგრამ ისინი გვაჩვენებენ მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ ვეკითხებით. ასე რომ, როდესაც ინტერნეტში ვნახეთ The Washington Post-ს მასალა სათაურით” 40 რუკა, რომელსაც სკოლაში ვერ ისწავლი” ვიფიქრეთ, ჩვენი მკითხველისთვისაც მიგვეწოდებინა. ვფიქრობთ, რომ ამ მასალების გაცნობის შემდგომ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი მსოფლმხედველობა აუცილებლად შეიცვლება. შეიძლება რუკების უმრავლესობა იყოს ბანალური, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ისინი არანაკლებ მომხიბლავი და ადვილად გასაგებია.
1. მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ქრისტესშობიდან 200 წელი.
რა შეიძლება იყოს უფრო გასაოცარი: რამდენი რამე შეიცვალა დაახლოებით 1,800 წლის განმავლობაში. კაცობრიობის ცივილური ისტორიის უმეტესი ნაწილი შეიცვალა, თუმცა ამ რუკის უმეტესი ნაწილი დღესაც უცვლელია.
2. ეს რუკა ასახავს თუ რომელი ერია ყველაზე მეტად ან ნაკლებად სტუმართმოყვარე
ეს არის ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მომავალი შვებულების დასაგეგმად. თუმცა თქვენ შეხვდებით რამდენიმე სიურპრიზს, მაგალითად: ამ რუკის მიხედვით სამი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა: ისლანდია, ახალი ზერლანდია და მაროკო. ასევე სტუმართმოყვარე ქვეყნების სიაში შედის ირლანდია, კანადა და ავსტრია. რაც შეეხება ყველაზე არასტუმართმოყვარე ქვეყნებს, სიის სათავეში არიან ბოლივია, ვენესუელა და რუსეთი. სიაში ასევე არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები – ირანი, პაკისტანი და საუდის არაბეთი. სიურპრიზი იყო არასტუმართმოყვარე ქვეყნების სიაში ისეთი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა ჩინეთი და სამხრეთ კორეა.
3.მსოფლიოს მთავარი დამწერლობითი სისტემები
ეს რუკა, გვახსენებს, რომ მსოფლიოს დაყოფა არის ბევრად უფრო ღრმა საკითხი და სცილდება ეროვნულ საზღვრებს, ის ასევე გვეხმარება გადმოგცეთ რამდენიმე მთავარი მოვლენა, რომლბიც დღესაც განსაზღვრავენ მოვლენებს მსოფლიოში. სტატიაში მოცემული რუკები ეხმიანება ევროპულ კოლონიალიზმს, არაბულ ენაზე მოლაპარაკე ისლამისტების დაპყრობებს VII საუკუნეში, IX და XX საუკუნის რუსულ ექსპანსიონიზმს და ინდოეთსა და ჩინეთს შორის დღემდე მიმდინარე უნიფიკაციას.
4. საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნები დაბადებისთვის
ამ რუკის მიხედვით დაბადებისთვის საუკეთესო ქვეყნები არის პატარა, მშვიდობიანი, ერთგვაროვანი და ლიბერალური. ამ კრიტერიუმების მიხედვით სამი საუკეთესო ქვეყანა არის: შვეიცარია, ავსტრია და ნორვეგია. ამ კუთხით საუკეთესო ქვეყნების სიაში ასევე შედის აზიის ორი სუპერმდიდარი ქალაქ-სახელმწიფო: ჰონგ კონგი და სინგაპური, ისევე როგორც ტაივანი. სიურპრიზი იყო ასევე ის, რომ შეფასების ამ შკალის მიხედვით ტაივანში და სინგაპურში დაბადება ჯობია ამერიკასა და გერმანიაში დაბადებას.
ქვეყნებში,სადაც არის ძალადობის, სიღარიბისა და პოლიტიკური დაპირისპირებების მაღალი დონე, არის არასახარბიელო პირობები, ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე სამი ყველაზე ნაკლებადსასურველი ქვეყანა დაბადებისთვის არის ნიგერია, კენია და უკრაინა. ზოგიერთ ცუდად შეფასებულ ქვეყანაში რეალურად არ არის იმდენად სიღარიბე, პოლიტიკური თავისუფლებისა და ჯანდაცვის დაბალი დონე, როგორც რუსეთში.
