• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა გადაიდო

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა გადაიდო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

33333333333333333333331ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი, როგორც მხარეებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ტექნიკური ხასიათის პრობლემები იყო.

15 აპრილს წინასასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში გაგრძელდება იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო.

პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლებმა, მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებების უტყუარობაზე კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარები.

რაც შეეხება სხდომის გადადების მიზეზებს, როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განმარტა, ეს უკავშირდება იმას, რომ ხარვეზები იყო დოკუმენტაციის ნუმერაციაში. ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებში, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებთან შეკითხვები ჰქონდა. შეკითხვებზე პასუხის მოსამზადებლად კი პროკურატურას და ადვოკატებს 15-დღიანი ვადა განესაზღვრათ.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო შუამდგომლობების დაყენება, მათ შორის, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

ბრალდებისა და დაცვის მხარეების წარმომადგენელმა მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დღეს პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარები.

როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარეს წარდგენილი 2200-გვერდიან მტკიცებულებებში 2000 გვერდი გადატანილი აქვს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან. პროკურორის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოახერხონ ადვოკატებმა საკუთარი პოზიციის გამყარება.

“საუბარია მთავარ მტკიცებულებებზე, რასაც ეყრდნობა ბრალდება, უმთავრესი მტკიცებულებები გამეორებული აქვს დაცვის მხარეს, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და ა. შ. რომლის საფუძველზეც დასტურდება ბრალდებულებისთვის ბრალეულობა და ის, რომ მათი ქმედებების საფუძველზე მოხდა 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვა. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს არის აბსურდული”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

პროკურორის ამ შეფასებებზე საპასუხოდ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარის კიდევ ერთმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

“თუკი პროკურატურა ამბობს იმას, რომ დაცვის მხარემ გამოიყენა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარმოიდგინეთ, როგორი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. ჩვენ მოვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა დავადასტუროთ ბრალდებულების უდანაშაულობა. პირველ რიგში, პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 182-ე მუხლით, თანხებთან, რომელზეც საუბარია ბრალდებაში, შემხებლობა არ აქვთ. მათ “სილქნეტთან” განხორციელებულ შესყიდვებზე აქვთ ხელი მოწერილი და საერთოდ, ბრალდებაში არ არის გამოკვეთილი, რომ აღნიშნულ პირებს ანგარება ჰქონდათ გამიზნული. ეს ყველაფერი პროცესების განმავლობაში გამოიკვეთება და დადასტურდება, რომ ბრალდება არის გამოგონილი. ჩვენივე არგუმენტებით გავაბათილებთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

15 აპრილს, ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11.00 საათზე განახლდება.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

116–ე საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მშობელთა სათათბირო და სასკოლო საზოგადოება: “არ გადადოთ ამ წერილზე რეაგირება!”

12 years ago

მარიამ ჯაში: არჩევნების წინ პოლიტიკური აგიტაცია ყველა სკოლაში აკრძალულია

9 years ago
სეზონის გახსნიდან დღემდე უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

სეზონის გახსნიდან დღემდე უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

7 years ago
ბეშუმი – გარანტია ზაფხულის ცხელი დღეების სილამაზისთვის (ფოტოკოლაჟი)

ბეშუმი – გარანტია ზაფხულის ცხელი დღეების სილამაზისთვის (ფოტოკოლაჟი)

7 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by