საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 76 % საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.
მოკვლევის თანახმად, პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ამერიკაა 39 % – ით. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 36 % – ით. შემდეგ მოდის: უკრაინა – 33 %; ევროკავშირი – 31 %; 19 % – თურქეთი; 18 % – რუსეთი.