5.მსოფლიოს რელიგიური რუკა
რუკის მიხედვით, მსოლიოში დომინანტი რელიგიაა ქრისტიანობა, მსოფლიოს მოსახლეობის 31,5% ქრისტიანია, შემდეგ მოდის მუსლიმები-23,2%, 15,0%- ინდუსი, 7,1-ბუდისტი, დედამიწის მოსახლეობის 16,3% არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ არის.
6. ქვეყნები, სადაც ნაკლებად ან მეტად ემოციურები არიან.
რუკაზე ყვითლად შეფერადებულ ქვეყნებში მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად გამოხატავს ემოციას, არა აქვს მნიშვნელობა ეს ნეგატიური იქნება თუ პოზიტიური. იისფრად გაფერადებულ ქვეყნებში კი ხალხი განსაკუთრებით მძაფრად ემოციურია. სიურპრიზია ის, რომ აშშ-ი არის მსოფლიოს ყველაზე ემოციურ ქვეყნებს შორის. სინგაპური არის ყველაზე ნაკლებად ემოციური ქვეყანა მსოფლიოში, სინგაპურელები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ემოციური დეფიციტი, რაც გამოწვეულია ურბანული ცხოვრების სტილით, სინგაპურელების 82%-ი ცხოვრობს მთავრობის მიერ აშენებულ სახლებში. მსოფლიოში ყველაზე ემოციური ქვეყანა კი არის სამხრეთ აზიური, კათოლიკე, ესპანეთისა და აშშ-ს ყოფილი კოლონია ფილიპინები. მეორე ადგილზე კი ელ სალვადორია.
7. ევროპელი მისიონერები აფრიკაში, დაახლოებით 1908წ.
დაახლოებით საუკუნის წინს, ევროპელმა კოლონიალისტებმა დაყვეს აფრიკა ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, ეს საზღვრები დღემდე არსებობს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აფრიკელი ლიდერები შეთანხმდნენ არ იდავებდნენ დამოუკიდებლობის მოთხოვნის შემთხვევაში.
8.ყველაზე მეტად ან ნაკლებად ტოლერანტული ერები
ლურჯად გაფერადებული ქვეყნების მოქალაქეებს უკონფლიქტოდ შეუძლიათ თანაცხოვრება განსხვავებული რასის წარმომადგენლებთან ერთად. წითლად შეფერადებული ქვეყნის მოსახლეობა კი საპირისპიროდ არის განწყობილი. აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უფრო მეტად ტოლერანტული ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ინდოეთსა და იორდანიაში.
9. ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი და ერთფეროვანი ქვეყნები მსოფლიოში
ფაქტია, რომ მსოფლიოს 20 ეთნიკურად ყველაზე დაყოფლილი ქვეყანა არის აფრიკაში, ეს კი კოლონიური რეჟიმით არის გამოწვეული. იაპონია და კორეა კი ერთეროვან სახელმწიფოებს წარმოადგენს, რაც რასისტული პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ნაყოფია.
10. ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტად ან ნაკლებად უყვარდებათ
ჩამოთვლილ სამ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შეხვდებით შეყვარებულ ადამიანს. გამოკითხვის შედეგად გამოკითხულ ფილიპინელთა 93% შეყვარებულია, რუანდის სახელმწიფოსი ეს რიცხვი 92%-ს შეადგენს, ხოლო პუერტო რიკოში-90%-ს. ლათინურ ამერიკაში ყველაზე ხშირად შეხვდებით შეყვარებულ ადამიანებს. რაც უნდა გასაოცარი იყოს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უფრო ნაკლებად შეხვდებით შეყვარებულ ადამიანებს. ასევე შეყვარებულთა ხვედრითი წილი ნაკლებია ეთიოპიასა და მაროკოში. აშშ-ში გამოკითხულთა 81% შეყვარებულია.
11.რუსი პროფესორი ფიქრობს, რომ აშშ შეიძლება დაიყოს ოთხ სახელმწიფოდ
რუსი პროფესორი იგორ პანარინი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა თავისი საშინელი პროგნოზი აშშ-ს მომავლის შესახებ, რომელიც ფართოდ გაშუქდა რუსული მედიის მიერ. პანარინმა განაცხადა, რომ შიდა დაპირისპირებების შედეგად აშშ დაიშლება ოთხ ქვეყნად, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი იქნება სრულად დამოუკიდებელი, სანამ დანარჩენი სამი ქვეყანა უცხო ქვეყნების გავლენის ქვეშ მოექცევა.
12. ვის უყვარს ან სძულს ამერიკა
ლურჯად გაფერადებული ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობას უყვარს ამერიკა, ასეთი ქვეყნებია: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობა, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია.
წითლად გაფერადებულ ქვეყნებში არ მოსწონთ ამერიკა, ასეთი ქვეყნებია, ჩინეთი, თურქეთი. რუსეთი.
13. ამერიკისა და ჩინეთის საერთაშორისო პოპულარობის დონის შედარება
რუკაზე ასახული შედეგი კარგი სიახლეა აშშ-სთვის. რუკაზე ლურჯად გაფერადებულია ის ქვეყნები სადაც ამერიკა უფრო მოსწონთ ვიდრე ჩინეთი ხოლო წითლად გაფერადებულ ქვეყნებში საპირისპირო მდგომარეობაა.
14. ჩინეთის კატასტროფული პასპორტი
გარდა იმისა, რომ რუკები ასახავენ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ზოგჯერ მათ შეიძლება გამოიწვიონ ცვლილებები ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, ისევე როგორც ეს ჩინეთის შემთხვევაში მოხდა, როდესაც მან გამოსცა ახალი ტიპის პასპორტი სადაც ეს რუკაა დატანებული. რუკაზე წითლად შემოხაზული ადგილები ჩინეთის მიერ მონიშნულია როგორც ჩინეთის სახელმწიფოს ტერიტორია, სინამდვილეში კი, ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს დავა და დაპირისპირებები.
15. ჰომოსექსუალების უფლებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
რუკა გვიჩვენებს თუ რა უფლებებით სარგებლობენ ჰომოსექსუალები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
რუკაზე მუქ ლურჯად მონიშნულია ის ქვეყნები სადაც ჰომოსექსუალთა ქორწინება ნებადართულია, ცისფრად გაფერადებულია ის ქვეყნები სადაც ერთსქესიანთა ურთიერთობა ნებადართულია, ვარდისფრად მონიშნულ ქვეყნებში ჰომოსექსუალობა ითვლება კრიმინალად, წითლად მონიშნულ ქვეყნებში ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება.
16. ქვეყნები, სადაც ხალხი მეტად ან ნაკლებად ტოლერანტულია ჰომოსექსუალების მიმართ
რუკაზე წითლად აღნიშნულია ქვეყნები სადაც გამოკითხულთა 15% კითხვაზე ”მიიღებთ თუ არა სოციუმში ჰომოსექსუალებს?” უპასუხეს ”დიახ”. ხოლო ლურჯად მონიშნულ ქვეყნებში გამოკითხულთა 85%-მა ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა.
17. ენები და დიალექები ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში
პირველი რაც ამ რუკაზე შეიმჩნევა არის მსოფლიოს უძველესი და აღსანიშნავი რეგიონების მრავალფეროვნება, ყველაზე დასავლეთით ერაყიდან, ყველაზე აღმოსავლეთით ჩინეთამდე და ჩრდილოეთით რუსეთამდე, ამ მონაკვეთში არის ასობით სხვადასხვა ენასა თუ დიალექტზე მოსაუბრე მოსახლეობა რაც ქმნის დიდ მრავალფეროვნებას. რაც გამოწვეულია უამრავი სხვადასხვა მიზნით, ირანისა და სპარსულად მოლაპარაკე ხალხთა ექსპანსია, ავღანეთისა და პაკისტანის დაშლით და მართლაც განსაცვიფრებელი მრავალფეროვნებაა კავკასიის რეგიონში სადაც განთავსებულია რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების მქონე რეგიონები, ჩეჩნეთი და დაღესტანი.
18. ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს ეწევიან
რუკის მიხედვით ჩანს, რომ ყველაზე მეტი მწეველი ადამიანი რუსეთშია, ხოლო ყველაზე ნაკლებს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ეწევიან.
19. ეკონომიკური უთანასწორობა მსოფლიოში
ეს რუკა უჩვენებს ყოველი ქვეყნის ეკონომიკური თანასწორობის კოეფიციენტს. წითლად შეფერადებული ქვეყნები ეკონომიკურად ყველაზე უთანასწორო მდგომარეობაში არიან. ხოლო, მწვანედ შეფერადებული ქვეყნების ეკონომიკური კოეფიციენტი კი, შედარებით მაღალია.
20. აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკური თანასწორობის შედარება
ლურჯად შეფერადებული ქვეყნები ბევრად უფრო თანასწორნი არიან ეკონომიკურად ვიდრე აშშ, წითლად შეფერადებული ქვეყნები კი – ნაკლებად. ეს რუკა გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, თუ რამდენად მაღალი ეკონომიკური უთანასწორობაა აშშ-ში, ბევრად უფრო მაღალი ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ განვითარებულ თუ, განვითარებად ქვეყნებში.
21. გლობალური მოსავლის სტაგნაცია
მინესოტას უნივერსიტეტში გამოქვეყნებულ ჟურნალში ”ბუნება” ჩანს, რომ მსოფლიოში მოსავლიანი მიწების ნაწილი დაუმუშავებელი და უმოქმედოა.
22. საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნები დედობისთვის.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის შედეგად გამოავლინა ქვეყნები, სადაც საუკეთესო ან პირიქით, ცუდი პირობებია შექმნილი დედობისთვის. რუკის მიხედვით დედობისთვის საუკეთესო პირობები შექმნილია აშშ-ში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში, ხოლო დედობისთვის არახელსაყრელი პიობები კი, აფრიკისა და აზის ქვეყნებშია.
23.როგორ იცვლება ალ-ქაიდა
ეს რუკა გვიყვება ორ მნიშვნელოვან და დიდ ამბავს, პირველი არის ის, რომ ალ-ქაიდას გლობალური გავლენები მცირდება, რაც, როგორც ჩანს აშშ-ს ანტიტერორისტულმა და აგრესიულმა პოლიტიკამ დააჩქარა. მეორე ამბავი, რასაც რუკა გვიჩვენებს არის, ის რომ ალ-ქაიდა ისევ ზრდის გავლენებსა და კავშირებს ახალ რეგიონებში.
24.დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს რუკაზე მონიშნული წრის შიგნით
მოხაზული, თითქოს მომცრო, წრის შიგნით უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე წრის გაარეთ. აშშ-ს აღწერის ბიურო იტყობინება, რომ მსოფლიოს მოსახლეობა არის დაახლოებით 7 მილიარდ 83 მილიონზე მეტი აქედან: ჩინეთი: 1.349.585.838 ადამიანი ინდოეთი: 1.220.800.359 ინდონეზია: 251.160.124 ბანგლადეში: 163.654.860 იაპონია: 127.253.075 ფილიპინები: 105.720.644 ვიეტნამი: 92.477.857 ტაილანდი: 67.448.120 სამხრეთ კორეა: 48.955.203 ნეპალი: 30.430.267 მალაიზია: 29.628.392 ჩრდილოეთ კორეა: 24.720.407 ტაივანის: 23.299.716 შრი ლანკა: 21.675.648 კამბოჯა: 15.205.539 ლაოსი: 6.695.166 Mongolia: 3.226.516 ბუტანი: 725.296
აქედან გამომდინარე აზიის მსოახლეობა ბევრად უფრო მეტს შეადგენს, ვიდრე დანარჩენ კონტინენტებზე მცხოვრები მოსახლობა ერთად.
25.მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები
რუკა გვიჩვენებს, რომ ბრიტანულმა კოლონიალიზმმა, რამდენიმე კონტინენტზე შემოიტანა საერთო სამართალი, როგორც სამართლებრივი სისტემა. ასევე რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ რელიგიური სამართალი ძალიან გავრცელებულია ისლამურ ქვეყნებში.
26. რამდენად შეუძლია ჰამასის რაკეტებს შეაღწიოს ისრაელში
ეს რუკა გვაჩვენებს თუ, რატომ აღელვებს ისრაელს ჰამასი, ასევე რუკა აჩვენებს ღაზა სექტორში განთავსებულ ისლამისტ მებრძოლებსა და მათ ხელმისაწვდომობას ირანული წარმოების Fajir-5 რაკეტებზე. ეს არის იმის პირობა, რომ ჰამასი ვერ შეაღწევს ღია ყვითლად მონიშნულ რეგიონში.
27. ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო სპექტრი
ჩრდილოეთ კორეამ შექმნა სარაკეტო პროგრამა, რომელიც ძალიან საშიშად გამოიყურება და საფრთხეს უქმნის აშშ-ს. მაგრამ, როგორც რუკა აჩვენებს, რიტორიკა ბევრად აღემატება შესაძლებლობებს.
28.ბავშვთა სიღარიბე განვითარებულ მსოფლიოში
შეერთებული შტატები იკავებს 34-ე ადგილს, 35 ქვეყანას შორის ბავშვთა სიღარიბის მიხედვით. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ რუმინეთს უსწრებს. შეერთებული შტატები არ აკეთებს საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს ბავშვთა კეთილდღეობისთვის
29.ჩინეთის კიბოს სოფლები
ჩინეთს აქვს ძალიან დიდი პრობლემა კიბოსთან დაკავშირებით, ჩინური სოციალური მედიის მიხედვით, კიბოთი დაავადებულების დიდი რიცხვი გამოწვეულია ეკოლოგიური დაბინძურების შედეგად. რუკაზე ნაჩვენებია ჩინეთის რეგიონები, სადაც ყველაზე მეტად მოდებულია კიბო.
30.რას ფიქრობენ ევროპელები ევროპის კავშირის შესახებ
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისია. ეს რუკა გვიჩვენებს თუ, რომელი ქვეყნები თვლიან, რომ მათ ევროკავშირი დაეხმარა. მსგავსი ქვეყნები რუკაზე ლურჯადაა გაფერადებული, ხოლო წითლად გაფერადებული ქვეყნები კი თვლიან, რომ ევროკავშირმა ისინი დააზარალა.
31. მსოფლიოს 26 მონარქიული მმართველობა
მსოფლიოში სულ ორი ათეული მონარქიული მმართველობა არსებობს, მაგრამ მხოლოდ 11 მათგანი არის რეალურად სახელმწიფოს მართვის სათავეში. რუკაზე წითლად შეფერადებულ ქვეყნებში არის აბსოლიტური მონარქიული მმართველობა, ყვითლად შეფერადებულ ქვეყნებში კი, კონსტიტუციური მონარქიაა. ქვეყნებს, რომლებიც რუკაზე ლურჯად არის მონიშნული, ბრიტანული მონარქია მართავს.
32. ლევანტის მრავალფეროვნება
ეს მრავალფეროვანი რუკა გვიჩვენებს სირიის, ლიბანის, იორდანიისა და ისრაელის ეთნიკურ მრავალფეროვნებას.
33. ბირთვული ძალაუფლება ცივი ომის დასრულების შემდეგ
ცივი ომი შესაძლებელია დიდი ხნის წინ დასრულდა, მაგრამ ბირთვული იარაღის გავლენა ცივილურ მსოფლიოზე ჯერ კიდევ იგრძნობა. რუკაზე ლურჯად მონიშნულია რუსეთი, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს, ასევე 5 ბირთვული სახელმწიფოა – ისრაელი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა.
34. რას ფიქრობენ ადამიანები საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომაროებაზე
რუკაზე წითლად მონიშნული ქვეყნები პესიმისტურად არიან განწყობილი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ, ხოლო ლურჯად მონიშნული ქვეყნები კი -პირიქით. რუკის მიხედვით დასავლეთ ევროპის ქვეყნები პესიმისტურად არიან განწყობილი, ხოლო ყველაზე ოპტიმისტურად კი ჩინეთის მსოხლეობაა.
35.გეოპოლიტიკური ანომალიების ნაწილობრივი რუკა
თითოეული წითელი ისარი რუკაზე მიუთითებს მსოფლიოში წარმოდგენილ გეოპოლიტიკურ ანომალიაზე. მაგალითად ერთერთი ისრით მითითებულია აფხაზეთის ძლივსაღიარებული მარიონეტული ხელისუფლება, ( აღნიშნული ტერმინით იყო მოხსენიებული აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია Washingtonpost-ის სტატიაში, რასაც რედაქცია უცვლელად გთავაზობთ) “რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის მდებარეობს. ასეთივე მარკერებით მონიშნულია საფრანგეთის ტერიტორიები.
36. სად ცხოვრობენ ათეისტები
რუკა გვიჩვენებს, რომ უამრავი ათეისტი ცხოვრობს ჩინეთსა და იაპონიაში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რაც ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს. მაგრამ, რუკა გვიჩვენებს, რომ ბევრად უფრო მეტი ათეისტი ცხოვრობს საუდის არაბეთში, ვიდრე წარმოგვიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი იქ კრიმინალად ითვლება.
37. როგორ ესმით მუსლიმებს დემოკრატია
რუკა აჩვენებს, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა მუსლიმები ფართოდ მხარს უჭრენ დემოკრატიას. რუკაზე ლურჯად მონიშნულ ქვეყნებში გამოკითხულთაგან 75% უპირატესობას ანიჭებს დემოკრატიულ მმართველობას, ვიდრე ”მკაცრ ლიდერს”, ვარდისფრად მონიშნულ ქვეყნებში კი 25%-დან 34%-მდე.
38. როგორ ესმით მუსლიმებს რელიგიური კონფლიქტები
მუსლიმური ქვეყნებში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა წუხს რელიგიური კონფლიქტების შესახებ. ტუნისის, პაკისტანის, ნიგერიისა და ნიგერის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ძალიან წუხს რელიგიური კონფლიქტების გამო.
39. რას ფიქრობს მუსლიმური სამყარო ღირსების შენარჩუნების მოტივით მკვლელობის გამო
რუკაზე წითლად მონიშნულ ქვეყნებში გამოკითხულთა 15%-34% ფიქრობს, რომ ღირსების შენარჩუნების მოტივით მკვლელობა გამართლებულია, ხოლო ლურჯად გაფერადებულ ქვეყნებში გამოკითხულთა 75%-ი ფიქრობს, რომ მკვლელობა არასდროს არანაირი მზიეზით გამართლებული არ არის.
40. როგორ ჩანს კოსმოსიდან დედამიწა 12 თვის განმავლობაში
ნასას ეს მოძრავი სურათი გვაჩვენებს თუ როგორ იცვლება მცენარეული საფარი დედამიწაზე მთელი წლის განმავლობაში. ეს სურათი ასევე, გვახსენებს იმას, რომ დედამიწა პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური შუღლის მიუხედავად აერთიანებს მთელს მსოფლიოს და ბუნებრივ მოვლენებს ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
წყარო: The Washington Post
“35-ე რუკაზე აღმოჩენილ დარღვევასთან დაკავშირებით “თბილისი თაიმსი” ოფიციალური წერილით მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მასალა მოამზადა
ნინა პირტახიამ




















































